 | ავტორი: ტენდი ჟანრი: პროზა 5 მაისი, 2014 |
„სულ ტყუილად ფიქრობენ კაცები რომ თვითონ ქორწინდებიან. როგორ გეკადრებათ! ეს ქალები ქორწინდებიან კაცებზე და მაშინ, როცა მოეპრიანებათ. აი, გადააგდებენ ბადეს, გაგახვევენ შიგ და მერე იფართხალე, რამდენიც გინდა...უკვე ბადეში ხარ. ვიდრე აზრზე მოხვალ კი ცოლი ფეხმძიმედ არის, შენი ხელფასი კაპიკ-კაპიკ დათვლილი აქვს, მკაცრად ადგენს მეგობრებთან შენი შეხვედრის „გრაფიკს“, სიდედრი ყოველდღე თუ არა კვირაში ერთხელ მაინც ამოწმებს ყველაფერი წესრიგშია თუ არა, სიმამრს კვირაში ორჯერ უშენოდ ვახშმობა არ შეუძლია... მშვიდობით „დამოუკიდებლობავ“! მანამდე კი ყველა თავის დადებით მხარეს გაჩვენებს ხასიათში, რომელიც, რასაკვირველია, შენთვის შექმნილი „პროგრამაა“, თან თავიდან ამას ვერ ხვდები შენი კაცური გულუბრყვილობის გამო...“ ასე „სტანდარტულად“ ღიმილით ფიქრობდა. არ უნდოდა ძალიან სერიოზულად შეეხედა თავის მარტოხელა „მდგომარეობის“ დაკარგვისთვის. თუმცა ეს ის შემთხვევა ნამდვილად არ იყო, როცა კაცის „ბადეში“ გაბმას აქვს ადგილი. პირიქით, ნორმალური ადამიანი აქამდეც დაქორწინდებოდა, უკვე ამდენი წელია ერთიმეორეს ხვდებიან. ხვდებიან - ლოგინის ურთიერთობებს არ ნიშნავდა. ერთად მიდიოდნენ დაბადების დღეებზე, რესტორანში, მეგობრებთან. ორივეს სამსახურიც ჰქონდა და მშვიდი ცხოვრებაც. მეგობრები უკვე ისე შეეჩვივნენ მათ ერთად ნახვას, ვეღარც კი წარმოედგინათ ცალკ-ცალკე. თუმცა, რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო უნდოდა ქორწინების გადადება, რასაც თეას რამდენიმე სერიოზული სკანდალი მოჰყვა. ერთი-ორჯერ ისიც იყო, თეას მშობლები ელოდებოდნენ და ეს მივლინებით „გაიქცა“. განსაკუთრებით ენანებოდა ბიჭებთან ერთად ფეხბურთის ყურების დაკარგვის შესაძლებლობა.- პაპუასების ველური ყიჟინით რომ ვერ გამოხატავდა „ლივერპულის“ თითოეულ გატანილ გოლს. „ლივერპულის“ ფანი იყო, მაგრამ მატჩის მარტო ყურება რაღაცნაირად ანელებდა სიამოვნებას. აი, სავარძელში ნახევრად მიწოლილი, ლუდის ბოკლით რომ აყვირდებოდა: „შენი ჭირიმე!“ , „აუუუჰ, რა გოლი გაიტანა!“ , „ბრავო!“ . უკვე ოცდაცხრა წლის იყო და ამ ყმაწვილურ „ერთად ყურებას“ ვერ გადაეჩვია...მერე დაიწყება „ნუ ყვირი, ბავშვს სძინავს!“ „სახლშიც შეიძლება ფეხბურთის ყურება!“ „შაბათ-კვირასაც შეიძლება პირის გაპარსვა“...და ასე შედეგ... უჰ! მოკლედ, დღეს უკვე ოფიციალურად უნდა სთხოვოს თეას ხელი. დღეს თეას დაბადების დღეა და ოცდარვა წლის ხდება. მთავარი კი ის არის, ჩასაფრებულები არიან მისი სხვა თაყვანისმცემლები და რაც უფრო გადაედოთ ქორწინება, მით უფრო დიდი იმედი მიეცა „მოწინააღმდეგეთა ბანაკს“, განსაკუთრებით ერთი აქტიურობდა, თეას ბიძაშვილის მეგობარი და ნამდვილად ჰქონდა შანსი, მითუმეტეს ბიძაშვილი წესირად არ უყურებდა სავარაუდო სასიძოს და თავისი მეგობარს უწერდა "მაღალ ქულებს". . თეას მშობლებისთვის კი მთავარი იყო, მათი შვილი ბედნიერი ყოფილიყო. ტრადიციულ ოჯახში გაზრდილი გოგო, მშვენიერი გარეგნობით, მშვენიერი სამსახურით, კარგი დიასახლისი, კარგი მოსაუბრე, მუდამ ღიმილით. აი ისეთი, „კაცის სამკაული“ რომ ჰქვია. კარგი მშობლები, რომლებიც არც ამბიციურები არიან და არც საკუთარი მდგომარეობა თავში აქვთ ავარნილი, ვისთანაც თვითონაც თავს თავისუფლად გრძნობდა. სიყვარულის რა მოგახსენოთ. სიყვარულზე სხვანაირი წარმოდგენა ჰქონდა და საერთოდ, კაცი რომ გიჟურ ასაკს-ოც წელს- გადასცილდება, სიყვარული უკვე „შეჩვევაა“ , „კარგი ვარიანტია“, „ჯანდაბას, ამდენი ხანია ვხვდებით ერთიმეორეს“, „საიმედო ადამიანია“ და ასე შემდეგ... თვითონ კი სიყვარული სხვა რამ ეგონა სულ - აი, ქალს რომ მისი იმედი ექნებოდა, მასზე რომ იქნებოდა ემოციურად დამოკიდებული, ფინანსურადაც, ერთიმეორეს რომ უსიტყვოდაც გაუგებდნენ, მეტ-ნაკლებად რომ არ შეზღუდავდა მის თავისუფლებას და ამ დროს, თვითონ რომ მოუნდებოდა ამ თავისუფლების შეღუდვა. მოკლედ და კონკრეტულად, სიყვარული და დაქორწინების სურვილი ამ შემთხვევაში, სულაც არ ემთხვეოდა ერთმანეთს, მაგრამ თავისი დაკვირვებით, თეა ის ერთადერთი ქალი ქალია, რომელზე დაქორწინებაც შეუძლია - ესეც რაღაცნაირად ჰგავს სიყვარულს, თან აქ ნამდვილად თამაშობდა დიდ როლს. ეს, მგონი, ცოტა სასტიკად გამოუვიდა. თეა ის ქალი იყო, რომელთანაც ურთიერთობა მოსწონდა, მშვენივრად უგებდნენ ერთიმეორეს და გარეგნულადაც მშვენიერი წყვილი იყო, ასე ამბობდნენ მეგობრები, თუმცა, ყოველთვის ის შეგრძნება ჰქონდა, თითქოს თეატრში იყვნენ. ეს ცოტას ღლიდა. ისე, ბოლო დროს შეამჩნია, თითქოს თეა გაცივდა მის მიმართ. ეტყობა, ლოდინით დაიღალა, ცოტა იმედიც გადაეწურა და სულ თავისუფლად შეიძლებოდა, ერთ მშვენიერ დღეს ბოდიშის მოხდით ეთქვა, რომ თხოვდება. ერთხელ ისიც კი უთხრა, „იქნებ, უკვე არც იყოს საჭირო, ერთად გამოჩენა, როგორც ვხედავ ჩვენს ურთიერთობას ფინალი არა აქვსო“. ეს რასაკვირველია მისი ბიძაშვილის მეგობრის „დამსახურება“ უნდა ყოფილიყო, სავარაუდოდ. „რა ჰქვიაოო?.. ჰო, ლევანი...რამ დამავიწყა?!“ - აქ უკვე საკუთარ თავთანაც ტყუოდა. მშვენივრად ახსოვდა, რა ერქვა თეას ბიძაშვილის მეგობარს. „რამ დავავიწყა?!“ - ეს ის კითხვა იყო, რომლითაც თითქოს თავისთავს არწმუნებდა, არც თუ ისე სერიოზული ვარიანტიაო ეგ ლევანი. მოკლედ, დღეს ლევანს საბოლოოდ დაუმტკიცებდა, რომ მისი კანდიდატურა არც შეიძლება მდგარიყო „დღის წესრიგში“. უმანაქანოდ წავა. ყველამ იცის, რომ ჯიპი ყავს, მაგრამ დღეს უმანქანოდ სჯობს. ყველა მანქანით მოვა. თვითონ კი ტაქსით. დალევს, მერე თეა გამოაცილებს. წვიმს და რომანტიკულია ქოლგის ქვეშ თავშეფარებულები რომ გამოვლენ ტაქსისთვის. რამდენი ხანია, უმანქანოდ არსად ყოფილა. მთელი დღე ფიქრობდა, რომელი პიჯაკი ჩაეცვა. მთელი დღე ურჩევდა ფეხსაცმელს პიჯაკს. უნდოდა, შთაბეჭდილება მოეხდინა. იმისთვის არა, რომ ქალური ხასიათი ჰქონდა. პირიქით! ყოველთვის უკვირდა, როცა კაცში ჩაცმის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს ამჩნევდა. მაგრამ დღეს განსაკუთრებული დღეა! პოეზიასაც კი გადახედა. "რა იცი, რა ხდება!" თეა მისთვის არც პირველი ქალი იყო, არც მეორე, არც მეხუთე და არც ოცდამესამე. ეს იყო ერთადერთი ქალი, რომელიც მასთან ცხოვრებას გაუძლებდა...ნუ, ასე ფიქრობდა თვითონ. კაცმა რომ თქვას, მიუხედავად იმისა, ცდილობდა ცოტა მსუბუქად შეეხედა ცხოვრების ცვლილებებისთვის, მაინც აღელვებული გახლდათ. კაცის პირობაზე სარკის წინაც დიდხანს იტრიალა. ყვავილების მაღაზია აქვე იყო. მაინცადამაინც ქოლგით უნდოდა გასვლა. ქოლგა გარკვეულწილად აკადემიურობის შარმს სძენდა.
... მერე უკვე, როცა ტანსაცმელი სანაგვე მილში ჩაუძახა, როცა, შხაპიც მიიღო,როცა მობილურმა ძალიან მშვიდად აუხსნა, მისი დანახვა აღარ უნდოდა და ჯანდაბამდესაც ჰქონია გზა, როცა ნახევარი ბოთლი კონიაკიც „აითვისა“, „კადრები“ უკან გადაახვია და თვალნათლივ უყურა, როგორ გამოვიდა ყვავილების მაღაზიიდან თეთრი ვარდებით, შავი ქოლგით, როგორ დაიჭირა გაჩერებაზე მდგარი გოგოს ცნობისმოყვარე მზერა, რამაც,რატომღაც შინაგანად აავსო, როგორ დაუქნია ტაქსს ხელი, როგორ აპირებდა გუბეში დადებულ ქვაზე სუფთად გასასვლას, როგორ აუსრიალდა ფეხი და როგორ ჩაწვა გუბეში. თან ისე, გვერდულად, ნახევარი სახე რომ ტალახიანი ჰქონდა, როგორ ადგა ფეხზე, როგორ იდგა ცოტა ხანს თეთრი ვარდებითა და შავი ქოლგით ტალახიანი, სველი, როგორ მოისრიალა თეთრი ვარდები იმ გუბეში, ტაქსს როგორ აუქნია ხელი, წადიო, ისედაც უკვე დაძრა ადგილიდან, ვინ ჩასვამდა ამნაირს მანქანაში როგორ გადაატყაპუნა გუბე და სახლში როგორ დაბრუნდა. მაინც მოასწრო გაჩერებაზე იმ გოგოსთვის თავლის შესწრება, რომელსაც გაეცინა. თვითონაც გაეცინა ამ ყველაფრის კიდევ ერთხელ „გადათვალირებაზე“. „ცხოვრება გროტესკია! ხან შენ წაიქცევი და ხან სხვა, ხან შენ გაგეცინება და ხან იმას... ხან შენ დაელოდები და ხან ის დაგელოდება, ან ის დაელოდება სხვას“ -C'est la vie!- როგორც ფრანგები იტყვიან! -ეს არის ცხოვრება! - ეს უკვე ხმამაღლა თქვა. ის გოგო კი მიუხედავად იმისა, თხელი ჟაკეტით გაცრეცილი და აბუზული იდგა გაჩერებაზე, მაინც შეამჩნია, ძალიან ლამაზი იყო. ეტყობოდა წვიმაში მოყვა, თმა სველი და ჩამოლესილი ჰქონდა... დაცინვით კი არ გასცინებია, აი ისე, როცა რაღაცა ძვირფასი ნივთის გატეხვისას გაეცინება ადამიანს, როცა იცის, რომ ვეღარაფერს უშველის. „ალბათ, აქ ცხოვრობს სადმე ახლოს...ნეტა, დღეს ბიჭები ვისთან უყურებენ ფეხბურთს?“ ვიდრე მეგობართან დარეკავდა, წარმოიდგინა: "გამარჯობათ! მე ის ვარ, გუბეში რომ გავგორდი. თქვენ გაჩერებაზე იდექით მაშინ"
2001 წ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
29. გამოვასწორე გუშინდელი შეცდომა და ეხლა წავიკითხე:)))
ჰოი საოცრებავ რომ ჰ-აზრი არ შემცვლია:))))
მარად თქვენი ფხიზელი ხულიგნების ქუჩიდან:)))) გამოვასწორე გუშინდელი შეცდომა და ეხლა წავიკითხე:)))
ჰოი საოცრებავ რომ ჰ-აზრი არ შემცვლია:))))
მარად თქვენი ფხიზელი ხულიგნების ქუჩიდან:))))
28. ოი, ნეფერტარო! :**** ოი, ნეფერტარო! :****
27. ბიჭო ხულიგნების ქუჩიდან, თუ არ წაგიკითხავს რა იცი კარგია თუ არა? - მთვრალი კაცი - კაი კაცის იმედი ნუ გაქვს...სიმთვრალე რეალში დამაძიმებელი გარემოება გახლავთ... ჯერ ”პახმელიიდან” გამოდი მჟაუნის წვნიანით...მერე გეტყვი სად გამოზამთრებენ კიბორჩხალები... ბიჭო ხულიგნების ქუჩიდან, თუ არ წაგიკითხავს რა იცი კარგია თუ არა? - მთვრალი კაცი - კაი კაცის იმედი ნუ გაქვს...სიმთვრალე რეალში დამაძიმებელი გარემოება გახლავთ... ჯერ ”პახმელიიდან” გამოდი მჟაუნის წვნიანით...მერე გეტყვი სად გამოზამთრებენ კიბორჩხალები...
26. უკვე მოგიტევე, ბიჭო ხულიგნების ქუჩიდან :)
თაათს კი მადლობა! :* უკვე მოგიტევე, ბიჭო ხულიგნების ქუჩიდან :)
თაათს კი მადლობა! :*
25. ნერვები უნდა ამის წაკითხვას:))))
თუმცა- ღა თუ დავეყრდნობით გემოვნებიანი მკითხველის ჰ- აზრს, არამგონია კარგი იყოს ეს ნაწერი...:))
მე მომიტევეთ მთვრალსა და გალეშილს:D ნერვები უნდა ამის წაკითხვას:))))
თუმცა- ღა თუ დავეყრდნობით გემოვნებიანი მკითხველის ჰ- აზრს, არამგონია კარგი იყოს ეს ნაწერი...:))
მე მომიტევეთ მთვრალსა და გალეშილს:D
24. თუმცა ფინანსურად დამოკიდებულება არაა საჭირო :)) თუმცა ფინანსურად დამოკიდებულება არაა საჭირო :))
23. თვითონ კი სიყვარული სხვა რამ ეგონა სულ - აი, ქალს რომ მისი იმედი ექნებოდა, მასზე რომ იქნებოდა ემოციურად დამოკიდებული, ფინანსურადაც, ერთიმეორეს რომ უსიტყვოდაც გაუგებდნენ, მეტ-ნაკლებად რომ არ შეზღუდავდა მის თავისუფლებას და ამ დროს, თვითონ რომ მოუნდებოდა ამ თავისუფლების შეღუდვა.
მე ვთვლი რომ ესეთია ზუსტად სიყვარული :) თვითონ კი სიყვარული სხვა რამ ეგონა სულ - აი, ქალს რომ მისი იმედი ექნებოდა, მასზე რომ იქნებოდა ემოციურად დამოკიდებული, ფინანსურადაც, ერთიმეორეს რომ უსიტყვოდაც გაუგებდნენ, მეტ-ნაკლებად რომ არ შეზღუდავდა მის თავისუფლებას და ამ დროს, თვითონ რომ მოუნდებოდა ამ თავისუფლების შეღუდვა.
მე ვთვლი რომ ესეთია ზუსტად სიყვარული :)
21. ოი, შატილიონო, რა საინტერესო ისტორიაა ამ ისტორიის მსგავსი :) მე კიდევ ვფიქრობდი, მე მოვიგონე-მეთქი, თურმე სამყაროში ყოფილა ამდაგვარი რამ. :) მადლობა! :)
სანზონელო და თეო, მადლობა! :) ოი, შატილიონო, რა საინტერესო ისტორიაა ამ ისტორიის მსგავსი :) მე კიდევ ვფიქრობდი, მე მოვიგონე-მეთქი, თურმე სამყაროში ყოფილა ამდაგვარი რამ. :) მადლობა! :)
სანზონელო და თეო, მადლობა! :)
20. მშვენიერი დასასრულია საეჭვო გაგრძელების მქონე ურთიერთობისთვის. ასე მხოლოდ მოჩვენებითი ადამიანები იქცევიან... მე ერთი სიყვარულის ისტორია ვიცი, რომელიც ძალიან სასაცილოა და თან გულისამაჩუყებელიც. გოგო და ბიჭი ერთმანეთზე იყვნენ დანიშნულები, ცხადია, ამას წინ მათი სიყვარული უძღოდა, სხვადასხვა სოფლებში ცხოვრობდნენ. ბიჭი გოგოს სოფელში იყო სტუმრად ნათესავთან, მაგრად აქეიფეს, მამა-პაპურად.ბიჭმა დანიშნულის ნახვა გადაწყვიტა, მაგრამ ისეთი მთვრალი იყო, რომ გზაში ტალახში ჩაეფლო და ცალი ფეხსაცმელი დაკარგა, ტალახიდან ამოსულმა ფეხზე ჩანთა (”პრავიზინკას” ეძახდნენ ასეთ ჩანთას) ამოიცვა და ისე მიადგა დანიშნულის სახლს,. გოგომ რომ მისი ხმა გაიგო, სიხარულით გამოვარდა გარეთ და კისერზე ჩამოეკიდა შეყვარებულს. ვის გახსენებია ფეხსაცმელი? შეიყვანეს სახლში სასიძო, დაბანეს, გაასუფთავეს და მერე ბევრი იცინეს ”პრავიზიონკაზე”/ მალე იქორწინეს კიდეც და ოთხი შვილი -ორი ვაჟი და ორი გოგონა აჩუქეს ქვეყანას. ნამდვილ სიყვარულს წინ ვერანაირი პირობითობა და ხელოვნურად შექმნილი ეთიკის ნორმები ვერ გადაეღობება. როცა ადამიანი გიყვარს, რა შუაშია ტალახი და გუბე?ის გოგო და ბიჭი ძალიან უბრალო ადამიანები იყვნენ და ყველაფერსაც ზალიან მარტივად და ადამიანურად უყურებდნენ. მშვენიერი დასასრულია საეჭვო გაგრძელების მქონე ურთიერთობისთვის. ასე მხოლოდ მოჩვენებითი ადამიანები იქცევიან... მე ერთი სიყვარულის ისტორია ვიცი, რომელიც ძალიან სასაცილოა და თან გულისამაჩუყებელიც. გოგო და ბიჭი ერთმანეთზე იყვნენ დანიშნულები, ცხადია, ამას წინ მათი სიყვარული უძღოდა, სხვადასხვა სოფლებში ცხოვრობდნენ. ბიჭი გოგოს სოფელში იყო სტუმრად ნათესავთან, მაგრად აქეიფეს, მამა-პაპურად.ბიჭმა დანიშნულის ნახვა გადაწყვიტა, მაგრამ ისეთი მთვრალი იყო, რომ გზაში ტალახში ჩაეფლო და ცალი ფეხსაცმელი დაკარგა, ტალახიდან ამოსულმა ფეხზე ჩანთა (”პრავიზინკას” ეძახდნენ ასეთ ჩანთას) ამოიცვა და ისე მიადგა დანიშნულის სახლს,. გოგომ რომ მისი ხმა გაიგო, სიხარულით გამოვარდა გარეთ და კისერზე ჩამოეკიდა შეყვარებულს. ვის გახსენებია ფეხსაცმელი? შეიყვანეს სახლში სასიძო, დაბანეს, გაასუფთავეს და მერე ბევრი იცინეს ”პრავიზიონკაზე”/ მალე იქორწინეს კიდეც და ოთხი შვილი -ორი ვაჟი და ორი გოგონა აჩუქეს ქვეყანას. ნამდვილ სიყვარულს წინ ვერანაირი პირობითობა და ხელოვნურად შექმნილი ეთიკის ნორმები ვერ გადაეღობება. როცა ადამიანი გიყვარს, რა შუაშია ტალახი და გუბე?ის გოგო და ბიჭი ძალიან უბრალო ადამიანები იყვნენ და ყველაფერსაც ზალიან მარტივად და ადამიანურად უყურებდნენ.
19. ბევრი დასამახსოვრებელი სიტყვა და ფრაზა წავიკითხე აქ...... მშვენიერი პროზაა უდავოდ.... 2 და პატივისცემა! ბევრი დასამახსოვრებელი სიტყვა და ფრაზა წავიკითხე აქ...... მშვენიერი პროზაა უდავოდ.... 2 და პატივისცემა!
18. როგორი მოულოდნელი დასასრული ჰქონდააააა. რა კარგი იყო. როგორ მომეწონააა <3 55555 როგორი მოულოდნელი დასასრული ჰქონდააააა. რა კარგი იყო. როგორ მომეწონააა <3 55555
17. რასაკვირველია, ვერც იტყვის და არც იტყვის. საკუთარ თავს, ასე ვთქვათ, წაეიაზვა" :)))))) რასაკვირველია, ვერც იტყვის და არც იტყვის. საკუთარ თავს, ასე ვთქვათ, წაეიაზვა" :))))))
16. "გამარჯობათ! მე ის ვარ, გუბეში რომ გავგორდი. თქვენ გაჩერებაზე იდექით მაშინ"
რატომღაც მგონია , ამ სიტყვებს ვერასდროს იტყვის. ))
კარგი იყო ) "გამარჯობათ! მე ის ვარ, გუბეში რომ გავგორდი. თქვენ გაჩერებაზე იდექით მაშინ"
რატომღაც მგონია , ამ სიტყვებს ვერასდროს იტყვის. ))
კარგი იყო )
15. ბევრი კარგი ფრაზაა აქ ბევრი კარგი ფრაზაა აქ
14. მომეწონა,სისადავე, გამჭირვალება, ტიპების ასახვის მანერა, ლაღი იუმორით და სიხალისით გაჟღენთილი ეს პატარა პროზა, თუ ლევანის შინაგანი მონოლოგით ვიმსჯელებთ ის ადამიანია, რომელისთვისაც სიყვარული "კარგი ვარიანტია", დღესაც მრავლად არიან ასეთი ტიპაჟები. 1. არ კი ვიცი, რა გამოვიდა :))))) ტენდი. 2014-05-05 01:04:0
ძალიან მშვენიერი გამოვიდა!
სათაური უცხო ენაზე, ეს არ მომეწონა! მომეწონა,სისადავე, გამჭირვალება, ტიპების ასახვის მანერა, ლაღი იუმორით და სიხალისით გაჟღენთილი ეს პატარა პროზა, თუ ლევანის შინაგანი მონოლოგით ვიმსჯელებთ ის ადამიანია, რომელისთვისაც სიყვარული "კარგი ვარიანტია", დღესაც მრავლად არიან ასეთი ტიპაჟები. 1. არ კი ვიცი, რა გამოვიდა :))))) ტენდი. 2014-05-05 01:04:0
ძალიან მშვენიერი გამოვიდა!
სათაური უცხო ენაზე, ეს არ მომეწონა!
13. სმიტ, ჩემო სიყვარულო, მადლობა! :) სმიტ, ჩემო სიყვარულო, მადლობა! :)
12. რა საშინელებაა =)
სიტუაცია, თორემ მე ძალიან მომწონს ავტორი. ყოველთვის მსუბუქი, ჩამთრევი, უბრალო, ნაცნობი თხრობის მანერა, ყოველდღიური სიტუაციები, ძალიან სწორად დანახული სახეები, კარგად მორგებული ფსიქოლოგიური ტიპაჟები, საკმარისი იუმორი, ლაკონურობა-საჭირო ადგილას
მოკლედ =) რა საშინელებაა =)
სიტუაცია, თორემ მე ძალიან მომწონს ავტორი. ყოველთვის მსუბუქი, ჩამთრევი, უბრალო, ნაცნობი თხრობის მანერა, ყოველდღიური სიტუაციები, ძალიან სწორად დანახული სახეები, კარგად მორგებული ფსიქოლოგიური ტიპაჟები, საკმარისი იუმორი, ლაკონურობა-საჭირო ადგილას
მოკლედ =)
11. ნეფერტარო, უღრმესი მადლობა! :)
ნეფერტარო, უღრმესი მადლობა! :)
10. ძალიან მომეწონა... ფინალი იყო მოულოდნელი... ახალ რომანს იწყებს ტალახიან გუბეში გაგორებული კაცი...
ისეთი კარგი ხასიათია დახატული რომ უკეთესს ვერ წარმოდგენ. ახლა რომ 30 წლისანი არიან - ზუსტად ასეთები არიან... ბევრი ამოიცნობს საკუთარ თავს, ამაში.
5 ქულა და კიდევ მინდა რამე ასეთი აქ. ძალიან მომეწონა... ფინალი იყო მოულოდნელი... ახალ რომანს იწყებს ტალახიან გუბეში გაგორებული კაცი...
ისეთი კარგი ხასიათია დახატული რომ უკეთესს ვერ წარმოდგენ. ახლა რომ 30 წლისანი არიან - ზუსტად ასეთები არიან... ბევრი ამოიცნობს საკუთარ თავს, ამაში.
5 ქულა და კიდევ მინდა რამე ასეთი აქ.
9. კრავაი, მადლობა! :****** კრავაი, მადლობა! :******
8. არაპათეტიკური, სადა,არასტანდანტური ფინალით, მართლაც ისე, რომ იტყვი," ესაა ცხოვრება."
ასეთი შტაბეჭდილებით ვრჩები, მოკლემეტრაჟიანი ფილმის "ქორწილის"ნახვისას. იგივე ღირსებითაა ეს მოთხრობაც შემკული. არაპათეტიკური, სადა,არასტანდანტური ფინალით, მართლაც ისე, რომ იტყვი," ესაა ცხოვრება."
ასეთი შტაბეჭდილებით ვრჩები, მოკლემეტრაჟიანი ფილმის "ქორწილის"ნახვისას. იგივე ღირსებითაა ეს მოთხრობაც შემკული.
6. ამას სახლიდან წავიკითხავ წყნარად და მშვიდად , ყაყანია სამსახურში :))) ამას სახლიდან წავიკითხავ წყნარად და მშვიდად , ყაყანია სამსახურში :)))
5. ჩავასწორებ, თეოა. შემეშალა, ალბათ. ხომ იცი, სახელების დარქმევა მიჭირს :))))) ჩავასწორებ, თეოა. შემეშალა, ალბათ. ხომ იცი, სახელების დარქმევა მიჭირს :)))))
4. კარგი იყო ფინალი...სახალისო...მსუბუქი...:-* ცხოვრება სავსეა სურპრიზებით..:))
ერთი რაც ვერ გავიგე, ვინ მოყავდა ცოლად ამ შარვალკოსტუმიანქოლგიანს, თეო თუ მარი?...:)) არის რამეები ჩასასწორებელი...თვითონ იზამ ალბათ როცა მოიცლი... 5
კარგი იყო ფინალი...სახალისო...მსუბუქი...:-* ცხოვრება სავსეა სურპრიზებით..:))
ერთი რაც ვერ გავიგე, ვინ მოყავდა ცოლად ამ შარვალკოსტუმიანქოლგიანს, თეო თუ მარი?...:)) არის რამეები ჩასასწორებელი...თვითონ იზამ ალბათ როცა მოიცლი... 5
3. ოი, ლიჩელ, მადლობა დიდი! :) ეს დიდი ხნის წინ დაწერილი ნოველაა, მაგრამ ხელნაწერი იყო და ალა როგორღაც მოვერიე სიზარმაცეს და ავკრიფე :) ოი, ლიჩელ, მადლობა დიდი! :) ეს დიდი ხნის წინ დაწერილი ნოველაა, მაგრამ ხელნაწერი იყო და ალა როგორღაც მოვერიე სიზარმაცეს და ავკრიფე :)
2. მე მგონი, კარგი გამოვიდა_ სოციაკურად აქტუალური, ფსიქოლოგიურად ზუსტი, ირონიული. ბოლოში მცირე უკმარისობის განცდას სტოვებს. შეიძლება ეს კარგიც იყოს. გისურვებთ წარმატებებს! მე მგონი, კარგი გამოვიდა_ სოციაკურად აქტუალური, ფსიქოლოგიურად ზუსტი, ირონიული. ბოლოში მცირე უკმარისობის განცდას სტოვებს. შეიძლება ეს კარგიც იყოს. გისურვებთ წარმატებებს!
1. არ კი ვიცი, რა გამოვიდა :))))) არ კი ვიცი, რა გამოვიდა :)))))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|