ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამუნა ჭიღლაძე
ჟანრი: პროზა
16 ოქტომბერი, 2014


წერილი ჩემს საყვარელ მეუღლეს (ირაკლის)

მთვარემ,ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი,გულზე შეიბნია და ცის კალთაზე გაინაბა...
ისევ შეუმჩნევლად გამეპარა ძილის საათი,(თუმცა დღეს და ღამეს,უკვე დიდი ხანია, ჩემს ნებაზე ვატარებ)
მიყვარს ღამე... სულს გავამზევებ ხოლმე... ვკითხულობ,ვწერ და ვფიქრობ,ვფიქრობ ძალიან ბევრს...
ყველაზე მეტად ფიქრი მიყვარს,ფიქრში უფრო თავისუფლად გესაუბრები,(არა,თავისუფლად კი არა,ჩემებურად) იქაც ზუსტად ისეთი ხარ,როგორიც რეალურ სამყაროში.არასდროს მოვისურვებ შენს შეცვლას,რადგან ზუსტად ისეთი ხარ,როგორიც მინდა იყო და როგორიც მჭირდები.
მე ფიქრშიც ამაყი ვარ და ახლაც,როცა ვწერ, გული სიამაყით მევსება,რომ მყავხარ და გიყვარვარ,ჩემი უარყოფითი და დადებითი თვისებების თანხლებით.
მეამაყება,რომ არასდროს ვჩხუბობთ,არასდროს მებუტები...
თითქმის არასდროს ვკამათობ და თუ სასწაული მოხდა,მაშინაც ერთმანეთს ვასწრებთ ბოდიშის მოხდას,თუმცა საბოდიშო არც არაფერია ხოლმე.მერე ერთად ვიცინით ორივე.
ახლაც მეცინება... ხშირად ბავშვებივით ვიქცევით... იქნებ გიჟებადაც გვთვლიან,მაგრამ ესეც მიხარია.
არ ვიცი როგორ ახერხებ,რომ მუდამ შენს ყურადღებას ვგრძნობდე.სადაც არ უნდა იყო,ყოველთვის გგრძნობ.
ჩვენი ურთიერთობა ისეთი უბრალო და უცერემონიოა,მიჭირს ჩემი თავისგან გამოგყო.
არც ის ვიცი,როგორ ახერხებ ჩემი ფიქრების გამოცნობას,
ყველა შენი ნაბიჯი ჩემს სურვილს ემთხვევა(ყოველგვარი წინასწარი შეთანხმების გარეშე)
ხასიათი ტყუპებისა უფრო განსხვავდება,ვიდრე ჩვენი.,,
მზესავით თბილი ხარ,ღუნღულა...
ჩემი გაოცება გიყვარს...
მოულოდნელობებით მავსებ...
დანამდვილებით ვიცი,რომ არასოდეს გავხუნდებით,ერთფეროვნება და გაუფერულება არ გვემუქრება.
ყველა სიტყვას საქციელით მიმტკიცებ...
გიყვრვარ...
მიყვარხარ...
ჰო და წინ,დაუსრულებელი სიგიჟეებისკენ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები