 | ავტორი: ბარნი ჟანრი: პოეზია 25 დეკემბერი, 2013 |
ღამით განათებულ ქალაქს გადავხედავ, შუქი არეკლილი ცაში ვარსკვლავებად, უკვე მერამდენე ფურცელს გადავხევ და.. კვლავ გასრიალდება ხელი ნაკვალევად.
კარებს გავაღებ და გავალ აივანზე, როგორ მოხდომია თბილისს დაღამება, ვიღაც გადმომდგარა აგერ, აი ბანზე, ჩუმად თავისათვის გულში ღაღადებდა.
-ღმერთო, მადლობა რომ მე ვარ თბილისელი, მადლობ ქართველ კაცის ქუდი დამახურე... მადლობ სიცივეში ნაცვლად თბილი სელის მთიდან ცხვრის ნაბადი რომ შემომახურე...
ალბათ იმქვეყნიდან ჩუმად ჩამოსული მუზა მიმღერებს და დავწერ ათას ლექსსაც, ღამით გამოსული შევხვდე მარტოსული ალგეთს დაბადებულ, გაზრდილ ათას ლეკვსაც.
ერთ დროს უიმედო იმედს დავუბრუნდი ცისკარიც გამოჩნდა წითლად, მოელვარედ, გუშინ -უი, მეო-,-ისე დავუძლურდით დღეს კი დაფასდება, რაც კი სისხლი ვღვარეთ.
დღისით განათებულ ქალაქს გადავხედავ, ქუჩებს გადაჭედილს ათას მანქანებით, თბილისს სიყვარულით ხელსაც გადავხვევ და.. ტურფას, გადარჩენილს ათას მანქანებით.
კარებს გავაღებ და მაღლა ავფრინდები, დილის სხივის ნახვით გულსაც გავახარებ, ახდენილ ოცნებას, როცა გავბრწყინდებით ავალ მთაწმინდაზე... ილიას ვახარებ. 30.10.13
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. "ღამით განათებულ ქალაქს გადავხედავ, შუქი არეკლილი ცაში ვარსკვლავებად, უკვე მერამდენე ფურცელს გადავხევ და.. კვლავ გასრიალდება ხელი ნაკვალევად."
კარგია "ღამით განათებულ ქალაქს გადავხედავ, შუქი არეკლილი ცაში ვარსკვლავებად, უკვე მერამდენე ფურცელს გადავხევ და.. კვლავ გასრიალდება ხელი ნაკვალევად."
კარგია
8. ავტორი: ბარნი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2
25 დეკემბერი, 2013
ავტორი: ბარნი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2
25 დეკემბერი, 2013
7. ავტორი: ბარნი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 4
25 დეკემბერი, 2013
ავტორი: ბარნი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 4
25 დეკემბერი, 2013
6. მადლობა ოთარ მადლობა ოთარ
4. თბილისი უბრალო ქალაქი არაა. საქართველოს გულია. წარმოუდგენელია ჩვენი ქვეყანა უთბილისოდ თბილისი უბრალო ქალაქი არაა. საქართველოს გულია. წარმოუდგენელია ჩვენი ქვეყანა უთბილისოდ
3. კარგია თბილისელობა., თუმცა ყველას თავისი ქალაქი უყვარს2++ კარგია თბილისელობა., თუმცა ყველას თავისი ქალაქი უყვარს2++
2. კარგი თბილისელობა., თუმცა ყველას თავისი ქალაქი უყვარს2++ კარგი თბილისელობა., თუმცა ყველას თავისი ქალაქი უყვარს2++
1. კეთილი ყოფილიყოს ჩემი ფეხი სრულიად საქართველოს ურაკ სამყაროში. წინასწარ მადლობა ყველას ვინც დამაფასებთ და გადაიკითხავთ. კეთილი ყოფილიყოს ჩემი ფეხი სრულიად საქართველოს ურაკ სამყაროში. წინასწარ მადლობა ყველას ვინც დამაფასებთ და გადაიკითხავთ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|