 | ავტორი: იკა-ბერო ჟანრი: პროზა 15 დეკემბერი, 2008 |
ქალაქით დაღლილს მე მეძინება, მომნატრებია შენზე სიზმრები, წამით დავხუჭავ მოქანცულ თვალებს წამიც გავა და შენთან ვიქნები. შენ კი სად ხარ? მორევის პირას, მორევს კი თავბრუს ახვევს ფიქრები, მდორე ქალაქი ბრუნავს წალკოტში, ქალაქი, შენგან დანავიწყები. დრო იყო ნელა ტკეპნიდი ქუჩებს, ქუჩებს, რომლებსაც მოჰყავდი ჩემთან, ვარდის ნამქერში მზერას ვიჭერდი, მზერას, რომელსაც მივყავდი ღმერთან. ჩუმად ვიდექი, ხმას ვერ ვიღებდი, მე მაჩუმებდნენ შენი თვალები, შემდეგ თვალები ტუჩებს უთმობდნენ და კვლავ მიპყრობნენ ტანჯვის ქარები. ამიტაცებდნენ ვარსკვლავთ სივრცეში და კვლავ მაგდებდნენ უფსკერო ციდან, შენკენ მოვქროდი თბილი ოცნებით, მე შენ მიყვარდი გაცნობის დღიდან...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. რავი რა გითხრა............... რავი რა გითხრა...............
9. ჩუმად ვიდექი, ხმას ვერ ვიღებდი, მე მაჩუმებდნენ შენი თვალები, შემდეგ თვალები ტუჩებს უთმობდნენ და კვლავ მიპყრობნენ ტანჯვის ქარები
:) :) :) ჩუმად ვიდექი, ხმას ვერ ვიღებდი, მე მაჩუმებდნენ შენი თვალები, შემდეგ თვალები ტუჩებს უთმობდნენ და კვლავ მიპყრობნენ ტანჯვის ქარები
:) :) :)
7. ჩემი ღიმილიც იყოს აქ:) ჩემი ღიმილიც იყოს აქ:)
2. ამიტაცებდნენ ვარსკვლავთ სივრცეში და კვლავ მაგდებდნენ უფსკერო ციდან, შენკენ მოვქროდი თბილი ოცნებით, მე შენ მიყვარდი გაცნობის დღიდან... მომეწონა 5 ამიტაცებდნენ ვარსკვლავთ სივრცეში და კვლავ მაგდებდნენ უფსკერო ციდან, შენკენ მოვქროდი თბილი ოცნებით, მე შენ მიყვარდი გაცნობის დღიდან... მომეწონა 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|