ნაწარმოებები


კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ასკლიპიოდოტა
ჟანრი: პოეზია
14 აგვისტო, 2014


შშშშშ.....

„სანამ მთვარე არ ისურვებს,
სანამ ფიქრები თავისით არ წავლენ,
შენ,
რასაც არ უნდა ეცადო,
ვერაფრით დააბრუნებ ნავებს სადგურში,
რადგან ყოველი უნებლიე გაღიმება
მოქცევაა შენს სახეზე.“

                                ირაკლი ყურუა

***
სანამ ყველა ზღვა დაშრება
მე მათ მკერდში ჩავიგუბებ და
ყოველი მოქცევისას ისინი
ჩემს თვალებს მოაწყდებიან.

და ღმერთმა არ ქნას
და არ ქნას მთვარემ,
ზღვა იყოს მშვიდი,
ჩემი ფიქრის ოქროსფერ გულზე
ტალღებს იცხრობდეს,
ლოკავდეს ნაპირს
და მე მეძინოს.

სანამ ყველა ზღვა დაშრება
მე მათ მკერდში ჩავიგუბებ და
დავიწყებ ღელვას,
უნდა ვუმტვრიო ჩასაძირად ხომალდებს კიჩო.
მე უნდა ვიდგე, ეს ამხელა ტალღებით სავსე
და შენ ყოველი მოქცევისას ჩემში დაიხრჩო.

და იდგეს მთვარე,
და მე ვიდგე,
გვიყუროს ზეცამ.
მკერდი ზღვას,
მიწას მრუმე ფიქრი,
ფიქრები მიწას.

სანამ ქარი ჩადგებოდა
მე მას მკერდი შევუშვირე
და ვიგრძენი როგორ დაილეწა
ხომალდმა კიჩო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები