*** გაყინული ზურგით გზაზე ჩამომჯდარ მზეს მივეყუდე, ჩრდილზე,ჩემს თმასთან ერთად, შენზე ფიქრი ჩამოიშალა... .....................................................
*** თუ გინდა გავითვალოთ... ცხვირი კედელს მიადე, თითებშეტყუპებული ხელებით კი, საფეთქლებს მიებჯინე, რომ, შემთხვევით, თვალი არ მომკრა. დაიხუჭე... დაითვალე... უჩემოდ დარჩენილი შენი ცხოვრების დღეები...
..................................
*** ჩემი ორმოები ლავიწებთან, ერთი პატარა, მეორე დიდი. მყესიდან ამოვარდნილი ძვლის გამო. ამბოხია... გარღვეული წესრიგი! საკუთარი ძვალიც განმიდგა, გამშორდა... ჩონჩხი მიატოვა. ახლა კანით ვაკავებ, სხეულში, ჩემით თავგაბეზრებულ ადამიანებს...
..................................
*** შენი თითები, ჩემს სახეზე, ნაზად ცეკვავდნენ ვენურ ვალსს. მუსიკა შევაჩერე... სულიშემძვრელად მიყუჩდა სამყარო, ლოყებიდან ტუჩებამდე ჩამოვაცურე შენი ხელი, კანის სურნელი უჯრედებში ჩაიკირა შენი ხელი სახეზე ავიფარე, სახლში ვიყავი... კედლებამოყვანილ, გადახურულ სახლში. არ მჭირდებოდა რამე ნიღაბი... აღარც მინდოდა ყოფნა სხვა ხალხში... ერთში ვიყავი... აღარ მახსოვს როგორ გაკოცე, მახსოვს ჩასუნთქვა ვცადე, მაგრამ ყელზე უზარმაზარი კრეისერი მომდგომოდა. სხვა გზა არ მქონდა და მეც, გემის ფსკერს გამოყოლილი, მარილიანი ცრემლი გადმოვაგდე თვალიდან...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. დიდი მადლობა დიდი მადლობა
16. ჩემი ორმოები ლავიწებთან, ერთი პატარა, მეორე დიდი. მყესიდან ამოვარდნილი ძვლის გამო. ამბოხია... გარღვეული წესრიგი! საკუთარი ძვალიც განმიდგა, გამშორდა... ჩონჩხი მიატოვა. ახლა კანით ვაკავებ, სხეულში, ჩემით თავგაბეზრებულ ადამიანებს...
მომეწონა ძალიან ძალიან ძალიან.წარმატებები მუდამ<3 ჩემი ორმოები ლავიწებთან, ერთი პატარა, მეორე დიდი. მყესიდან ამოვარდნილი ძვლის გამო. ამბოხია... გარღვეული წესრიგი! საკუთარი ძვალიც განმიდგა, გამშორდა... ჩონჩხი მიატოვა. ახლა კანით ვაკავებ, სხეულში, ჩემით თავგაბეზრებულ ადამიანებს...
მომეწონა ძალიან ძალიან ძალიან.წარმატებები მუდამ<3
15. ესენი_ც..)** ესენი_ც..)**
13. !!!!!!!!!!! !!!!!!!!!!!
12. ძალიან დიდი მადლობა ჟოზეფინა :) ძალიან დიდი მადლობა ჟოზეფინა :)
11. ძალიან კარგი ხედვა გაქვს...საკმაოდ კარგად წერ :) + ძალიან კარგი ხედვა გაქვს...საკმაოდ კარგად წერ :) +
10. ძველებია ესენი ზორრო :))) ძველებია ესენი ზორრო :)))
9. ვითარდები შენ :))) ვითარდები შენ :)))
8. დიდი მადლობა :) დიდი მადლობა :)
7. *** თუ გინდა გავითვალოთ... ცხვირი კედელს მიადე, თითებშეტყუპებული ხელებით კი, საფეთქლებს მიებჯინე, რომ, შემთხვევით, თვალი არ მომკრა. დაიხუჭე... დაითვალე... უჩემოდ დარჩენილი შენი ცხოვრების დღეები...
მომეწონა ყველა. წარმატებები! +5 *** თუ გინდა გავითვალოთ... ცხვირი კედელს მიადე, თითებშეტყუპებული ხელებით კი, საფეთქლებს მიებჯინე, რომ, შემთხვევით, თვალი არ მომკრა. დაიხუჭე... დაითვალე... უჩემოდ დარჩენილი შენი ცხოვრების დღეები...
მომეწონა ყველა. წარმატებები! +5
6. ძალიან ემოციური და კარგია ++ ძალიან ემოციური და კარგია ++
5. ძალიან კარგებია, მომეწონა ერთმანეთზე უკეთესებია, მხოლოდ
"მარილიანი " მეზედმეტა.
ძალიან კარგებია, მომეწონა ერთმანეთზე უკეთესებია, მხოლოდ
"მარილიანი " მეზედმეტა.
4. საინტერესო ხედვა გაქვს ) საინტერესო ხედვა გაქვს )
3. გმადლობთ :)) გმადლობთ :))
1. მე მომეწონა.. შედარებები ძალიან კარგი იყო)) წარმატებები+ მე მომეწონა.. შედარებები ძალიან კარგი იყო)) წარმატებები+
|
|
მონაცემები არ არის |
|
|