ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტ ა ტ ო
ჟანრი: პოეზია
2 დეკემბერი, 2013


ნინის :

შენ პატარა ხარ,  ვერ ხვდები ჯერაც,
რა მოლოდინით გელის მშობლები,
დაბადების დროს ტირილის ბგერას
აიტაცებენ მახარობლები -

ჩუმი ძახილით: „გოგოა, გოგო!!“
მერე კი იგრძნობ სიყვარულს დედის,
ალბათ მიხვდები გვახარებ  როგორ,
რომ საჩუქარი ყოფილხარ ბედის.

მიხვდები მერე ყველაფერს თვითონ,
რომ არ გერქმევა უკვე პატარა,
შენ, შენი და-ძმა დედიკომ თითოდ,
ცხრა თვის მანზილზე  როგორ გატარათ.

როგორ გვიქციე ცხოვრება ზღაპრად,
როგორ დაგვქონდა შენზე ფიქრები,
გაიზრდები და გახსოვდეს მარად,
რომ შენ ჩვენს  გულში მუდამ იქნები.

28.11.2013
ტ.წაქაძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები