 | ავტორი: შენი ლუ ჟანრი: საბავშვო 7 იანვარი, 2014 |
შვიდი იანვრის ღამე დგებოდა და მსოფლიოს მრავალ ქალაქსა თუ სოფელში მოუთმენლად ელოდნენ თეთრწვერა მოხუცის გამოჩენას, რომელსაც წითელცხვირა ირმებზე შებმული მარხილი დააქროლებდა ღრუბლიდან ღრუბელზე. დიდებს ძველებურად არ სჯეროდათ სანტა კლაუსის, პატარების ნაწილი კი ფართოდ გახელილი თვალებით უყურებდნენ ცას, ხან ბუხართან იდგნენ და სანტას მოლოდინში მათ თვალებს ძილი ერეოდათ. თორმეტი საათი გახდა. პატარებმა მიიღეს მშობლების ნაყიდი საჩუქრები და ყველამ ფარდა ჩამოაფარა ფანჯარას, ისინი ხომ სანტას კი არა საჩუქრებს ელოდნენ. ნელ-ნელა კეთილი სანტასთვის განკუთვნილი რძე და საშობაო ორცხობილებიც გაქრნენ მაგიდებიდან. ერთ სოფელში, ფიფქებით მორთულ ფანჯარაში ისევ გამოდიოდა სინათლე და მკრთალად ჩანდა გოგონას სილუეტი, რომელიც სკამზე მუხლებით იდგა და მოუთმენლად ელოდა სანტას. ორი წელია აღარ მიუღია საჩუქარი. ეზოში ბავშვებმა უთხრეს, ადრე იმიტომ ღებულობდი საჩუქრებს, რომ შენი მშობლები გყიდულობდნენ. აბა რა გეგონა სანტას მოჰქონდაო? ატირებული მშობლების სასაფლაოზე გაიქცა და გვიანობამდე არ მისულა სახლში. მერე მოხუცი ბებო გაახსენდა და საჩქაროდ მოკურცხლა სახლისკენ. -დაიძინე ბებია.. გვიანია უკვე რაღას უცდი? -მიეფერა ბებია და გამხდარი თითებით შუბლიდან თმა გადაუყარა. ასე უფრო გიხდებაო. გოგონამ წითელცხვირა ირმებიანი საღამური ჩაიცვა და დაწვა, რომ დაინახა ბებიამ შუქი ჩააქრო წამოდგა და მთვარის შუქზე წერილის წერა დაიწყო.
"ჩემო ფუმფულა სანტა, შობას გილოცავ. მე შენ დიდხანს გელოდე და არ მოხვედი. ალბათ ვეღარ მოიცალე ან ლაპლანდიაში ისეთი დიდი თოვლი მოვიდა, რომ ვერ წამოხვედი. ჩვენსკენაც იცის ეგეთი თოვლი. თუ შენ ვერ მოხვალ ელფები მაინც გამოუშვი, რომ ორცხობილები წამოგიღონ, შენთვის გამოვაცხე. სანტა, ერთი თხოვნა მაქვს მინდა ჩემმა ბებიამ დიდხანს იცოცხლოს, ხომ შემისრულებ? სათამაშოები არ მინდა, მაქვს. თან უკვე 10წლის ვარ, გავიზარდე. ახლა უნდა დავწვე. ბებო ინერვიულებს, რომ ნახოს არ მძინავას. გკოცნი ფუმფულა სანტა კლაუს."
წერილი ორცხობილებთან დადო და მთელი ღამე მრავალ საშობაო სიზმარს უმასპინძლა. დილით აღარაფერი დახვდა მაგიდაზე. ბებიასთან მიირბინა და მაგრად მოეხვია კალთებზე. -ბებიას ოქრო, იმ ღამე სად მოასწარი ამდენი ორცხობილის ჭამა? შეგარგოს ღმერთმა. -მოვასწარი ბებია, მოვასწარი. -გაეღიმა გოგონას და მოხუცის ხელს მიეფერა. რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ.. გოგონა კვლავ გემრიელად შეექცევა ბებიის გამომცხვარ ორცხობილებს და თითქოს სიკვდილისთვის სახლის ყველა დარაბა დახურულია.
შობას გილოცავთ
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
32. თბილი ზღაპარი.:) თბილი ზღაპარი.:)
31. აქ გვიან შემოვედი, შობას გილოცავ!
აქ გვიან შემოვედი, შობას გილოცავ!
30. მადლობა, მადლობა და ათასგზის მადლობა.. ერთი თბილი სიტყვისთვის, მოკითხვისთვის, შექებისთვის, ღიმილისთვის..^_^ ყველაფრისთვის.. ნინასაც და სხვებსაც=* მადლობა, მადლობა და ათასგზის მადლობა.. ერთი თბილი სიტყვისთვის, მოკითხვისთვის, შექებისთვის, ღიმილისთვის..^_^ ყველაფრისთვის.. ნინასაც და სხვებსაც=*
29.
ნამცეცა ხარ შენ, ოქროს ნამცეცა. )
ნამცეცა ხარ შენ, ოქროს ნამცეცა. )
28. რამდენსაც მაქებთ იმის მეათედიც არ ვარ) მაგრამ მადლობის მეტი რა მეთქმის სიყვარულისთვის=* რამდენსაც მაქებთ იმის მეათედიც არ ვარ) მაგრამ მადლობის მეტი რა მეთქმის სიყვარულისთვის=*
27. ჩემი ნიჭიერი გოგო ხარ შენ, ჩემო ლუ :) ჩემი ნიჭიერი გოგო ხარ შენ, ჩემო ლუ :)
26. ტროა, მადლობა.. არტე =* ტროა, მადლობა.. არტე =*
25. ლუ---გილოცავ და მოგიკითხე:* ლუ---გილოცავ და მოგიკითხე:*
24. თავფურცელს გილოცავ ჩვენო ლუ, რატომღაც ძალიან კეთილი მგონიხარ.
თავფურცელს გილოცავ ჩვენო ლუ, რატომღაც ძალიან კეთილი მგონიხარ.
23. მრავალ კარგ დღეებს.. ბედნიერები მენახეთ სულ <3 მრავალ კარგ დღეებს.. ბედნიერები მენახეთ სულ <3
22. იხარეთ ლუ ++ იხარეთ ლუ ++
21. ძალიან კარგია!!!!! "სანტა, ერთი თხოვნა მაქვს მინდა ჩემმა ბებიამ დიდხანს იცოცხლოს, ხომ შემისრულებ? სათამაშოები არ მინდა, მაქვს."
" რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ.. გოგონა კვლავ გემრიელად შეექცევა ბებიის გამომცხვარ ორცხობილებს და თითქოს სიკვდილისთვის სახლის ყველა დარაბა დახურულია."
იხარეთ ავტორო!+++++ ძალიან კარგია!!!!! "სანტა, ერთი თხოვნა მაქვს მინდა ჩემმა ბებიამ დიდხანს იცოცხლოს, ხომ შემისრულებ? სათამაშოები არ მინდა, მაქვს."
" რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ.. გოგონა კვლავ გემრიელად შეექცევა ბებიის გამომცხვარ ორცხობილებს და თითქოს სიკვდილისთვის სახლის ყველა დარაბა დახურულია."
იხარეთ ავტორო!+++++
20. მადლობა კარგო თეო) მადლობა კარგო თეო)
19. რა კარგია ლუ. როგორი მგრძნობიარე ზღაპარია ყოჩაღ:) ჩემი პირველი 5 :) რა კარგია ლუ. როგორი მგრძნობიარე ზღაპარია ყოჩაღ:) ჩემი პირველი 5 :)
18. დავით... შეძახილმა ხე გაახმოო და ჩემზე რომ არაფერი ჭრის?= )) მოკითხვა და მადლობე ყველას*) დავით... შეძახილმა ხე გაახმოო და ჩემზე რომ არაფერი ჭრის?= )) მოკითხვა და მადლობე ყველას*)
17. Baaaro lu... Momewona.. Waarmatebebii Baaaro lu... Momewona.. Waarmatebebii
16. კიდევ ერთხე, ძალიან მაგარია, ემოციის გეიზერია :))
(ნუ ზარმაცობ! :)) )
კიდევ ერთხე, ძალიან მაგარია, ემოციის გეიზერია :))
(ნუ ზარმაცობ! :)) )
15. :) მრავალს!!! ++ :) მრავალს!!! ++
12. მომეწონა +5 მომეწონა +5
11. არტე, აგსრულებოდეთ ეგ ლამაზი ნატვრა.;* ნინა, ჩემო ნეფერტარ და ყველაზე თბილო ადამიანო:* ერთ სიცოცხლედ მიღირს ხოლმე თქვენი სითბო და ეს ლამაზი სიტყვები. მახარებთ, მაბედნიერებთ და მავსებთ. აბა მეტი რა უნდა ლუს ნამცეცა გულს?) გკოცნით და მადლობა ამ კომენტარისთვის:* არტე, აგსრულებოდეთ ეგ ლამაზი ნატვრა.;* ნინა, ჩემო ნეფერტარ და ყველაზე თბილო ადამიანო:* ერთ სიცოცხლედ მიღირს ხოლმე თქვენი სითბო და ეს ლამაზი სიტყვები. მახარებთ, მაბედნიერებთ და მავსებთ. აბა მეტი რა უნდა ლუს ნამცეცა გულს?) გკოცნით და მადლობა ამ კომენტარისთვის:*
10. ანგელოზივით კეთილო ლუ... :) ბაშვობაში ზუსტთად ისეთებს ვხედავდი ანგელოზებს სიზმარში როგორც შენ ხარ. რა ვიცოდი ამდენი წლის შემდეგ თუ ვნახავდი ცხადში და რეალობაში. ამიხდა პატარაობის ოცნებები და ზუსტად ისევე მიხარია, როგორც მაშინ გამეხარდებოდა. :) 5. ანგელოზივით კეთილო ლუ... :) ბაშვობაში ზუსტთად ისეთებს ვხედავდი ანგელოზებს სიზმარში როგორც შენ ხარ. რა ვიცოდი ამდენი წლის შემდეგ თუ ვნახავდი ცხადში და რეალობაში. ამიხდა პატარაობის ოცნებები და ზუსტად ისევე მიხარია, როგორც მაშინ გამეხარდებოდა. :) 5.
9. ლუ 'აცრემლიანდა არტეც!ყველა პატარას, განსაკუთრებით ობლებს, მიუსაფარ,გაჭირვებულ, სოც დაუცველ, უნარშეზღუდულ პატარებს მრავალი ახალი წელი ვუსურვოთ ., თოვლის ბაბუა იქნება თუ სანტა,ყველა სურვილი აუსრულდეთ.!!!!!! + ++++ ლუ `აცრემლიანდა არტეც!ყველა პატარას, განსაკუთრებით ობლებს, მიუსაფარ,გაჭირვებულ, სოც დაუცველ, უნარშეზღუდულ პატარებს მრავალი ახალი წელი ვუსურვოთ ., თოვლის ბაბუა იქნება თუ სანტა,ყველა სურვილი აუსრულდეთ.!!!!!! + ++++
8. გამოქვეყნებამდე მინდოდა წაგეკითხა და ვერსად გნახე=) მამ :* მადლობა ანის) გამოქვეყნებამდე მინდოდა წაგეკითხა და ვერსად გნახე=) მამ :* მადლობა ანის)
7. :) +5 მომეწონა ელენე :-* ძალიან მგრძნობიარე ნაწერია :) :) +5 მომეწონა ელენე :-* ძალიან მგრძნობიარე ნაწერია :)
6. ძალიან მაგარი იყო !!!! ძალიან მაგარი იყო !!!!
5. : * მადლობა ტკბილებო და ლამაზებო : * მრავალ შობას <3 : * მადლობა ტკბილებო და ლამაზებო : * მრავალ შობას <3
4. მეც გილოცავ კიდე ერთხელ და ლუ რა ნიჭიერი ხარ.მომეწონა ძალიან და ჩემს საყვარელ ხასიათზე დამაყენა...
++ ჩემგან<3 მეც გილოცავ კიდე ერთხელ და ლუ რა ნიჭიერი ხარ.მომეწონა ძალიან და ჩემს საყვარელ ხასიათზე დამაყენა...
++ ჩემგან<3
3. კარგი გოგო ხარ, ლუ! :) კარგი გოგო ხარ, ლუ! :)
2. უცრემლო ქვაც კი არ არის მარიამ.. შენნაირი სულ-თბილები მითუმეტეს*) მრავალ შობას.. უცრემლო ქვაც კი არ არის მარიამ.. შენნაირი სულ-თბილები მითუმეტეს*) მრავალ შობას..
1. ამატირე ახლა :((( რას მერჩოდი ? გილოცავ შობას! ამატირე ახლა :((( რას მერჩოდი ? გილოცავ შობას!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|