 | ავტორი: ტენდი ჟანრი: პროზა 6 თებერვალი, 2014 |
არასდროს დაუწყევლია სონას ჭიმია, თავისი გაზრდილი იყო. არც თავი მოუკლავს სამი მკვდარის ერთ დღეს დამმარხავს.- „საფლავებს მოვლა უნდა, საძაღლ-ღორედ ვერ დავტოვებო“. კახეთში თითქმის ყველას აქვს ზედმეტი სახელები. ჭიმიასაც სოფელმა დაარქვა ჭიმია. ტანდაბალი და ჩია კაცი იყო, სულ გაჭიმული დადიოტა, თან ისეთი სუფთა იყო, თავსხმა წვიმაშიც რაიონის ცენტრიდან სახლამდე ფეხით ისე ჩამოვიდოდა, გაპრიალებულ „აზიაცკებზე“ ერთი წვეთ ლაფს არ მიისხამდა. ცოლი იმის შემდეგ მოიყვანა, ნინელა რო არჩილას გამოჰყვა - ერთი-ორი თვის შემდეგ. ეს ომის დაყებამდე ექვსი-შვიდი წლით ადრე იყო. ბედად არჩილას შვილი არ ჰყავდა და ჭიმიას უკვე ორი ბიჭი ეზრდებოდა. „ამითი მაინცა ვჯობივარო“. მკვდარი დადიოდა ჭიმიას დედა. ხალხისთვის თვალებში შეხედვისა სცხვენოდა. მაინც უნდოდა შვილი რაღაცით გაემართლებინა „რა ქნას, მთავრობამ დაავალა ეგრეო“. „მა, ის მთავრობა, მთავრობაა, კაცის მოკვლას რო დაავალებს ვინმეს“-ხალხს უკვირდა, მაგრამ ამას ჩუმად ამბობდნენ, ერთიმეორეში. ხმამაღლა თქმას ვინ გაბედავდა?! მეორე შვილიცა ჰყავდა მარიამს, მადლობა ღმერთს, ჭიმიას არა ჰგავდა არც ხასიეთით, არც ტან-ფეხით. მაღალი იყო ვასილა. კარგი ჯანი ჰქონდა. ჭიდაობაშიც თავის ტოლებში ყველასა სჯობდა და სიკეთის ქნაშიც, მიხმარებაშიც. უყვარდა სოფელს ვასილა, მაგრამ ჭიმიას გულისთვის მაინც ერიდებოდნენ: - „რა იცი, ეშმაკს არა სძინავსო!“. მძინარას ცოლმა წისქვილში საირულს მოუხშირა და რაღაცა, ბედნიერების ღიმილი დასთამაშებსო სახეზე. ნამდვილად ბიჭი გამოიქცა ომიდან და წისქვილში იმალება. მძინარაც უნახავთ საღამოთი, შებინდებულზე, წისქვილში მიმავალი. მძინარაანთ ბიჭი ომიდან გამოქცეულა, ვიღაცა თავისი ტოლი რუსი ბიჭიც წამოუყვანია და წისქვილში იმალებაო, მილიციაში ამბავი შევიდა. ჭიმიას დაავალეს იმათი აყვანა. ბინდ-ბუნდზე დაადგათ ჭიმია. ეტყობა, ღამე თვალი არ მოეხუჭნათ, მძინარას ბიჭიც, რუსიცა და მეწისქვილეც სუფრასთან ისხდნენ და პურსა სჭამდნენ. იმის დანახვაზე სამივეს მიწის ფერი დაედო სახეზე. ჯიბეში ხელი ჩაიყო და რევოლვერი ჩაბღუჯა. სათითაოდ მოათვალიერა. ბიჭებს საულვაშეზე ჯერ ისევ ღინღლი ჰქონდათ.წინ გადაუდგა არჩილა. „არ ესროლო, ბიჯო, ბავშვები არიან, ომისა შეეშინდათ!“ გაიყინა ჭიმია. ნამდვილი არჩილა იდგა იმის წინ. ისევ ისეთი არჩილა, როგორიც ბოლოს ნახა საბძელში. „არ გახსომს, სკოლიდან მომავალს დააგდებინეს ჩანთა და „ბორტავოით“ პირდაპირ ომში გააგდეს. დედასაც კი არ აჩვენეს...არ ესროლო...ცოდოები არიან!“ თვალებს ახამხამებდა ჭიმია. იცოდა არჩილა მოჩვენება იყო, მაგრამ ისეთი ნამდვილი იდგა ჭიმიას წინ, შეეშინდა. თითები მიეყინა რევოვლვერზე. „ჩემი სიცოცხლე არ გეყო?! ამ ბავშვებს თავი დაანებე, ვითომ არ გინახამს!“ - ისევ არჩილა ეუბნება. ჯიბიდანვე ესროლა არჩილას. ბიჭებსაც. მეწისქვილეს, ეტყობა, თოფის აღება უნდოდა, ისიც ზედ დააკლა. არც ერთისთვის არ აუცდენია-სამივე კი მოკლა, მაგრამ არჩილა ისევ ფეხზე იდგა: „მაშ, შენ კაცი ხარ?! შენნაირი კაცის!..“ კიდევ ესროლა ჭიმიამ და გამობრუნდა. აკანკალებდა. არ დაუნახავს მკვდრები, მარტო ის დაინახა, როგორ შეტორტმანდნენ სათითაოდ. როგორ დაეცნენ, აღარ შეუმჩნევია, - არჩილა ედგა თვალწინ. დედასა ჰგავდა ისიც. თვალებში იცოდა ყურება. ჰზარავდა იმისი თვალები. სახლში მისვლამდე ჯიბე ჩამოიხია, ტყვიისაგან გახვრეტილი რო არ ენახათ. მისვლისას გამოიცვალა და ფეჩში შეუძახა. მოსვენება ისედაც არა ჰქონდა და ეხლა ხო თითქმის გიჟს დაემსგავსა. უფრო ხშირად ესიზმრებოდა არჩილა. მანამდე თუ მარტო სიბნელეში გრძნობდა არჩილას, ეხლა დღისითაც დაჰყვებოდა უკან. ამის შემდეგ ვისზედაც კი თქვეს, გამოიქცაო, ვერც ერთი ვეღარ ნახა ჭიმიამ. თითქოს ქრებოდნენ. აი, ზუსტად იცოდა, ვინ სად იყო დამალული, - მიდიოდა და არავინ ხვდებოდა. იცოდა, ვისი საქმეც იქნებოდა ეგ. ყველაფერი იმის შემდეგ ხდებოდა, როგორც იფიქრა, რაც არტაშა ომიდან დაბრუნდა და მილიციაში დაიწყო მუშაობა. რამდენჯერმე დაიჭრა არტაშა და ბოლოს დააბრუნეს სახლში. ომამდე მხატვრობდა. „თფუჰ! კაცი რო მხატვარი იქნება!“ მიხვდა ჭიმია, არტაშა აფრთხილებდა ყველას წინასწარ გამოქცეული გადაემალათ. . სდარაჯობდა არტაშას, მაგრამ ვერ წაასწრო. გეგონება უჩინმაჩინის ქუდი ეხურა, არსად გადაყრია საეჭვოდ. ეს დაბალი, ჩია კაცი შიშის ზარს სცემდა რაიონს.ხანდახან ერთი-ორი დღით ქრებოდა ჭიმია. ამ დროს ხან ვის ნახულობდნენ მოკლულს და ხან ვის. ერთი ცხვარში ნახეს მკვდარი თავისივე თოფით, ერთი ტყეში შესაზე წასული, ხრამში გადავარდნილი იპოვეს. ჭიმიას ხელს ვერავინ ადებდა, დამამტკიცებელი არაფერი ჰქონდათ. ეგ კი იყო, ყველა შემთხვევის დროს ჭიმია სახლში არ იყო. ერთხელ კი თვითონ არტაშა დაადგა თავზე. ვენახში იყო ჭიმია, სხლამდა. არტაშა ისე წამოეპარა, კატასავით, არაფერი გაუგია. -ვიცი, რო უკან დამდევ. - არტაშამ - თავი დამანებე. იმ ხალხსაც დაანებე თავი, ცოფიანი ძაღლივით რომ დასდევ უკან. შენ არ იცი, ომი რა არის. მიწას რომ ცეცხლი უკიდია და ნახევარი მეტრ სიღრმეზე დამწვარ-დანახშირებულია. ყუმბარები რო ცვივა და არ იცი, სად გაიქცე. ომი მალე დამთავრდება და ცოდვას ნუ დაიდებ, თორე სადაც წაგასწრებ, იქ ამოგართმევ სულს. ჭიმიამ ჯიბეში ჩაიყო ხელი. -ჯიბიდან ხელი ამოიღე! ვიდრე გასროლას მოასწრებ სულს გაგაფრთხობინებ. შენ მე ის ღინღლიანი ბიჭები არ გეგონო!-გაბრუნდა არტაშა და წავიდა. უყურებდა არტაშას ზურგს და სროლა ვერ გაბედა. ვენახი კი იმ წელს სხვას გაასხვლევინა.
