ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰარირამა
ჟანრი: პოეზია
3 იანვარი, 2014


როცა (ძველი. მომინდა ახლიდან დადება)

როცა ჭეშმარიტებას, შეყენებულ იარაღში,ტყვიის სახე აქვს ,
როცა დრო იზომება, ჩახმახზე ხელის დაჭერით,
როცა მანძილი შენამდე, საფეთქლამდე ტყვიის გზას უდრის.
როცა,უკვე  ნათქვამ ყველა სიმართლეს, ყავლი გასვლია,
როცა სიგრილე  ლულის ,გახურებულ ტვინს სიამოვნებს.
როცა იქ უფრო ბევრნი არიან.  როცა აქ ნაკლებნი დარჩნენ.
როცა დაღლილი ჭიშკართან დგახარ.
როცა  ხელით ურდულს მოსინჯავ ,
როცა მიხვდი,  რომ დაბრუნებულხარ,
მამა--დაიძახე და კარი  შეაღე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები