ადამიანების გაკერპება არ მიყვარს, არ მჩვევია... მე უბრალოდ ყოველგვარი წამატებისა და გაფერადების გარეშე აწ უკვე გარდაცვლილ სასულიერო პირზე მოგიყვებით. არაფრით არ ჰგავდა ის დღევანდელ მღვდლებს, ა რ ა ფ რ ი თ ! მთლიანად მთელი სხეული გული იყო. მისგან ვისწავლე რომ ცხოვრებაში არჩევანი ცუდსა და უარესს შორის კეთდება, რომ კარგი არჩევანი არ არსებობს, რომ ბედნიერება ჩემი ვალდებულებაა, რომ რწმენა ინტიმურია და ის უნდა დამალო, ბოროტება ყოველთვის ამხილო და არასოდეს მიუჯდე სუფრას კაციჭამიებთან. არ ვიცი, რატომ მაგრამ სულ გვაფრთხილებდა, ფული არასოდეს გაასესხოთ, მინიმალურიც თუ გაქვთ, აჩუქეთო.... ყოველ ნახვაზე მომიყვებოდა, " დინა, დინა, ჩემო დინა, იცი ხომ? იაკობს 12 ვაჟი ჰყავდა და ერთადერთი ქალიშვილი "დინა"... მერე ეს შენი დინა გააბახეს და ძმებმა ქალაქი შექემი მთლიანად გაწყვიტესო. ძველი აღთქმაც უნდა იცოდე და ახალიცო" ერთხელ შაბათის ლოცვაზე ერთი კაცი მოვიდა და რაღაცას ეჩურჩულებოდა ოლარის ქვეშ. მერე სტიქაროსანს უხმო მოძღვარმა და - დახსენიო - უბრძანა, შესაწირის ყუთები გახსნა ბიჭმა, გაივსო თითქმის პარკი და იმ კაცს გაატანეს. ქადაგებისას ბოდიშს გვიხდიდა, თქვენც გიჭირთო ეგებ, მაგრამ ახლა ამას ძალიან უჭირდა და ვერაფრით ვეტყოდი, დაითმინე, ეს განასცდელიაო, ღმერთს ხშირად ნუ მიაჩერდებით, კაცია კაცის წამალიო... ლოცვაც მან მასწავლა, არ გაიპრანჭოო, მარტივად ამოთქვიო გულიდან. არ დამიჯერებთ, მაგრამ ის რომ დილის ექვს საათზე ლოცვას იწყებდა, მე საწოლში მეღვიძებოდა, რაღაც ძალა წამომაგდებდა ხოლმე. ყველა მისი სიტყვა, ფრაზა, რჩევა, ცხოვრების მეგზურად მექცა. ერთხელ რაღაც ჩავიდინე და ნანობო? არა მეთქი, აბა რას მეჭორავებიო, შეყრიდა წარბებს, თუ არ ნანობ და მაინც მიყვები, ფარისეველი ხარო ! ასე ერთი წინადადებით მასწავლა აღსარება. მავნე ჩვევაც მქონდა და გადაეჩვიეო მითხრა, ცოდვა არისო... დიდხანს ვიკამათეთ, ოღონდაც ლეგენდებით არა, თუ ამიხსნით, რატომაა ცოდვა, ყაბულს ვარ მეთქი. ახლა წადი, თავი ამატკიეო - მითხრა - შენთან რას გავხდებიო ? ! შემდეგ კვირას უკვე მკაცრად მიბრძანა : სანამ მაგას შეუდგები " მამაო ჩვენო " თქვიო. - ეგ როგორ, სად ეგ და სად ლოცვა მეთქი, შევიცხადე... - გამარჯობა შენიო, რისი დაწყების წინაც ლოცვა გეუხერხულება, ცოდვაო ! ვერ იტანდა ქებასა და ლაქუცს, არაფრის დიდებით არ მოგცემდა ნებას. ერთხელ რაღაც დავუწერე და : - მეგრელობა მოინანიეო - მითხრა. ... მერე ჯიბით დაჰქონდა რაღაც საბუთებთან ერთად ჩემი ხელნაწერი..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. როგორც გადავხედე ქვემოთ, გარდაცვლილია ხომ ეს პიროვნება ახლა?აცხონოს... ისე,ვისურვებდი ის ბოლო იუმორით ეთქვა.
როგორც გადავხედე ქვემოთ, გარდაცვლილია ხომ ეს პიროვნება ახლა?აცხონოს... ისე,ვისურვებდი ის ბოლო იუმორით ეთქვა.
12. ნეფერტარ, კი სწორედ ასე მითხრა))))) ნეფერტარ, კი სწორედ ასე მითხრა)))))
11. მეუდაბნოვეს აზრი სწორია, არის კიდევ ლაფსუსები, - ოღონდ ამას არაუშავს.
"- მეგრელობა მოინანიეო - მითხრა." ეს გამოვარჩიე, სწორად მიუგნია, ბრძენი მოძღვარი ყოფილა.
მეუდაბნოვეს აზრი სწორია, არის კიდევ ლაფსუსები, - ოღონდ ამას არაუშავს.
"- მეგრელობა მოინანიეო - მითხრა." ეს გამოვარჩიე, სწორად მიუგნია, ბრძენი მოძღვარი ყოფილა.
10. კი, მუხა , არიან, საბედნიეროდ <3 კი, მუხა , არიან, საბედნიეროდ <3
9. ნათთია, მადლობა შენ <3 ნათთია, მადლობა შენ <3
8. მეუდაბნოე, მე არ მინდოდა საკუთარი თავის წარმოჩენა ამ პატარა ნაწარმოებით, მე მსურდა მოძღვარი განმეცნო თქვენთვის და მგონი ეს გამომივიდა... უამრავი მავნე ჩვევა გვაქვს ალბათ , რომელსაც ვერ ვხვდებით, რატომაა მავნე (( მეუდაბნოე, მე არ მინდოდა საკუთარი თავის წარმოჩენა ამ პატარა ნაწარმოებით, მე მსურდა მოძღვარი განმეცნო თქვენთვის და მგონი ეს გამომივიდა... უამრავი მავნე ჩვევა გვაქვს ალბათ , რომელსაც ვერ ვხვდებით, რატომაა მავნე ((
7. მე ორ მოძღვარს ვიცნობ ასეთს და მიხარია, რომ ორივეს მრევლი ვიყავი სხვადასხვა დროს. მეუდაბნოვეს არ დავეთანხმები, მკითხველის დიდი ინტერესის მიუხედავად აღსარების საიდუმლო აღმატებულია. რაც შეეხება ნაწარმოებს, ზუსტად ასეთი თბილი ამბის მოსმენაა მინდოდა დილიდანვე და მადლობა მირცხულავა შენ ))) მე ორ მოძღვარს ვიცნობ ასეთს და მიხარია, რომ ორივეს მრევლი ვიყავი სხვადასხვა დროს. მეუდაბნოვეს არ დავეთანხმები, მკითხველის დიდი ინტერესის მიუხედავად აღსარების საიდუმლო აღმატებულია. რაც შეეხება ნაწარმოებს, ზუსტად ასეთი თბილი ამბის მოსმენაა მინდოდა დილიდანვე და მადლობა მირცხულავა შენ )))
6. გულითაა დაწერილი. ისე, მეუდაბნოვეს ვეთანხმები. გულითაა დაწერილი. ისე, მეუდაბნოვეს ვეთანხმები.
5. დღესაც არიან კეთილსინდისიერი მამაო ები! დღესაც არიან კეთილსინდისიერი მამაო ები!
4. კარგი ენითაა დაწერილი, ყოველგვარი გაპრანჭვის გარეშე. ამბავი დინამიურია და მკითხველამდე ძალიან ხალასად მიდის. ამ მხრივ ძალიან კარგია.
ნაკლი: ,,ერთხელ რაღაც ჩავიდინე და ნანობო? არა მეთქი...~ ეს ,,რაღაც~ რა არის, მკითხველს ეს აინტერესებს და რადგან ავტორი არ უყვება, ფიქრობს, ან მწერალი არ მენდობა, გულწრფელი არ არის ან თავი ვერ მოაბა ამბავსო.
,,მავნე ჩვევაც მქონდა და გადაეჩვიეო მითხრა, ცოდვა არისო~
წარმოიდგინეთ, რომ მოძღვარს აღსარებას აბარებთ და ეუბნებით, მავნე ჩვევა მაქვს და შემინდე მამაოო. რას ფიქრობთ, მოძღვარი გეტყვით: ,, ნუ წუხარ შემინდია, შვილო ჩემოო?~ არა ის არ შეგინდობთ, სანამ არ მოუყვებით. ასეა მკითხველიც.
კარგი ენითაა დაწერილი, ყოველგვარი გაპრანჭვის გარეშე. ამბავი დინამიურია და მკითხველამდე ძალიან ხალასად მიდის. ამ მხრივ ძალიან კარგია.
ნაკლი: ,,ერთხელ რაღაც ჩავიდინე და ნანობო? არა მეთქი...~ ეს ,,რაღაც~ რა არის, მკითხველს ეს აინტერესებს და რადგან ავტორი არ უყვება, ფიქრობს, ან მწერალი არ მენდობა, გულწრფელი არ არის ან თავი ვერ მოაბა ამბავსო.
,,მავნე ჩვევაც მქონდა და გადაეჩვიეო მითხრა, ცოდვა არისო~
წარმოიდგინეთ, რომ მოძღვარს აღსარებას აბარებთ და ეუბნებით, მავნე ჩვევა მაქვს და შემინდე მამაოო. რას ფიქრობთ, მოძღვარი გეტყვით: ,, ნუ წუხარ შემინდია, შვილო ჩემოო?~ არა ის არ შეგინდობთ, სანამ არ მოუყვებით. ასეა მკითხველიც.
3. ძალიან ვწუხვარ, თქვენი დანაკარგის გამო... არც მე მიყვარს ადამიანების გაკერპება, მაგრამ მიფიქრია,როდესაც ჩემი საყვარელი მამაოს გვერდით ვყოფილვარ და ის სასიამოვნოდ მესაუბრება - ალბათ, როგორ იტანჯებიან ადამიანები, ვისაც სულეირი მამა გარდაეცვალათ-თქო. წარმოუდგენელია ჩემთვის ამაზე ფიქრიც... რა თქმა უნდა ზუსტად ისეთ ადამიანს ვეღარ შეხვდებით, მაგრამ ერთ ქვაბში ნურც სხვა მამაოებს მოხარშავთ, უამრავი კეთილსინდისიერია, უამრავი ტკბილი და თბილი. იპოვით კიდევ მას. ძალიან ვწუხვარ, თქვენი დანაკარგის გამო... არც მე მიყვარს ადამიანების გაკერპება, მაგრამ მიფიქრია,როდესაც ჩემი საყვარელი მამაოს გვერდით ვყოფილვარ და ის სასიამოვნოდ მესაუბრება - ალბათ, როგორ იტანჯებიან ადამიანები, ვისაც სულეირი მამა გარდაეცვალათ-თქო. წარმოუდგენელია ჩემთვის ამაზე ფიქრიც... რა თქმა უნდა ზუსტად ისეთ ადამიანს ვეღარ შეხვდებით, მაგრამ ერთ ქვაბში ნურც სხვა მამაოებს მოხარშავთ, უამრავი კეთილსინდისიერია, უამრავი ტკბილი და თბილი. იპოვით კიდევ მას.
2. ნექტარი, გილოცავ... სამწუხაროდ მისი გარდაცვალების შემდეგ ასეთს ვეღარ მივაგენი (((( ნექტარი, გილოცავ... სამწუხაროდ მისი გარდაცვალების შემდეგ ასეთს ვეღარ მივაგენი ((((
1. ბედნიერებაა, როცა სულიერი მამა გყავს და ნამდვილად ხედავ მასში ღვთიურ სულს უხორცოდ და გესმის მისი ღაღადი ზეციდან, დაღვრილ სათნოებად, ვისთანაც მხოლოდ სიმართლეს ამბობ და გრცხვენია მუდამ მისი შენი ნათქვამის შემდეგ, რაც უნდა მსუბუქი ცოდვაც უნდა გქონდეს. მაქვს ბედნიერება, ასეთია მამა აკაკი მელიქიძე. ბედნიერებაა, როცა სულიერი მამა გყავს და ნამდვილად ხედავ მასში ღვთიურ სულს უხორცოდ და გესმის მისი ღაღადი ზეციდან, დაღვრილ სათნოებად, ვისთანაც მხოლოდ სიმართლეს ამბობ და გრცხვენია მუდამ მისი შენი ნათქვამის შემდეგ, რაც უნდა მსუბუქი ცოდვაც უნდა გქონდეს. მაქვს ბედნიერება, ასეთია მამა აკაკი მელიქიძე.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|