მოიკუნტა დარდისაგან ჭიმიას დედა. ამბობდნენ ახალგაზრდობაში ძალიან ლამაზი ქალი იყოვო. დაბეჩავდა. დაპატარავდა. რძალს თუ ეტყოდა ორ სიტყვას. სულ ჩუმად იყო. არჩილას სიკვდილის შემდეგ ქალი რადმა გაანახევრა. სხვის გასაგონად კი ამბობდა, ეგეთი სამუშაო აქვსო ჩემს შვილს, მაგრამ თითონ ხო იცოდა, რაცა ჰყავდა. სონას არასდროს გადაჰყრია. ერიდებოდა. სახლიდან გასვლასაც უკლო. მერე კი საერთოდ აკრძალა გასვლა. სამძიმრებზედაც აღარ დადიოდა. არა და განათლებული ქალი იყო, იმისი დატირებული მკვდარი, საიქიოს ცხონდებაო. ამბობდნენ. გულში სულ არჩილას დასტიროდა, სონას სულ პატიებასა სთხოვდა. თავის შვილიშვილებს უყურებდა და წარმოიდგენდა, ვინმეს რო იმათთვის ესროლა. შიშისაგან მუხლები უმტყუნებდა ხოლმე ამას რო წარმოიდგენდა.
(გაგრძელება იქნება)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
25. აა! გასაგებია :))))))))) აა! გასაგებია :)))))))))
24. და ვის ჰქვია მანდ მთავარი გმირის სახელი?! :) და ვის ჰქვია მანდ მთავარი გმირის სახელი?! :)
23. არ მიყვარს როდესაც ნაწარმოებს მთავარი გმირის ან რომელიმე სხვა მოქმედი გმირის სახელი ჰქვია. არაფრის მთქმრლია საერთოდ. გამონაკლისია "ჰარი პოტერი" და ანა კარენინა არ მიყვარს როდესაც ნაწარმოებს მთავარი გმირის ან რომელიმე სხვა მოქმედი გმირის სახელი ჰქვია. არაფრის მთქმრლია საერთოდ. გამონაკლისია "ჰარი პოტერი" და ანა კარენინა
22. პირველი ნაწილის შემდეგ მეორე ლოგიკურად გაგრძელდა არ ვიცი ეს ნაკლია თუ ღირსება ან ნაწარმოებისნშემთხვევაში. დედასავით რომ პირდაპირ თვალებში ყურება იცოდა არჩლან ეგ მომეწონა, ახლა ვერ შევძლებ ავღწერო ასე რატომ მომწონს ეს სიუჟეტი, სხვა დროს შევეცდები. მიმაჩნია თვალებში ცქერის ჩვევა ხდის ნაწერს ძალიან მართალსა და ლამაზს )))
პირველი ნაწილის შემდეგ მეორე ლოგიკურად გაგრძელდა არ ვიცი ეს ნაკლია თუ ღირსება ან ნაწარმოებისნშემთხვევაში. დედასავით რომ პირდაპირ თვალებში ყურება იცოდა არჩლან ეგ მომეწონა, ახლა ვერ შევძლებ ავღწერო ასე რატომ მომწონს ეს სიუჟეტი, სხვა დროს შევეცდები. მიმაჩნია თვალებში ცქერის ჩვევა ხდის ნაწერს ძალიან მართალსა და ლამაზს )))
20. ავტორი: ტენდი ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5 ავტორი: ტენდი ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
19. დადიოტა<<<<< დადიოდა სცხვენოდა??? სხლამდა<<< სხლავდა რადმა<<< დარდმა დადიოტა<<<<< დადიოდა სცხვენოდა??? სხლამდა<<< სხლავდა რადმა<<< დარდმა
18. კარგია. ძალიან კარგია. ძალიან
17. კრავაი :* :* მადლობა! :) კრავაი :* :* მადლობა! :)
16. რა კარგი ხართ , ციცი ქალბატონო! რა კარგი ხართ , ციცი ქალბატონო!
15. ძალიან კარგია :) ძალიან კარგია :)
14. ძალიან კარგი, დაველოდები.:) მშვენივრად ყვებით. ძალიან კარგი, დაველოდები.:) მშვენივრად ყვებით.
13. დღეს იქნება, ზღაპრადმოსულო :) დღეს იქნება, ზღაპრადმოსულო :)
12. პატარა თავი იყო. როდის იქნება გაგრძელება? პატარა თავი იყო. როდის იქნება გაგრძელება?
11. "ჯიბიდანვე ესროლა არჩილას." როგორ ოსტატურად მოაქვს ჩვენამდე ავტორს ჭიმიას სიმხდალე. კი არ ჩამოგიჯდება და დაწვრილებით კი არ დაგიხასიათებს გმირს, მისი ნამოქმედარით ახერხებს ამას. ომის მეორე მხარეც მტკივა აქ, "ღინღლიანი" ბიჭების სახით. და "დეზერტირობა" სირცხვილი რომ არაა! უბრალოდ, ჭიმიას დედის განათლებულობა და დატირების ოსტატობის ერთმანეთთან დაკავშირება გამიჭირდა. ველოდები გაგრძელებას. "ჯიბიდანვე ესროლა არჩილას." როგორ ოსტატურად მოაქვს ჩვენამდე ავტორს ჭიმიას სიმხდალე. კი არ ჩამოგიჯდება და დაწვრილებით კი არ დაგიხასიათებს გმირს, მისი ნამოქმედარით ახერხებს ამას. ომის მეორე მხარეც მტკივა აქ, "ღინღლიანი" ბიჭების სახით. და "დეზერტირობა" სირცხვილი რომ არაა! უბრალოდ, ჭიმიას დედის განათლებულობა და დატირების ოსტატობის ერთმანეთთან დაკავშირება გამიჭირდა. ველოდები გაგრძელებას.
10. მეც მეცოტავა:)არა რა, ჭიმია--ეს ალბად ადამიანის ასეთი ჯიშია,(არანაკლებად ჩემთვისაც ცნობილი)რომლებიც ასეთები იბადებიან,უბრალოდ ახერხებენ და ინიღბებიან.სინამდვილეში კი უვარგისები და არაადამინნი არიან.არა,ადამიანი არ იცვლება,უბრალოდ მჟღავნდება დროთა განმავლობაში.ეს იყო ჭიმიას ბოლო სტადია----მთელი თავისი სიბინძურე ამოეხეთქა.მერე?მერე მოსვენებას კარგადვენ!ბუმერანგივით უბრუნდებათ თავისივე ნაგავი და ყელამდე,რომ ამოეფლობიან,საკუთარ ნაგავშივე იხჩობიან!
მოსვენება ისედაც არა ჰქონდა და ეხლა ხო თითქმის გიჟს დაემსგავსა. უფრო ხშირად ესიზმრებოდა არჩილა. მანამდე თუ მარტო სიბნელეში გრძნობდა არჩილას, ეხლა დღისითაც დაჰყვებოდა უკან.
ველოდები გაგრძელებას! 5++++ პატივისცემით არტემიდა:) მეც მეცოტავა:)არა რა, ჭიმია--ეს ალბად ადამიანის ასეთი ჯიშია,(არანაკლებად ჩემთვისაც ცნობილი)რომლებიც ასეთები იბადებიან,უბრალოდ ახერხებენ და ინიღბებიან.სინამდვილეში კი უვარგისები და არაადამინნი არიან.არა,ადამიანი არ იცვლება,უბრალოდ მჟღავნდება დროთა განმავლობაში.ეს იყო ჭიმიას ბოლო სტადია----მთელი თავისი სიბინძურე ამოეხეთქა.მერე?მერე მოსვენებას კარგადვენ!ბუმერანგივით უბრუნდებათ თავისივე ნაგავი და ყელამდე,რომ ამოეფლობიან,საკუთარ ნაგავშივე იხჩობიან!
მოსვენება ისედაც არა ჰქონდა და ეხლა ხო თითქმის გიჟს დაემსგავსა. უფრო ხშირად ესიზმრებოდა არჩილა. მანამდე თუ მარტო სიბნელეში გრძნობდა არჩილას, ეხლა დღისითაც დაჰყვებოდა უკან.
ველოდები გაგრძელებას! 5++++ პატივისცემით არტემიდა:)
9. წავიკითხე, მაგრამ მართლა მეცოტავა, ერთი ამდენი უნდა განათავსო, ველოდები გაგრძელებას. წავიკითხე, მაგრამ მართლა მეცოტავა, ერთი ამდენი უნდა განათავსო, ველოდები გაგრძელებას.
8.
"ვენახი კი იმ წელს სხვას გაასხვლევინა."- თითქოსდა უმნიშვნელო დეტალია და რამდენს ამბობს.
მთელი გულით ვეძებე საშენიშვნო რამ და აჰააა, ვიპოვე- "სხლამდა" :)
ამას რო ჭიმია ან სხვა მოქმედი პირი ამბობდეს, კი ბატონო, მაგრამ ავტორმა "სხლავდა" უნდა სთქვაას, მააშ! :)
მიყვარს ასეთი კლასიკურ-ქართული მოთხრობები.
"ვენახი კი იმ წელს სხვას გაასხვლევინა."- თითქოსდა უმნიშვნელო დეტალია და რამდენს ამბობს.
მთელი გულით ვეძებე საშენიშვნო რამ და აჰააა, ვიპოვე- "სხლამდა" :)
ამას რო ჭიმია ან სხვა მოქმედი პირი ამბობდეს, კი ბატონო, მაგრამ ავტორმა "სხლავდა" უნდა სთქვაას, მააშ! :)
მიყვარს ასეთი კლასიკურ-ქართული მოთხრობები.
7. რა კარგია ასეთი კარგი პროზაიკოსები რომ ხართ ტენდი და ნეფერტარი. მიხარია რომ შესაძლებლობა მაქვს თქვენი ნამუშევრები ვიკითხო და ვისიამოვნო. გაიხარეთ 5++++ რა კარგია ასეთი კარგი პროზაიკოსები რომ ხართ ტენდი და ნეფერტარი. მიხარია რომ შესაძლებლობა მაქვს თქვენი ნამუშევრები ვიკითხო და ვისიამოვნო. გაიხარეთ 5++++
6. მაგარი. ამ საღამოს ასე არაფერი მეამებოდა. :) 5 ქულა. ძალიან მიყვარს ეს ავტორი. მაგარი. ამ საღამოს ასე არაფერი მეამებოდა. :) 5 ქულა. ძალიან მიყვარს ეს ავტორი.
5. ეს კომენტარი, ნათია პაპიძემ ფეისბუქზე გადმომიგზავნა და მთხოვა, აქ დამედო :) :)
"უჰ, აღარ ვიცი, მძულდეს თუ მებრალებოდეს ეგ ჭიმია რა.
"გადავყლაპე" ეს ნაწილიც და არ მეყო.
"შევძვერი" თხრობაში...არც მიკვირს ქ-ნო ციცი, თქვენთან ვკითხულობ და მიტომ..."
ნათია პაპიძე
ეს კიდევ ჩემგან ნათია პაპიძეს :* :* :* ეს კომენტარი, ნათია პაპიძემ ფეისბუქზე გადმომიგზავნა და მთხოვა, აქ დამედო :) :)
"უჰ, აღარ ვიცი, მძულდეს თუ მებრალებოდეს ეგ ჭიმია რა.
"გადავყლაპე" ეს ნაწილიც და არ მეყო.
"შევძვერი" თხრობაში...არც მიკვირს ქ-ნო ციცი, თქვენთან ვკითხულობ და მიტომ..."
ნათია პაპიძე
ეს კიდევ ჩემგან ნათია პაპიძეს :* :* :*
4. სუფთა იყო თუ სუფთა სიარული იცოდა?...
"სახლში მისვლამდე ჯიბე ჩამოიხია, ტყვიისაგან გახვრეტილი რო არ ენახათ. მისვლისას გამოიცვალა და ფეჩში შეუძახა"...რა შეუძახა ფეჩში , ჯიბე?...
" არჩილას სიკვდილის შემდეგ ქალი რადმა გაანახევრა"...-დარდმა ალბათ...
" სამძიმრებზედაც აღარ დადიოდა. არა და განათლებული ქალი იყო, იმისი დატირებული მკვდარი, საიქიოს ცხონდებაო. ამბობდნენ"... -დატირება და განათლება ვერ დავაკავშირე ერთმანეთთან...
და აი, კიდევ ზემოთ რომ გიწერია... კახეთში თითქმის ყველას აქვს ზედმეტი სახელებიო...ეგ წინადადება მეზედმეტა ...
ტენდი ძალიან მაგარი ხარ, მართლა ძალიან...ის ..მძინარას ბიჭის სცენა მაგარია... დანარჩენიც ...არტაშაც მაგრად მომეწონა...მოკლედ კარგია ძალიანო... 555
სუფთა იყო თუ სუფთა სიარული იცოდა?...
"სახლში მისვლამდე ჯიბე ჩამოიხია, ტყვიისაგან გახვრეტილი რო არ ენახათ. მისვლისას გამოიცვალა და ფეჩში შეუძახა"...რა შეუძახა ფეჩში , ჯიბე?...
" არჩილას სიკვდილის შემდეგ ქალი რადმა გაანახევრა"...-დარდმა ალბათ...
" სამძიმრებზედაც აღარ დადიოდა. არა და განათლებული ქალი იყო, იმისი დატირებული მკვდარი, საიქიოს ცხონდებაო. ამბობდნენ"... -დატირება და განათლება ვერ დავაკავშირე ერთმანეთთან...
და აი, კიდევ ზემოთ რომ გიწერია... კახეთში თითქმის ყველას აქვს ზედმეტი სახელებიო...ეგ წინადადება მეზედმეტა ...
ტენდი ძალიან მაგარი ხარ, მართლა ძალიან...ის ..მძინარას ბიჭის სცენა მაგარია... დანარჩენიც ...არტაშაც მაგრად მომეწონა...მოკლედ კარგია ძალიანო... 555
3. კორექტურები არის მაგრამ საინტერესო და კარგად ნაწერია
მთლიანობაში საინტერესოა როგორ გაგრძელდება ალბათ ასე მოკლე–მოკლედ არ უნდა იდებოდეს რაღაც მუღამი იკარგება
გაცილებით კარგი იქნებოდა, რომ მთლიანად დაგედოთ
გავიდეთ ბოლოში და ვნახოთ :) 5 კორექტურები არის მაგრამ საინტერესო და კარგად ნაწერია
მთლიანობაში საინტერესოა როგორ გაგრძელდება ალბათ ასე მოკლე–მოკლედ არ უნდა იდებოდეს რაღაც მუღამი იკარგება
გაცილებით კარგი იქნებოდა, რომ მთლიანად დაგედოთ
გავიდეთ ბოლოში და ვნახოთ :) 5
2. ღმერთმა დამიფაროს! კორექტურას არ ვგულისხმობდი. უბრალოდ, რამდენიმე ასოა ბეჭვდის დროს შეცვლილი. ეს არის და ეს. ღმერთმა დამიფაროს! კორექტურას არ ვგულისხმობდი. უბრალოდ, რამდენიმე ასოა ბეჭვდის დროს შეცვლილი. ეს არის და ეს.
1. რადგან შენიშვნა გნებავთ, ნაჩქარევი ნაბეჭდია, ასოებია არეული. ჭიმიას ჩაძაღლებაც არ იქნებოდა ურიგო, თუმცა ნაწარმოების შეფასების თვალსაზრისით, ეს არაფერს ცვლის. საინტერესოა. ++
რადგან შენიშვნა გნებავთ, ნაჩქარევი ნაბეჭდია, ასოებია არეული. ჭიმიას ჩაძაღლებაც არ იქნებოდა ურიგო, თუმცა ნაწარმოების შეფასების თვალსაზრისით, ეს არაფერს ცვლის. საინტერესოა. ++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|