ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბასრი
ჟანრი: პოეზია
3 მარტი, 2014


დედა

დავიბადე და...
სისხლიანი ხელებით,
ლურჯი თვალებით,
მართალი ღიმილით -
გარდაცვალების მაცნედ ვიქეცი.
და ვისაც უნდა ვყვარებოდი ყველაზე მეტად,
და ვისთვისაც უნდა მეთქვა ყველა საიდუმლო,
და ვისაც დავარქმევდი მფარველ ანგელოზს -
მოვკალი.
გაჩენის დღიდან დამებედა მკვლელის სახელი.
გაჩენის დღიდან ვაცეცებდი თვალებს და ვეძებდი -
ვეძებდი ვისაც ვეღარასდროს ვეღარ ვნახავდი.

დავიბადე და...
დავრჩი ჯუჯა,
ვერა და ვერ გავიზარდე,
მარადიული პატარა ვარ, ჩია, ყვითელი...
შეძრწუნებული სიძულვილის მუნჯი მზერით,
სასაფლაოზე წაღებული ერთგულებით,
სახლში მოტანილი ღალატით,
ვიღაცის ფერხთით მოწკმუტუნე -
შენთვის შენში.

დავიბადე და...
ვატრიალებ სიცოცხლის ბორბალს.
სიმღერებით სავსე ყელში მოთქმა ჩამასხეს.
და მაინც დილით ქანცგაცლილი,
ყოველ დილით,აჭრელებული
სიზმრების ბოლოს,
ვუყუჩდები უცნაურ ლოცვას -
ხომ კარგადა ხარ?
შემოგევლე,
ხომ კარგადა ხარ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები