ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პილი-გრიმი
ჟანრი: იუმორისტული
1 ივლისი, 2013


მელანქოლიკი გურულის მონოლოგი

ფეხზე ადგომას ვასწრებ ალიონს,
ენთუზიაზმით ვქაჩავ ყალიონს,
ცხოვრება მიდის ჩვეულ დინებით,
რითმს ვძერწავ, რაცხა მოწადინებით...
რითი უშველის ამ ჩემ მშიერ კუჭს,
არსენალი რომ უგებს ლივერპულს?!
გახეთქა გული ამდენმა განცდამ -
ანრის პენალტი ხარიხას აცდა...
დღემ გეიხადა სიბნელის ჩოხა,
სასოწარკვეთით იბღავლა ძროხამ,
ცრემლმორეული ვაპურებ ქათმებს,
ვიცი სუყველას ტურა წამართმევს...
გაზაფხულზე რომ სიმინდი ყვავის,
ბოლოს მოსავალს ეიღებს ყვავი,
რაც გადარჩება წერაა ძროხის,
მე კი ხათქუნი შემრჩება თოხის...
მიყვარს თემები საკაცობრიო,
პაწე მჭადი და ბევრი ლობიო,
ლექსების წერა ჩემი ჰობია,
ტყულაი ჯდომას მაინც ჯობია!
ტელევიზორს რომ ხეთქავს მთავრობა,
მეც მინდა აი პოპულარობა;
ყველაზე მეტად მრცხვენია მაშინ,
ხელცარიელს რომ ვუშვებ ,,კარმანშიკს”...
რაფერ ვნატრულობ, ხვნა-თესვას მოვრჩე,
პენსია თვეში დარიგდეს ორჯერ,
ვიშონო საცხა ,,უზდელი ქალი”,
თუ გინდაც კოჭლი, ყრუ და მსუქანი...
ეს სიღარიბეც მკორტნის სვავივით,
სულ სახლში მიზის ნათესავივით,
გაფუჭებული ტელევიზორი
მიგდია რაფერც პლასმასის მძორი.
ხომ დალოცვილი სიტყვაა ,,ხვალე”?! -
ვერცერთ მევალეს ვერ შევაყვარე,
მხოლოდ იმისი იმედი მათრობს,
დიდ კუშს მოვუხსნი ტოტალიზატორს...
ქვეყნად მას შემდეგ იმატა წნევამ,
რაც ღმერთმა ადამს მიგვარა ევა,
წინსვლაში მეწყერს გაასწრო წყალმა,
ლაპარაკში კი ყოლისფერს ქალმა...
ო, რაფერ მწარედ დამცინა ბედმა,
ანჯელინა რომ შეირთო ბრედმა,
თუმც საყვედური რაფერ ვთქვა ბედის -
საცხა სიმღერას მუუკლავს გედი.
საოცარია ცინიზმი ბედის,
ბოლოს კი მაინც მე ვჩანვარ ყბედი:
აქეთ სიკვდილი მაშინებს ცელით,
იქეთ მეზობლის ავჩარკა - ღრენით,
რწყილის ნახტომი და კოღოს კმენა
(ვინღა დაეძებს გედის სიმღერას?!)...
სხვა თვითმფრინავით სეირნობს ცაში,
მე კი ტანს ვიბან ძველ ,,ლახანკაში”...
რა წყალში მივცე არ ვიცი თავი -
,,სე” მითხრეს სადაც შევძახე ,,დავი”,
ვის დავდო ბრალი, ან დავდო რაში -
ჩემს კამათელს რომ არა აქვს ,,შაში”?!
აღარ არიგებს ნაზუქებს ღმერთი,
,,რამსშტაინშია” ხსნა ერთადერთი! -
.........................................................................
მე რომ არ ვიყო ამფერი ჩია,
ხომ მოვაწყობდი რევოლუციას?!
........................................................................
........................................................................
........................................................................
........................................................................
პ.ს. რომ შემოხვედი ტყულა,
      დატიე ორი ქულა:D

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები