 | ავტორი: ჭა ჟანრი: პოეზია 21 დეკემბერი, 2013 |
-ნუ ეტყვი დე...დაუმალე! -რა დავუმალო დედა რა!?... რაც არის იმას ვეუბნევი, სიცხე რომ არ უვარდება ხომ ხედავს?. ..ისედაც ხვდება ყველაფერს!... ექიმმა, გაიყვანეთ სახლშიო, აზრი არა აქვსო...-მისი თანდასწრებით მითხრა. ნერვიულად უპასუხა ბიჭმა ქალს. ჩემს მარცხნივ და წინ ისხდნენ...დედა-შვილს გავდნენ და საუბრიდანაც მასე დავასკვენი. ბიჭი ალბათ ასე ოცდაათს გადაცილებული იქნებოდა,ქალი სამოცს, მე მხოლოდ მათ ზურგებს და პროფილებს ვხედავდი. -სავადმყოფოსთან გამიჩერეთ!...ხმამაღლა გასძახა ბიჭმა სამარშრუტო ტაქსის მძღოლს და ადგა ...ახლა მარტო მის ზურგს ვხედავდი , მანქანის ვიწრო კორიდორში მიმავალს: გამხდარი იყო, ნაზი მხრებით. მათი შემხედვარე ვერც იფიქრებდით დარდის და ვარამის ზიდვა თუ შეეძლოთ. ქალი დარჩა ადგილზე. არც გაუხედავს ჩამავალი შვილისკენ. მოკუნტული იჯდა, შვილის დარდი ჩაედო თითქოს კალთაში და ზედ დასძახოდა: -ღმერთო, გადამირჩინე, ესეც არ მომიკლას დარდმაო!...
**** ჩემს გვერდით... ტელეფონის ზარი... ამოიღო ჩანთიდან...-ხმელი არ ეთქმოდა არც მსუქანი, რაღაცნაირი ძვალმსხვილი და მკაცრი ქალი იყო აღნაგობით. ყურები რომც არ ამეცქვიტა , მაინც ყველა სიტყვა მესმოდა, გვერდით მეჯდა და... -რა იყო?...როდის მიდიხარ...რომელ საათზე გახვალ? მოვიდოდი იქამდე!...ხმაც მკაცრი ჰქონდა ,(არ შევმცდარვარ) იქიდან რას ეუბნეოდნენ არ მესმოდა.უდავოდ შვილი ურეკავდა. მივხვდი. -აიღე , მანდ დევს ოცლარიანი...ვაზაში...სიგარეტი იყიდე და ორი ლარიც გზის ფული აიღე!...ხუთ ლარში რომ ჩაეტიო ისე...გაიგე?...ტონი უფრო გაამკაცრა. გათიშა ტელეფონი და ჩანთაში ისეთი სიფრთხილით ჩაიდო, ძალიან ძვირფას და სანუკვარს რომ ექცევიან...ზუსტად ისე. სახეში შევხედე...-საოცარი სითბო ედგა თვალებში.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. მაგ ხუთლარიანებმა ამიწია წნევა. :)))))) მაგ ხუთლარიანებმა ამიწია წნევა. :))))))
17. ორივე დედა და ორივეს ფიქრი- შვილი. ძალიან კარგია.:) ორივე დედა და ორივეს ფიქრი- შვილი. ძალიან კარგია.:)
16. აი ამეებს ვეძახი "ჭანაირებს". 5. აი ამეებს ვეძახი "ჭანაირებს". 5.
15. გაზაფხულივით ქ-ნი ნანა, უყურებ და სიცოცხლეს მოგაწყურებს-ხოლმე....მაგრამ, მხოლოდ ზედაპირულ ადამიანებს გამოეპარებათ მისი ფაქიზი, ღრმა და საოცარი სამყარო. ყველას და ყველაფერს რომ იტევს.
ასეთ ნამუშევრებს სწორედ ამგვარი ადამიანები ქმნიან.
დღესასწაულებს გილოცავთ აქვე. :* გაზაფხულივით ქ-ნი ნანა, უყურებ და სიცოცხლეს მოგაწყურებს-ხოლმე....მაგრამ, მხოლოდ ზედაპირულ ადამიანებს გამოეპარებათ მისი ფაქიზი, ღრმა და საოცარი სამყარო. ყველას და ყველაფერს რომ იტევს.
ასეთ ნამუშევრებს სწორედ ამგვარი ადამიანები ქმნიან.
დღესასწაულებს გილოცავთ აქვე. :*
14. ის კი ვისაც უჭირდა და სავარაუდოდ სიკვდილს ებრძოდა სავადმყოფოს კედლებში, არ ახსოვდა ქალს ამ წუთას..-ამას ინტუციით ვხვდებოდი, დედის ინტუიციით.
+++მოგიკითხე ნანა და მრავალ შობას დაესწარი! ის კი ვისაც უჭირდა და სავარაუდოდ სიკვდილს ებრძოდა სავადმყოფოს კედლებში, არ ახსოვდა ქალს ამ წუთას..-ამას ინტუციით ვხვდებოდი, დედის ინტუიციით.
+++მოგიკითხე ნანა და მრავალ შობას დაესწარი!
13. პირველრიგში დიდი მადლობა ყველას დროისთვის ...სითბოსთვის....:-*
სრულიად ვეთანხმები ლიჩელის შენიშვნას...:-* ....ნამდვილად ზედმეტია ნაწერში ჩემი გაკეთებული დასკვნები, მაგრამ ვერ მოვისვენე და მაინც გავაკეთე...:))) მინდოდა მეთქვა, რაც ვიფიქრე... პირველრიგში დიდი მადლობა ყველას დროისთვის ...სითბოსთვის....:-*
სრულიად ვეთანხმები ლიჩელის შენიშვნას...:-* ....ნამდვილად ზედმეტია ნაწერში ჩემი გაკეთებული დასკვნები, მაგრამ ვერ მოვისვენე და მაინც გავაკეთე...:))) მინდოდა მეთქვა, რაც ვიფიქრე...
12. ძალიან კარგებია, ჭა ! ძალიან კარგებია, ჭა !
11. მშვენიერია, ფსიქოლოგიურად ზუსტი. უფრო ძუნწი კომენტერები მოუხდებოდა, ასე მგონია. თუმცა ასეც ეფექტურია. უფრო გასაგებად რომ ვთქვა, მკითხველს მეტი საშუალება უნდა მისცა ფიქრისა და მეტი გამოსაცნობი. 555 მშვენიერია, ფსიქოლოგიურად ზუსტი. უფრო ძუნწი კომენტერები მოუხდებოდა, ასე მგონია. თუმცა ასეც ეფექტურია. უფრო გასაგებად რომ ვთქვა, მკითხველს მეტი საშუალება უნდა მისცა ფიქრისა და მეტი გამოსაცნობი. 555
9. ძალიან კარგია, ძალიან ძალიან :) ძალიან კარგია, ძალიან ძალიან :)
7. გამხდარი იყო, ნაზი მხრებით. მათი შემხედვარე ვერც იფიქრებდით დარდის და ვარამის ზიდვა თუ შეეძლოთ. ქალი დარჩა ადგილზე. არც გაუხედავს ჩამავალი შვილისკენ. მოკუნტული იჯდა, შვილის დარდი ჩაედო თითქოს კალთაში...
ძალიან მოქმედებს ასეთი რამეები,ძალიან. გამხდარი იყო, ნაზი მხრებით. მათი შემხედვარე ვერც იფიქრებდით დარდის და ვარამის ზიდვა თუ შეეძლოთ. ქალი დარჩა ადგილზე. არც გაუხედავს ჩამავალი შვილისკენ. მოკუნტული იჯდა, შვილის დარდი ჩაედო თითქოს კალთაში...
ძალიან მოქმედებს ასეთი რამეები,ძალიან.
6. ვეთანხმები თოლიას და საოცრად თბილი ნაწერია...5 ვეთანხმები თოლიას და საოცრად თბილი ნაწერია...5
5. (4- )მაპატიე, ციფრი წამეშალა, მეწერა:ჩემი შეფასება 2+3= პატივისცემით: (4- )მაპატიე, ციფრი წამეშალა, მეწერა:ჩემი შეფასება 2+3= პატივისცემით:
4. ავტორი: ჭა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: რადგან მეტის უფლებას არ მაძლევს "სტატუსი"... +++ ავტორი: ჭა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: რადგან მეტის უფლებას არ მაძლევს "სტატუსი"... +++
3. კარგია! საოცარი ხედვის უნარი გაქვს. მეათასედ ვამბობ უკვე. კარგია! საოცარი ხედვის უნარი გაქვს. მეათასედ ვამბობ უკვე.
2. თოლია...:-* თოლია...:-*
1. როგორ გვანან (ვგავართ) დედები ერთმანეთს.
"შვილის დარდი ჩაედო თითქოს კალთაში" ...:*
როგორ გვანან (ვგავართ) დედები ერთმანეთს.
"შვილის დარდი ჩაედო თითქოს კალთაში" ...:*
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|