ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მერაბ ჯიხაძე
ჟანრი: პოეზია
6 აპრილი, 2015


* * *

***
მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლის ეზოში
მეეზოვე ფურცლებგაცლილ გვირილებს ხვეტავს,
კარზე აკაკუნებს შემოდგომა.

***
ილუზიონისტმა ოქროს მონეტა გააქრო,
უკანა რიგებში ჭორფლებიანმა ბიჭმა
დედას ჩაჭიდა ხელი.

***
დეკემბრის პირველი დილა,
ჭაღარა მეეზოვე ქუჩაში ფოთოლ-ფოთოლ
აგროვებს შემოდგომას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები