ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პოეზიის ქარონი
ჟანრი: პოეზია
15 თებერვალი, 2014


გაზაფხული

გაზაფხული

ვაზმა ჭრილობიდან ქარვა მოიწველა,
სუსხმა მახათები რიყეს შეალეწა,
ტყემალს დაუცვივდა თოვლის ფანტელები,
მზემ კი სითბო გაგვიადათწესა.

ატამს აუფეთქდა კვირტი ნაფერები,
მინდორს ცხვარბატკანი შიშვლად შეესია,
მერცხალს შეულესავს ძველი ნასახლარი,
ყანას, ბოლო კორდიც გუთანს შეეწირა.

უფფ, რა სურნელია, ან რა ჟრიამული,
გამხმარ კენწეროსაც სიცოცხლე სწყურია,
ახლა ოფლსაც სულ სხვა სუნი და გემო აქვს,
თუ კაცი გამრჯეა, თუ გული გულია...

31.01.2014 —

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები