ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლონდონელი მამაძაღლი
ჟანრი: პოეზია
24 იანვარი, 2015


***

ამოვიზარდე თვალებიდან,
როგორც ნაყოფი მიწიდან,
და საკუთარი სხეული ვიცან,
და საკუთარმა სხეულმა გამცა
ჩემს დასანახად.
და მე ვიყავი ღმერთი
ჩემივე თავის,
და ვგრძნობდი ჩემს სისუსტეს,
ღმერთის სიდიადეში.
რა უნდა მექნა,
არ ვიცოდი,
ჩემს პლანეტარულ სისტემაში,
ვარსკვლავები,
აწყვეტილი მძივის მარცვლებივით
ჩამოიშალნენ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები