ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უმა თურმანი
ჟანრი: პოეზია
29 სექტემბერი, 2013


მლოცავი ნაძვი

სალოცავთან იდგა ერთი ნაძვი.
იდგა კაციც - ტანზე ცოტა ეცვა.
მძლავრი ქარი ყოველივეს გლეჯდა,
არ იცოდა ეკალი და ძეწნა.
სალოცავთან იდგა ერთი კაცი...
ჰოი, არა! ქარი აღარ შეწყდა!
იდგა კაცი მარტო, როგორც ნაძვი
ტანზე მხოლოდ უფლის რწმენა ეცვა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები