ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მოცეკვავე პერაშკი
ჟანრი: პოეზია
5 ოქტომბერი, 2013


შენ ზღვა ხარ..

შენ ზღვა ხარ!
ხშირად ღელავ, ფორიაქობ, ასკდები ნაპირებს......... უფრო ხშირად კი... მშვიდი ხარ, წყნარი, ქარს მინდობილი...

შენი თვალები კი-
ღრმა ლაჟვარდია.. თოლიებიც რო ვეღარ სწვდებიან მის სიღრმეს... უნებურად რომ შეგიტყუებს და უკან წამოსასვლელ გზას აღარ გიტოვებს....

შენი წარბები-
ქარიშხლისაგან აშლილი, გაფრენილი ტალღები..
ქარის სიძლიერით ჰაერში ნაწილებად დაშლილი და გაფანტული წვეთები...

ხელები- უსწორმასწოროდ მიმოფანტული, ოქროსფერი ქვიშა...
მზიანი...
  თბილი...
ყოველთვის გამზადებული მოსაფერებლად....
სუნთქვით გამთბარი და სითბოგამჯდარი....
მზით გაჯერებული...

კაპილარები, ვენები-
ელვასავით დატოტილი.. აშლილი, გააფთრებული... სიყვარულისგან რომ ვეღარ იტევს სისხლს, მაჯებში გულისცემას გამოყოლილი...
გადახსნილი...მფეთქავი...

თითები-
იალქანაშლილი გემები, ზღვას რომ ეჭიდებიან და ხშირად, მისსავე სიყვარულში იღუპებიან...

თმის ყოველი ღერი-
კენჭები, ზღვისგან დაცვარულნი, მზისგან გამთბარნი და აბრჭყვიალებულნი... თვალს რომ გჭრიან...გინდა, შეაგროვო, მგრამ არ იცი, საიდან დაიწყო, პიველად რომელი ფერის აიღო....

ძლიერი მკლავები-
ქარიშხალივით, გინდა აგიტაცოს, დაგანახოს თავისუფლება..
მთლიანად რომ ხარ მინდობილი...
აღარც ძალა გყოფნის წინააღმდეგობის გასაწევად, აღარც- ნებისყოფა.....................აღარც-სურვილი...

ხალები-
პაწია ნიჟარები, მარგალიტივით ჩასმული, დასკუპებული....... თავისებურ ეშხს რომ ჰმატებს ზღვას........

შენი კანის სურნელი-
ზღვის სურნელი... ოდნავ სიოშიც რომ იგრძნობა.... სასიამოვნოდ რომ გივსებს ფილტვებს........

და.. შენს ახალ ამოსუნთქვას მთლიანად შთანთქავს ჩემი სხეული, სული, ფილტვები... და არც ვიცი, რა იქნებოდა ეშენთვალებოდ...
შენ კი ისიც არ იცი, რომ შენ და მზე ერთი მისიით არსებობთ ჩემთვის...
მე კი, უბრალოდ მინდა, ჩემი ჰაერით სუნთქავდე.. უბრალოდ გიყვარდე... ძალიან გიყვარდე....


მე მიყვარს ზღვა..................
               

                          შენ............ზღვა ხარ!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები