ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ეკატერინე
ჟანრი: პოეზია
16 ნოემბერი, 2008


მთის მოტივზე

მთებს ცეცხლი წაჰკიდებიათ
მზის სხივთა ოქროს დალალის,
ნეტავ იქა მქნა ეულად,
შენ შამხვდე როგორც ალალი.

ჩამამიქროლო, დამაცხრე,
წამაწიალო ბუდეში.
ბიჭავ, მაგ კლანჭის გაკვრაი
იქნების ჩემთვის ნუგეში

დარდმა დამადნო ლოდინის,
თითქოს ცას გამაეკერე,
გაქრი მზესავით ღრუბლებში,
ფიქრითა დამსვი ეკლებზედ.

რას მერჩი ვაჟო ქალი ვარ,
განა ნაკვეთი ქვისაგან,
შენი ნეკნის ვარ ნათალი
და შენი წილი მზისა ვარ.

ჩამამიქროლე ორბივით
დამწვდი და წამაწიალე,
ან მე რას მტანჯავ ლოდინით,
ან შენ რაზედა წრიალებ.


 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები