ნაწარმოებები


კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დამიანი
ჟანრი: პოეზია
13 აგვისტო, 2014


* * *

***
მთელი
ჩემი ცხოვრება,
ხეზეა შემოხვეული...

საკუთარი ბავშვობის
მონელებას ცდილობს.


***

მაჯაზე ვუმოწმებ
გულის ცემას
საკუთარ წარსულს.

როდის
შეწყდება მის ძარღვებში
სისხლის თქრიალი?


***
იქნებ,
ჩამოთოვოს.
თოვოს და თოვოს,
ისე ძლიერად,
რომ დაიფაროს
თვალისთვის ის გზა,
რომელსაც ასე
ჯიქურ ვადგავართ
და საკუთარ თავსაც ,
ვერ გავცდით ჯერაც...


***
გინდა არ გინდა,
სიყვარული ერთია მხოლოდ.
უბრალოდ ქალები
ენაცვლებიან ერთმანეთს...
უბრალოდ გრძნობები დათარეშობენ...
უბრალოდ წლები გადიან
და უფრო გაახლოვებენ საკუთარ წარსულს.

და მეც უბრალოდ
მიყვარხარ...

და თუკი ცხოვრობ
სიკვდილიც ბევრია,
საფლავია მხოლოდ ერთი.

ბევრჯერ მოგკლავენ,
მუხლზე დაჩოქილს.
გვერდზე რომ გადგე,
მაინც მოგკლავენ.
მათთან რომ დადგე,
მაინც მოგკლავენ.
და მერე სიკვდილს
ისევ ყოფნაზე გაგიცვლიან,
რომ კვლავ ნახონ როგორ იცლება
ცხოვრება შენგან.

ანუ,
სიკვდილს და სიცოცხლეს,
ორივეს ჩამოვდივარ...
უბრალოდ გააღე კარი,

სიბნელისგანაც უხუნდებათ
კედლებს ფერები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები