* * * როდესაც ხმაურით გაირბინეს მდინარისაკენ სოფლის ბავშვებმა, მეგონა, თითქოს მეც შემომძახეს და ჩემი ბაშვობაც ფეხაკრეფით გაიპარა ეზოდან, მშობლების ჩუმად...
* * * ქუჩაში, უდარდელად მოთამაშე ბავშვები, ჯერ ვერ მიგასწავლიან გზას, ჩვენი სოფლის სასაფლაოსკენ.
* * * სველი ქოლგასავით, განზე ჰქონდა გაწვდელი ხელი, როცა უპოვარს ხურდას აძლევდა, მისი თვალები კი, სხვას ეძებდნენ... ეძებდნენ ამ ამბის მომსწრეს...
* * * ლ-ს სარკმლის ბაქანზე, ერთმანეთს ეღვრებიან და ერთნი ხდებიან, ციდან წყვილ-წყვილად წამოსული წვიმის წვეთები. ჩვენც - ციდან წამოსული წვიმის ორი წვეთივით ვგავართ ერთმანეთს...
* * * ლ-ს
ჩემს ბაღში, სადაც ვაშლის ნამყენი ხარობს, გვალვისგან დახეთქილი მიწა, ისეა დანატრებული სისველეს, როგორც შენი მომლოდინე ტუჩები, როცა ჩვენთან ერთად სხვებიც არიან...
* * * გუშინ, პირველად მომმართა ნაცნობმა სახელით და მეც,- ცხოვრების სცენაზე გამოცდილმა მოთამაშემ,- მოწყალე თვალებით შევხედე, ვიცოდი, უნდა ეთხოვა რაღაც...
* * * დამქანცველ ხმაურს გაექცა ჩიტი და გაუჩინარდა ცაში, სადაც სიმშვიდე ეგულებოდა. ერთი ბუმბული შეირხა მხოლოდ, - მისი აქ ყოფნის ნიშანი - და გათელა ისიც გამვლელმა ფეხით... ნუთუ ჩემი არსებობის ნიშანიც, იმ ბუმბულივით უმწეოდ გაქრება, როცა მეც წავალ?...
* * * მაგ ნაოჭებში ,დედაჩემო, ჩემი ყოველი მცდარი ნაბიჯი იკითხება... ზოგჯერ მგონია, ღმერთი, თავისთან კი არა, დედის სახეზე ნაოჭებად და ხრამებად სახავს, ჩვენს ყოველ ცოდვას...
* * *
ალბათ სტუმრად ვგონივარ ჩასული სოფლად, განზე გამდგარ და თავმომწონოდ მომზირალ გოგოს... ოჰ, გოგონიავ, რომ გითხრა... როგორი პატარა მახსოვხარ, ალბათ, შეგრცხვება და გაიქცევი...
* * *
მარტოდ დარჩენილ ბებიაჩემს, -ჩაბნელებულ და დაცარიელებულ სახლში,- ხმის გამცემად, 15 წლის წინ ჩარჩოში ჩასმული და კედელზე ცერად დაკიდებული სურათი ეგულება.
ჩემს ბაღში, სადაც ვაშლის ნამყენი ხარობს, გვალვისგან დახეთქილი მიწა, ისეა დანატრებული სისველეს, როგორც შენი მომლოდინე ტუჩები, როცა ჩვენთან ერთად სხვებიც არიან... * * * მაგ ნაოჭებში ,დედაჩემო, ჩემი ყოველი მცდარი ნაბიჯი იკითხება... ზოგჯერ მგონია, ღმერთი, თავისთან კი არა, დედის სახეზე ნაოჭებად და ხრამებად სახავს, ჩვენს ყოველ ცოდვას...
* * *
აუუ რა კარგიაა ^_^

მაგ ნაოჭებში ,დედაჩემო, ჩემი ყოველი მცდარი ნაბიჯი იკითხება... ზოგჯერ მგონია, ღმერთი, თავისთან კი არა, დედის სახეზე ნაოჭებად და ხრამებად სახავს, ჩვენს ყოველ ცოდვას...
++

"მაგ ნაოჭებში ,დედაჩემო, ჩემი ყოველი მცდარი ნაბიჯი იკითხება... ზოგჯერ მგონია, ღმერთი, თავისთან კი არა, დედის სახეზე ნაოჭებად და ხრამებად სახავს, ჩვენს ყოველ ცოდვას..."
მარტოდ დარჩენილ ბებიაჩემს, -ჩაბნელებულ და დაცარიელებულ სახლში,- ხმის გამცემად, 15 წლის წინ ჩარჩოში ჩასმული და კედელზე ცერად დაკიდებული სურათი ეგულება.
განსაკუთრებულად მომეწონა.
სიკეთე ავტორო!
"მაგ ნაოჭებში ,დედაჩემო, ჩემი ყოველი მცდარი ნაბიჯი იკითხება... ზოგჯერ მგონია, ღმერთი, თავისთან კი არა, დედის სახეზე ნაოჭებად და ხრამებად სახავს, ჩვენს ყოველ ცოდვას..."
მარტოდ დარჩენილ ბებიაჩემს, -ჩაბნელებულ და დაცარიელებულ სახლში,- ხმის გამცემად, 15 წლის წინ ჩარჩოში ჩასმული და კედელზე ცერად დაკიდებული სურათი ეგულება.
საერთოდ, ქართულმა კარგად მოირგო ეს იაპონური სალექსო ფორმა და კარგი ავტორის ხელში მართლაც რომ პატარ-პატარა რომანებივითაა...თუნდაც, ეს -
* * * ლ-ს
ჩემს ბაღში, სადაც ვაშლის ნამყენი ხარობს, გვალვისგან დახეთქილი მიწა, ისეა დანატრებული სისველეს, როგორც შენი მომლოდინე ტუჩები, როცა ჩვენთან ერთად სხვებიც არიან...
ფრაგმენტები კარგი ა-დამიანის ცხოვრებიდან...
სიმშვიდეს ტოვებს მისი ნაწერი.