ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელუკა ლაშხი
ჟანრი: პოეზია
14 ოქტომბერი, 2014


* * *

არ ვიცი მომეწონებოდა თუ არა,
ყოველ დილა-საღამოს ყურება,
როგორ ჩადის მზე.
ხანდახან ისე მომინდება ხოლმე,
მერე ვეღარ განვიცდიდი ასე ძლიერად.
ან ის ყველაფერი რომ მქონდეს,
რაზეც,
საბანწამხობილი ვოცნებობ ღამით,
რაღა დამრჩებოდა საოცნებარად.
მაგრამ არასდროს დამღლის იმაზე ფიქრი,
არ არსებობდეს ომი!
ბავშვებს არასოდეს სტკიოდეთ!
არ შიოდეთ!
არ ენატრებოდეთ დედა!
არ ეშინოდეთ სიკვდილის!
ან იქნებ საუკეთესო გამოსავალია,
არ შეგვეძლოს ოცნება,
იდეალურ შემთხვევაში კი
ის არ არსებობდეს!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები