ვახსენებ შენს სახელს და გულს არ შეუცვლია ძგერის სიხშირე. ვახსენებ შენს სახელს და სული არ მემღვრევა ახლადდამდგარი მაჭარივით. გადაგეჩვიე... არადა, იყო დრო შენოცენტრულ სამყაროში ვცხოვრობდი. ვფიქრობ შენზე და აღარ ძგერს გული შენი სურვილით. გადაგიყვარე? არა, უბრალოდ გადაგეჩვიე. გიყურებ თვალებში და ვეღარ ვხედავ მთელ სამყაროს, აღარ არის სამყარო შენოცენტრული. და მხოლოდ შენზე სიზმრები მიმღვრევენ სულს, ისიც ხანდახან. ვიცი, ამ სიტყვებს არაფრის შეცვლა არ შეუძლიათ, არც მინდა შევცვალო რამე, მე ხომ უკვე გადაგეჩვიე... არადა, იყო დრო, მე შენ გაზაფხულს გადარებდი, მაისს მიგიგავდა სახე, მშვენიერო... მაისს გადარებდი, ვარდებს აყვავებულს, არადა, ეკლები უფრო მეტი გქონდა. მოვიდა დრო და, სიკვდილს შეგადარე: მასავით მინდიხარ, არ მოდიხარ, მაგრამ ვიცი ოდესმე მოხვალ. მასავით მაკრთობს შენი ხსენება და ყინულივით ცივი ხელები... დაშემოდგომდი, დაზამთრდი და გამოიდარე. ახლა შენს სახეს თებერვალს ვადარებ. მასავით ცივი ხარ, მკაცრი და პირქუში. ხანდახან ნათდები და ისიც დროებით... ...ზამთარი მტკივა და მიყინავს სულს, თუმცა მალე გაზაფხულდება. არ მინდა გაზაფხული მოვიდეს, შემიყვარდები ისევ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. მომეწონა მე.
აზრი მომწონს და ემოცია:)
არ მინდა გაზაფხული მოვიდეს, შემიყვარდები ისევ..:)
მომეწონა მე.
აზრი მომწონს და ემოცია:)
არ მინდა გაზაფხული მოვიდეს, შემიყვარდები ისევ..:)
13. ..ზამთარი მტკივა და მიყინავს სულს, თუმცა მალე გაზაფხულდება. არ მინდა გაზაფხული მოვიდეს, შემიყვარდები ისევ... რა ლამაზი იყო ;) :) ++ ..ზამთარი მტკივა და მიყინავს სულს, თუმცა მალე გაზაფხულდება. არ მინდა გაზაფხული მოვიდეს, შემიყვარდები ისევ... რა ლამაზი იყო ;) :) ++
12. მომეწონა ნეოლოგიზმი-"შენოცენტრული". მომეწონა ნეოლოგიზმი-"შენოცენტრული".
11. კაია გაიხარეეეე5 კაია გაიხარეეეე5
10. ფინალი იყო კარგი222222222222222 ფინალი იყო კარგი222222222222222
9. კარგია. წარმატებები :) კარგია. წარმატებები :)
8. ძაან მაგარია 5. წარმატებები. ;) ძაან მაგარია 5. წარმატებები. ;)
7. წარმატება ლევან. კარგია წარმატება ლევან. კარგია
6. მშვენიერი სახეებია... ,,შენოცენტრული სამყარო''... ,,სული არ მემღვრევა ახლადდამდგარი მაჭარივით..." ერთი ჩასუნთქვით წავიკითხე... მოულოდნელი იყო დაბოლოება... მოკლედ, მომეწონა... :) მშვენიერი სახეებია... ,,შენოცენტრული სამყარო``... ,,სული არ მემღვრევა ახლადდამდგარი მაჭარივით..." ერთი ჩასუნთქვით წავიკითხე... მოულოდნელი იყო დაბოლოება... მოკლედ, მომეწონა... :)
5. ...გადაგიყვარე? არა, უბრალოდ გადაგეჩვიე. გიყურებ თვალებში და ვეღარ ვხედავ მთელ სამყაროს,
ეს განსაკუთრებით მომეწონა! ...გადაგიყვარე? არა, უბრალოდ გადაგეჩვიე. გიყურებ თვალებში და ვეღარ ვხედავ მთელ სამყაროს,
ეს განსაკუთრებით მომეწონა!
4. არ მინდა გაზაფხული მოვიდეს, შემიყვარდები ისევ... კარგია:) არ მინდა გაზაფხული მოვიდეს, შემიყვარდები ისევ... კარგია:)
3. ეგ არაფერი, ბალწიკა გიყვარს? ეგ არაფერი, ბალწიკა გიყვარს?
2. ეგ არაფერი, ბალწიკა გიყვარს? ეგ არაფერი, ბალწიკა გიყვარს?
1. მე პირადად სენტიმენტები და რომანწიკა (წ-თი_) არ მიყავრს.. შენ წარმატებები ... მე პირადად სენტიმენტები და რომანწიკა (წ-თი_) არ მიყავრს.. შენ წარმატებები ...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|