სხვა ხარ შენ ჩემო, შენ სხვა ხარ ომი, სხვა ქარტეხილი და სხვა ზღვის დონე, შენ ჩემი გულის მკვლელი სინდრომი, ცხადი, რომელშიც გამოგიგონე... შენ სხვა ნაპირი და კიდევ უფრო, შორი ნაპირის, ხედის ზეგანო, ხელუხლებელი ფიქრის საუფლოვ, ზღვა ხარ, სუფთა და უკიდეგანო. ცას ააწყვიტა ვარსვლავთა წყება ქარმა ვით მეძავს მკერდზე საკინძე, შენ ალბათ უფრო თავდავიწყება, უფრო ის ლექსი, რაც ვერ ავკინძე... სხვა ხარ შენ ჩემო, ნება და შიში, ნაქურდალ ვნების მზერით მხილება, თუ ამ ზღვებიდან შენ არ გამიშვი! გემი აქ ნებით ჩაიძირება... ზღვა ხარ შენ ჩემო და შენს ნაპირთან, დგას მოლოდინის მშვიდი კარავი მე... შენგან ტალღით გამონარიყთა მებადური და მეტი არავინ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. ხშირად ვკითხულობ ამ ლექსს ხშირად ვკითხულობ ამ ლექსს
15. მიხარია თქვენი გამოჩენა-აღმოჩენა. :)
მიხარია თქვენი გამოჩენა-აღმოჩენა. :)
13. ცას ააწყვიტა ვარსვლავთა წყება ქარმა ვით მეძავს მკერდზე საკინძე, შენ ალბათ უფრო თავდავიწყება, უფრო ის ლექსი, რაც ვერ ავკინძე...
მე მეყო!!! წარმატებებიი... +2 ( მეტს ვერ ვწერ :)) ) ცას ააწყვიტა ვარსვლავთა წყება ქარმა ვით მეძავს მკერდზე საკინძე, შენ ალბათ უფრო თავდავიწყება, უფრო ის ლექსი, რაც ვერ ავკინძე...
მე მეყო!!! წარმატებებიი... +2 ( მეტს ვერ ვწერ :)) )
12. ძალიან! ძალიან დიდი მადლობა... ძალიან! ძალიან დიდი მადლობა...
10. მადლობა!!! მადლობა!!!
9. ცას ააწყვიტა ვარსვლავთა წყება ქარმა ვით მეძავს მკერდზე საკინძე,
მახსოვს ეს წაკითხული მაქვს.
მომეწონა. ცას ააწყვიტა ვარსვლავთა წყება ქარმა ვით მეძავს მკერდზე საკინძე,
მახსოვს ეს წაკითხული მაქვს.
მომეწონა.
7. "სხვა ხარ შენ ჩემო" ...
კეთილი იყოს შენი მოსვლა ურაკის სამყაროში , დიანა :* "სხვა ხარ შენ ჩემო" ...
კეთილი იყოს შენი მოსვლა ურაკის სამყაროში , დიანა :*
6. საუკუნეა აქ არ შემოვთრეულვარ და შემოვეთრიე ეხლა რაგაცა დავაგდე და მინდოდა თან რამე ზე რომანტიული რამე კაი რამე ისეთი რომ დაებურძგლა და ყოჩაღ შენ მომეწონა აუ მაგრად მომეწონა უნდა ვიმღერო საუკუნეა აქ არ შემოვთრეულვარ და შემოვეთრიე ეხლა რაგაცა დავაგდე და მინდოდა თან რამე ზე რომანტიული რამე კაი რამე ისეთი რომ დაებურძგლა და ყოჩაღ შენ მომეწონა აუ მაგრად მომეწონა უნდა ვიმღერო
5. კეთილი იყოს შენი ფეხი ამ ოჯახში!!! წინსვლით მუდამ!!! გაიხარე შენა!!! 5
კეთილი იყოს შენი ფეხი ამ ოჯახში!!! წინსვლით მუდამ!!! გაიხარე შენა!!! 5
4. დიდი მადლობა მეგობრებო. სასიამოვნოა ასეთი დახვედრა. გისურვებთ წარმატებებს. დიდი მადლობა მეგობრებო. სასიამოვნოა ასეთი დახვედრა. გისურვებთ წარმატებებს.
2. რა კარგია <3 ++ რა კარგია <3 ++
1. გამიხარდა დიანა შენი აქ გამოჩენა... ;)
5 გამიხარდა დიანა შენი აქ გამოჩენა... ;)
5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|