ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პოეზიის ქარონი
ჟანრი: პოეზია
24 თებერვალი, 2014


მე და ჩემი სიბერე

გუშინ ჩემი სიბერე, დავინახე შორიდან.
მის ამღვრეულ თვალებში ჩამოწოლილ ნისლებში,
ჩემი ძველი ტკივილი, მოლივლივე ტბორიდან
ჩამოღვრილი იმედი, მეჩემა და -მივედი.

დავაკვირდი ახლოდან, ვერ ებრძოდა პარკინსონს,
მოცახცახე ხელებით ჰყიდდა გენებს ბაბუის,
არ სციოდა, სიცხეში იხრჩობოდა აგვისტო,
იჯდა ჩრდილში,ნატეხზე, -ნაბუხრალი აგურის.

გახუნებულ შარვალს და პირდაღებულ ფეხსაცმელს
უმალავდა გამვლელებს, უმალავდა მზერასაც,
მისი ძველი ეშხი და შარმი -წლებმა შეჭამეს,
ნანობდა და ტკივილით გაჰყურებდა ვერანდას, -

სადაც უწინ, ყმაწვილი, ტრიალებდა სარკესთან,
გეგმავდა და ხატავდა, მისს მომავალ ცხოვრებას,
განა ბევრი უნდოდა, ცოტა, მაგრამ ამდენსაც
არ ელოდა. სიბერეც, -ჰპირდებოდა ცხონებას.

ახლაც, მისი ფიქრები შორს, წარსულში ფეთქავდა,
წარსულიდან ეტრფოდა, ქერა გოგოს დალალებს,
მის უწინდელ სილუეტს, ალბათ ჩემში ხედავდა,
ჩემს მომავალს ხედავდა, -მაგრამ ახალს არაფერს.

გუშინ, ჩემი სიბერე დავინახე, -შორიდან,
ცარიელი თვალებით,ამღვრეული ფიქრებით,
გამაოგნა, მატირა, თავის მოკვლა მომინდა,
მაგრამ, ასე უმწეოც მეჩემა და -მივედი.

9.02.2014წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები