ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბონვივანი
ჟანრი: პოეზია
9 დეკემბერი, 2013


ვიზიონი

ბუხტა მარენგო,
შტილი, მზე, გრანიტა და კალვადოსი,
მე და შენ ორნი, მხოლოდ ორნი, როგორც ერთი-მონოლითი, გრავიტაცია!
( ჩვენი ბუნგალო-ჭრელი ფერის ფარდაგები, ბისერები, ბუდუარები...)
მეალერსება ცივი ბაროლო, მეფერება შიშველ კანზე წამწამთ ვუალი-აბსტრაქცია.....

ორნი ველბოტში,
გაუთავებლად, ისევ, ისევ-მინდა გეფერო,
ჩაგიხსნა ბასკა, დავეკონო შენს მკვრივ სხეულს-როგორც გიჟი, შლეგი, შმაგი ავაზა,
(დავამსხვრიო მოვეტონი, ამპლიტუდები-მივცე ვნებებს  ვაკხანალია....)
გავფრინდე სადაც არც საზღვრებია,  როგორც თეთრი რეტი-გავაზი....

.................................................................................................................................................

ბუხტა მარენგო.....შტილი, მზე, გრანიტა-ორნი ველბოტში.....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები