|
"როცა ადამიანი მიყვება თუ რამდენ დროს ხარჯავს რათა ვიღაცას ხმა მიაწვდინოს, ყოველთვის ურყევად ვპასუხობ, რომ მან უკვე მიაწვდინა.
და ახლა ელოდება როდის შეწყვეტს ის ძახილს და გატრიალდება.
უნდა გვეყოს გამბედაობა იმის მისახვედრად, რომ ხანგრძლივი ძახილით ჩვენი სურვილები არ სრულდება. ის მხოლოდ მათ მოთმინებას ცდის, ვისაც არ ვჭირდებით. "
ერთი,
მოკლე დღით ვერ აცოცხლე პეპლები, ჯერაც.
ჩემთან მეოთხე წელიწადი ცოცხლობენ,
გჯერა?
პერიფრაზი მ. ერისთავის მინიმის
ერთი სიტყვა და ყველაფერი გადარჩენილია,
ერთი სიტყვა და ყველაფერი დაკარგულია...
ანდრე ბრეტონი
სულერთია უყვარხარ,
თუ უბრალოდ, თავს კარგად გრძნობენ შენთან.
ადამიანები ყოველთვის რაღაც ახალს ითხოვენ შენგან,
მათ შორის ტკივილებსაც...
რაღაც ისეთი,
მარჯვნივ რომ შეუხვევ და მარცხნივ გადაიხრები.
მრავლობითში მტკივა და მხოლობითში ვგრძნობ.
ლაშა მარგიანი.
„ყველა, ვინც გიყვარს, ოდესმე ზურგს შეგაქცევს ან მოკვდება.
ყველაფერს, რასაც შექმნი, დაივიწყებენ.
ყველაფერი, რითაც ამაყობ, სანაგვეზე აღმოჩნდება.“
ჩაკ პალანიკი
ჩვენი ძველი,ხის სახლის წინ ტყემლის ხე იდგა.ფანჯარასთან სულსულ ახლოს.ზაფხულობით,როცა ფანჯარა ღია იყო,ბებო დამსვამდა,ოთახში შუქს ჩააქრობდა და მეტყოდა,
-ნახე იკუნა ფოთლებში როგორ ჩანს ტყემლებიო..
ქუჩიდან შემოსულ შუქზე მართლა კარგად ჩანდა ფოთლებში დამალული გატკიპინებული,მწვანე ტყემლები.
მუქი ყვითელი ფარდები ეკიდა ფანჯარას.ყავისფერყვავილებიანი.
ფანჯრის გვერდით ყავისფერი ,,ბუფეტი,,იდგა.კიდე იქეთ რკინის საწოლი.მრგვალი მაგიდა და ხის სკამები.
ტყემლის ხის იქეთ იტალიური ეზო იყო,თავისი ჭრელი სამეზობლოთი.
ეზოს იქეთ ბულვარი იყო და ჩვენ იმ ბულვარში ვიზრდებოდით.....
ერთი მონადირე ძაღლი ყავდა ნანას-,,რეიგანა,, და ერთიც ღვთის გლახა-გენადი,უბანს.
ორივესი საშინლად მეშინოდა...
სტუდენტური საერთო საცხოვრებელი იდგა ჩვენს ეზოში და იმის პირველ სართულზე სასადილოში,ყველაზე გემრიელ აჭარულებს აცხობდა სერგო.ყოველ დილით მოჰქონდა ბაბუს ცხელ-ცხელი აჭარულები.
ცოტა იქეთ პავლიკა საპოჟნიკის ბუტკა იყო.პატარა ჩაქუჩი ეკავა სულ ხელში შავ პავლიკას და ძველი ფეხსაცმლის ქუსლს უკაკუნებდა.
დიდი კიბე და პატარა აივანი ჰქონდა ჩვენს სახლს და ყველაზე ლამაზი ტყემლის ხე იდგა მისი ფანჯრის წინ.
ზამთრობით მრგვალი,ნახშირის ღუმელი გუზგუზებდა.
ყველაზე თბილი სახლი იყო ის სახლი.
და იმ სახლში დარჩა ჩემი ბავშვობა.
❤
***
მზე რატომ უნდა მეხატა?-
მზე ჩემში ისეც მზეობდა...
მზერიდან გადმოდიოდა,
სულში რომ ვერ ეტეოდა.
მზე რატომ უნდა მეხატა? -
სულ მუჭა-მუჭა გატანდი...
მეც შენში გადმოვინაცვლე...
მეც მზესთან ერთად გავთავდი.
როგორ არ ვცადე, ვერ მიხვდი,
შენ ჩემთვის რამდენს ნიშნავდი...
მზე რატომ უნდა მეხატა,
თუ მაინც ვერ შენიშნავდი?
მარიამ კოზმანაშვილი.
ბებია მეხუთე სართულზე ცხოვრობდა,ჩვენ -მეცხრეზე.
მე სულ გარეთ ვიყავი,მეგობრებთან,ზამთარ-ზაფხულ,მზეში,წვიმაში,თოვლში და ქარაშოტში...
ჰოდა გარეთ დაღამების უფლება მხოლოდ მაშინ მქონდა თუ მეგობარი ბიჭებიდან რომელიმე მახლდა და სახლამდე მომაცილებდა.ჰოდა დათო მყავდა ასეთი,წინა კორპუსში ცხოვრობდა.ერთ წვიმიან ღამეს თითებიც კი დავიჩხვლიტეთ სამმა,ჩემთან სახლში,და-ძმობა შევფიცეთ ერთმანეთს და სულ ერთად ვიყავით.
ჰოდა მოვიდოდით უკვე დაღამებულზე და
ეზოდან ბებიაჩემს ავძახებდი
-დეეეე(დედას ვეძახდი დაბადებიდან)
იქეთ დედაჩემიც გადმოიხედავდა.
ერთი მეხუთე სართულზე იდგა ლამფით ხელში,მეორე- მეცხრეზე.
ავიდოდი და აივნიდან დათოს გადავძახებდი,ავედი მეთქი..
კაი,კაიო,დაიძახებდა და წავიდოდა სახლში.
-გოგოს სულ გარეთ ყოფნა არ მინახავს მე! იტყოდა დედაჩემი...
და იმ სიბნელეში იმდენი სინათლე, სითბო და სიყვარული იყო...
ჩემი ბნელი ოთხმოცდაათიანები❤
კარგად ხარ?
არა, მაგრამ გაივლის…
იქნებ სირთულეს თავისი დრო აქვს?
ცუდია როცა ჩუმად განიცდი…
და ფიქრებს მეტი სიჩუმე მოაქვს…
ზიხარ და ღამის საათებს ითვლი...
ფიქრობ რაღაც სევდიან ამბავს...
პარალელს ავლებ,
შენს თავთან შიგნით,
გგონია,
მერე სამყარო გკარგავს...
ნუ ებრძვი შენს თავს, არავინ არ ღირს,
ყველა ყველაფერს ამჟღავნებს ბოლოს…
შენ არაფერი სირთულე არ გჭირს…
მარტივებისთვის არ ჩანხარ მხოლოდ!
...
Jeison Erea.
რაც ჩემში ხდება,
ჩემი ბედია...
და მაინც გეტყვი
ამბავს
არახალს:
ეს უშენობა
ბევრად მეტია -
ვიდრე იყავ და,
ვიდრე არა ხარ!
ვ.ბესელია.
მე აქ შემოვიარე...
"Сказать человеку "Я люблю тебя", это значит сказать что: "Ты никогда не умрешь"!
ვუხმე შივას, ვზომე ლიე
აფსუს როგორ შევალიე,
ამ შეუვალ შევალიეს
დრო,
მაინც ვერ შეველიე.
"...ჩვენშია ყველა, თუ ოდესმე ვინმე დაგვშორდა.
მათი ფიქრები, სახეები, მუდამ რჩებიან.
მაგრამ ჩვენ ხშირად ერთმანეთშიც ისე დავშრებით,
როგორც გვალვის დროს მდინარენი ამოშრებიან..."
ნექტარ დიდი მადლობა, როგორ მავსებ შენი თბილი ლექსებით, მე პოეტი არა ვარ, სამაგიერო ლექსს ვერ მოგიძღვნი , მაგრამ ჩემთვის ყოველთვის იყავი სასიამოვნო ლექსების ავტორი დადებითი ემოციებით.მადლობა ლექსის ღირსი რომ გამხადე. წარმატებებს გისურვებ.
#თანამედროვეპოეზია
Guram Jakhutashvili
ძაღლი და კაცი
*
ეძინა ქალაქს - რკინის ავანგარდს,
არ ყეფდა ძაღლი. დუმდა ბაზარი.
თოვდა. ყინულზე ბეწვის დავარდნა,
ისმოდა ნემსის დავარდნასავით.
არ ყეფდა ძაღლი, თუმცა თათებით,
მიზიარებდა თავის საყეფარს,
სახლთან ღამესაც ერთად ვათევდით,
ერთად ვუცდიდით კარის გაღებას.
თოვდა. აპრილის იყო დამლევი.
ჩვენ ჩამომსხდარნი - მაღალ კიბესთან,
თვალს ვაყოლებდით უცნობ გამვლელებს,
ულაპარაკოდ ვინც მოგვიბეზრა.
ვიმახსოვრებდით, ვინც არ ინება,
შემოგებება ძველი ეზოდან,
თოვდა. ვითმენდით. ეს მოთმინება
გვსურდა - დილამდე გამოგვეზოგა
*
მახსოვს, სახლამდე როგორ ვიარეთ,
როგორ შევყევით ბოლო მოსახვევს,
არც საკვამური გვეცნო - ქვიანი,
არც ბორდიულზე მდგარი მოსახლე.
ქალაქის ბოქლომს თავი ავხადეთ,
ობობის ქსელში გადავიბლანდეთ,
შუქი ურტყამდა კედლის ნახატზე
წარმოდგენილი კაცის იმპლანტებს.
არსად ისმოდა ქუჩის ავ-კარგი,
აღარც ნაცნობი ჩანდა ბექობი,
თითქოს ბავშვობის სახლი დავკარგეთ,
თითქოს დავკარგეთ სახლი - ლეკვობის.
დავკარგეთ ქუჩა, სადაც პირველად,
ერთად ვიგრძენით ძალა იმედის,
წარმოვიდგინეთ თავი ფრინველად,
როცა გაფრენის ზღვარზე მივედით.
დავკარგეთ ეზო, სადაც გვიყვარდა,
სადაც ვჩხუბობდით სკვერის მუხებთან,
მე - გოგოს გამო, ძაღლი ტიხართან
მოახლოვებულ მგზავრებს უყეფდა.
სადაც ჩავკიდეთ მიზნებს - მიზნები,
თვალები - თვალებს, თათებს - ხელები,
ფსკერის თევზების სიცილს ვისმენდით,
ჩურჩულს ვიგებდით ჭიანჭველების.
ავაგებინეთ სახლი მეფიცრეს,
ჯავშანის ნაცვლად, სითბო ავისხით,
ჯერ გაუცნობელ ღმერთებს შევფიცეთ
არ დაგვეძახა თეთრი - შავისთვის.
ერთად ვითმენდით ყველა მოლოდინს,
ერთად ვამბობდით, რომ ამ ნაცრისფერ
სამყაროს კარნახს არ ავყოლოდით,
არც ტკივილისკენ, არც სიმკაცრისკენ.
*
ეძინა ქალაქს - რკინის ავანგარდს.
ჩვენ მშობლიური ქუჩის მდგმურები,
განვიხილავდით სიზმრებს მავანთა,
გაუმჟღავნებელ ფიქრს ვუყურებდით.
გვიმზერდა მთვარის გრილი დიოდი,
შუქნიშნის რკალი, ქუჩის სტელაჟი,
თითქოს თავს ვხრიდით და გავდიოდით,
გაშავთეთრებულ ცისარტყელაში
არ ყეფდა ძაღლი, მხოლოდ უმზერდა,
უძირო ჩიხში ჩამდგარ ქარავანს,
სადღაც სიტყვებით და მაუზერით,
ვიღაც კვდებოდა - მიუქარავად.
ვიდექით ერთად - ხელებგაშლილი,
ჩამოწერილი გრძნობის დეპოსთან,
და შემთხვევითი ღამის ბავშვივით,
არყოფნის ეჭვი იბადებოდა.
გურამ ჯახუტაშვილი
ძვირფასო და დაუვიწყარო მეგობარო, მუხა!
შემდგომ დიდი დროისა მოვედი და მოგიკითხეთ, გიტოვებთ გულთბილ და გულწრფელ მეგობრობის დასტურად მცირე ექსპრომტს,
ახლა აპრილის ბოლო დღეებში
მე ველოდები მერცხლების მართვეს,
სწორედ ასეთ დროს შენც გამახსენდი
და მოლოდინი თმენის წილს მართმევს,
მითხარი ახლა სად ხარ და როგორ,
რატომ არ მესმის, შენზე რაიმე,
რამდენი აზრი ატეხავს ხმაურს,
რამდენი კიდევ უხმოდ ჩაირბენს,
რა კარგად მახსოვს ადრინდელ ამდროს
იასამნები ყვავოდა ისე,
რამდენი კარგი რჩევა მომეცი,
და მონატრება სევდით სულს მივსებს,
მე აქ მოვედი მაგრამ არ დამხვდი,
▪️
ხან მჯერა, არავის ვუყვარვარ,_
გამომაქვს თავისთვის წირვა,
ხან მჯერა, რომ სადღაც უკან ვარ,-
არადა აშკარად წინ ვარ!
Miranda Eristavi
ერთი კვირაა, რაც ინტერნერში ,,გრაკლიანი გორაზე" აღმოჩენილი ქართული წარწერების წაკითხვის შესახებ ვიდეო კვლევა დავდე, რამდენიმე წუღიანი, ასევე რამდენიმე სიუჟეტით, ცალ-ცალკე.
43 000 გადააჭარბა მნახველთა რაოდენობამ, დიდია დაინტერესება, მთხოვენ სრულ კვლევას. ყველას ვუგზავნი ელფოსტით.
კარგია, რომ ურაკზე დავდე პირველად ეს კვლევა. მიყვარს ურაკი და თითქმის ათი წელია ვარ მისი წევრი.
ჩემი აზრით, ეს ურაკის წარმატებაც არის.
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
დღეს ერთმა პოსტმა გამახსენა,ბავშვობაში როგორ მასწავლიდა ჩემი ფუმფულა ბებო,დოდოშკა ქარგვას.მიყვებოდა,როგორ ცხოვრობდნენ ერთ ეზოში სხვადასხვა ეროვნების ოჯახები და რომ ქარგვა მას ბერძნებმა ასწავლეს და იმას,რასაც მასწავლიდა მერიაჟკი ჰქვიოდა.ეს იყო ტილოს ბოლოების ამოგვირისტება.
მერე კუთხეებში ყვავილის ლამაზ ორნამენტს ამოვქარგავდი და ხელსახოციც მზად იყო.
ისე მომწონდა,ვქარგავდი და ვქარგავდი.
მულინის ფერად ძაფებს ბებიდა,ანგელინა მჩუქნიდა.მოგვიანებით ანგელინამ ყაისნაღით ქსოვაც მასწავლა.სასკოლო საყელოებს ვქსოვდი,თეთრს,ლამაზს.
ჰოდა დღეს გამახსენდა,მერე ინტერნეტში მოვიძიე და რაღაცნაირად გული გამითბა,ბავშვობაში დავბრუნდი თითქოს,იმ ძველ,ხის სახლში,ზღვასთან ახლოს.
ისე მენატრებიან..
მოვიდოდა ანგელინა,თავის კოპწია ჩანთას დადებდა,სვეცკურად გადაიდებდა ფეხს ფეხზე და მოყვებოდა ქვეყნის ამბებს.
დოდოშკა დინჯად უსმენდა,ხშირად უქნევდა თავს და ხანდახან თავისებური სიმშვიდით ისიც რამეს იტყოდა.
დალევდნენ ყავას,გადააბრუნებდნენ ჭიქებს ბათუმურად და დაელოდებოდნენ გაშრობას,რომ მერე ანგელინას ჩაეხედა და გაეგო რა ელოდა ,,კაზიონნი სახლში,, საით მიდიოდნენ გზები და ცერა თითით ,,გულის ამოღების,, მერე,ყველაზე მნიშვნელოვანი დაენახა ჭიქის ფსკერზე..
რას წარმოვიდგენდი მაშინ,რომ წლების მერე ასე ძალიან მომენატრებოდა ეს ჩვეულებრივი,უბრალო დღეები...
პოეზია - კი...
გამიჭირდება ამ ტკივილის
ტარება ვგონებ,
რადგან სულერთი აღარ არის
რა გითხრეს სხვებმა,
პოეზია კი ჩემი აზრით
უფროა თონე,
რომელშიც ახალმოზელილი
პოეტი ცხვება...
უძილო ლექსებს ღამეების
გვერდით ვალაგებ
და თითქოს სტროფებს ვინახავდე
უფრო გულიანს,
პოეზია კი ჩემი აზრით
არის ქალაქი,
რომელიც მზიან ამინდებშიც
გალუმპულია...
ვუცქერ კალენდარს თვითმკვლელობის
შიშით შედგენილს,
უსიყვარულოდ დარჩენილი მქვია აშუღი,
პოეზია კი ჩემი აზრით
არის რენტგენი,
სხეულში - ლექსად - გამომწყვდეულ
სულს რომ აშუქებს...
ასე ვფიქრობ და ორგანიზმში
ვეღარ ვაკავებ
გრძნობებს, რომლებსაც მოესიათ
ტკივილთა წყება,
პოეზია კი ჩემი აზრით
არის აკვანი,
სადაც პოეტი
ნებისმიერ ასაკში წვება...
და ვდგავარ ახლა დაწყევლილი
დღეების გვერდით,
რადგან ტაძართან მიმავალი
ბილიკი არ ჩანს,
პოეზია კი ჩემი
აზრით უფროა ღმერთი!..
ჯვარზე - აღდგომის შემდეგაც რომ
გაკრული დარჩა...
სულხან წულუკიძე
P.S.
პოეზიის საერთაშორისო დღეს გილოცავთ!
ეპილოგი
მე მიყვარს ის, ვინც ჩემთან არ მოვა,
არ შემოაღებს ჭიშკარს ძახილით
ჩემი სახელის და არ მამხილებს,
რომ ყველა სიტყვა - ბლაგვიც, მახვილიც,
ზურგის ჰორიზონტს - ქუჩის მხატვრობად,
სულს კი გაცრეცილ ფიქრად ერგო და
პიტნის ნაყენი - ჩემი თვალები
დილამდე უნდა გამოეზოგა.
მაგრამ მე მაინც ჯიუტად ვიცდი
იქ, სადაც უხმოდ გამოგეთხოვე
და ვახარისხებ ცხადსა და სიზმარს,
სადღაც შუაში უნდა მეპოვე,
მაგრამ ძილსა და სიფხიზლეს შორის
ისე ძნელია ფიქრის გაძვრენა,
როგორც წვრილ ყუნწში ძაფის გაყრა და
არარსებული ფრთებით გაფრენა.
და ამიტომაც არაფერს ველი
მისგან, ვინც ღიმილს შაქრის კუბებად
სხვისი თვალების ჭაობში ალბობს,
დარდს სხვისი მზერის ჭაში აგუბებს.
მერე რა, თუკი სუნთქვაში მიჟღერს
მისი სიჩუმის ბარი(და)ტონი
და გაქცეული ჯარისკაცივით
მჯერა, რომ უკან დავტოვე ომი.
თუკი იმ ადგილს დავუბრუნდებით,
სადაც პირველად შევხვდით ერთმანეთს,
დაგაჯერებ, რომ გრავიტაციის
კანონის ძალით დროც კი შევცვალეთ
და კიდევ ერთი დუბლის იმედით,
ისევ იმ ძველი რწმენის თანახმად,
(იქნებ მოვიდეს...) გიმზადებ სადილს,
ისე, რომ არც კი ვიცი, სადა ხარ...
შიში ყოველთვის დროულად მოდის
და თან შენი ხმის ინტონაციით
ამბობს, რომ ჩემი დაღლილი გული,
ცეცხლი, რომელიც ნაცრად აქციე,
აღარც კი ბჟუტავს, რომ დაინახო
და ასე მაინც მომაგნო ბნელში,
მე კი მაშინებს ერთი სიზმარი,
სადაც ქვადქცეულ მოლოდინს გესვრი
და მოგონება, რომელშიც ჩამრჩი,
თევზივით სხლტება მღვრიე გუბიდან,
რომ გავიღვიძო საკუთარ თავში
ამ უადგილო სიყვარულიდან.
მე მაინც ვერ გთმობ, ჩემი არაფრის
უგემურ შიმშილს თვალს ვერ ვუსწორებ,
ისევ ორისთვის ვუკვეთავ სადილს
და კამათლებსაც ჩემს თავს ვუგორებ...
ვიცი, არ მოხვალ, მეც დავიღალე,
აღარ დაბრუნდე ჩემი გულისთვის,
მე მხოლოდ მინდა, მადლობა გითხრა
ამ უცნაური სიყვარულისთვის.
თამთა დოლიძე
სიცოცხლე ის კი არაა რაც იყო, არამედ ის რაც დარჩა...
და შენ იქ არ ხარ.
რა მწარეა,
როცა აღმოაჩენ,
რომ თურმე არასწორად შერჩეულ ადამიანებს ელაპარაკები,
დაუჯერებლად თავგანწირული გულწრფელობით.
რა სირცხვილია.
სად დაიმალო აღარ იცი.
ან უკან როგორღა დაიბრუნებ
მათი გულების ბნელ საწყობში
შეზიდულ შენს საწყალ სიტყვებს?
ან მეხსიერებაში როგორ შეუძვრები
ყველა აბზაცის წასაშლელად,
სადაც შენი მცივანა ამბები აქვთ შეყრილი
- მაცივარივით გაყინულ ფაილებში.
კიდევ კარგი,
მთავარი არასდროს არავისთვის გითქვამს.
კიდევ კარგი,
მთავარი სათქმელი სადაც დევს,
ამოქოლილია ყველა ღრიჭო
და გულითაც რომ მოგინდეს,
ვერავინ ვერაფერს გაიგებს შენს მეტი.
მაია სარიშვილი
რა მწარეა,
როცა აღმოაჩენ,
რომ თურმე არასწორად შერჩეულ ადამიანებს ელაპარაკები,
დაუჯერებლად თავგანწირული გულწრფელობით.
რა სირცხვილია.
სად დაიმალო აღარ იცი.
ან უკან როგორღა დაიბრუნებ
მათი გულების ბნელ საწყობში
შეზიდულ შენს საწყალ სიტყვებს?
ან მეხსიერებაში როგორ შეუძვრები
ყველა აბზაცის წასაშლელად,
სადაც შენი მცივანა ამბები აქვთ შეყრილი
- მაცივარივით გაყინულ ფაილებში.
კიდევ კარგი,
მთავარი არასდროს არავისთვის გითქვამს.
კიდევ კარგი,
მთავარი სათქმელი სადაც დევს,
ამოქოლილია ყველა ღრიჭო
და გულითაც რომ მოგინდეს,
ვერავინ ვერაფერს გაიგებს შენს მეტი.
მაია სარიშვილი
▪️
ღაწვებთან აწვება სულს მარტი,
შეიკრავ გაღეღილ საკინძეს
ყულფივით! არავის უყვარდი!
არავის უყვარდი! გაგიძლეს!
Miranda Eristavi
"ერთხელ ერთმა ბიჭმა არსიყვარული ამიხსნა.
ერთ შორეულ ბავშვობაში, ერთ შორ სოფელში, ზაფხულის ერთ ძალიან მშვენიერ დღეს, დადგა ჩემი ეზოს კართან ერთი მშვენიერი ბიჭი და ჩემი სახელი დაიძახა.
გავედი.
საქმე მაქვსო, მითხრა. რაღაც უნდა გითხრაო. კარგი-მეთქი და მუხლები ამიკანკალდა.
არ მიყვარხარო. მინდა იცოდე, რომ არ მიყვარხარო. რატომ გგონია რომ მიყვარხარო?
ჯერ ხომ პატარა ვიყავი ისედაც, და უცებ დავიწყე დაპატარავება. უცებ გაიზარდა გარშემო ყველაფერი. ამაღლდნენ მთები, გაუზარმაზარდა გაგანიერებულ ცაზე მზე, ჩემი ეზოს ჭიშკარი უშველებელ ალაყაფად იქცა, გაიზარდა ბიჭი, ვეება დევივით დამყურებს თავზე და გრგვინავს: "არ მიყვარხარ, არა!"
მთელ ხეობაში დატრიალდა მისი ხმა, "არ მიყვარხარ, არა!" - გუგუნებენ მთები, ღრიალებს მდინარე.
მე კი ვდგავარ და თითქმის აღარ ვარ. ვცდილობ გავაგონო, რომ არა, არ მგონია, სულ არ მიფიქრია, რომ ვუყვარვარ, ავძახი ქვემოდან, ვყვირი, მაგრამ უკვე ისეთი ციცქნა ვარ, სულ არ ესმის ჩემი წრიპინი. უკან-უკან მივჩოჩავ, მარტო იმასღა ვფიქრობ, შემთხვევით ფეხი არ დამაბიჯოს და გამსრისოს.
ბოლოს ბიჭი გაჩუმდა. მიტრიალდა და წავიდა.
დიდხანს გუგუნებდა გარშემო მისი არსიყვარულის ექო.
დიდხანს მივდიოდი სახლისკენ, ალბათ რამდენიმე წელი.
დიდხანს ვტიროდი, ალბათ რამდენიმე საუკუნე.
დიდხანს ვცდილობდი, ისევ გავზრდილიყავი.
მერე დრო გავიდა. დამავიწყდა ის ამბავი. ის ბიჭი ძალიანაც შემიყვარდა და სულ-გულის გამათბობლად მახსენდება ხოლმე, თუ გამახსენდა.
მაგრამ ეგ არის, ხანდახან, როცა მზე განსაკუთრებით კაშკაშებს და ყველაფერი მშვენიერია, უცებ მიჩნდება შიში, რომ ვინმე დააკაკუნებს კარზე. მე გავაღებ კარს.
კართან იდგება კაცი. და ეს იქნება კაცი, რომელსაც ველოდები. შემომხედავს და მეტყვის: რაღაც უნდა გითხრა.
კარგი, - ვეტყვი მე და გულზე ხელებს ავიფარებ.
და ის იყვირებს: "არ მიყვარხარ, არა!"
ლია ლიქოკელი
https://saba.com.ge/about/sellerregistration
ჭრელი პეპელა გაფრინდა,
ღამის პეპელა დარჩა...
...სამი, ორი, ერთი...
ნუ გამიწყრება ღმერთი
საზრისი მაინც არ ჩანს,
ხელახლა დათვლა მინდა...
ამჟამად არ მსურს, რაიმეს დემონსტრირებას ვახდენდე, ვინმეს ვაკვირვებდე ან ვართობდე ან რამეში ვარწმუნებდე.
ჩემი მიზანია აბსოლუტური დასვენება.
მინდა, არ ვიცოდე არაფერი,
არავის არაფერი ვასწავლო,
არ მსურდეს არაფერი,
არაფერი ვიგრძნო.
მინდა დავიძინო, ვიძინო და ვიძინო, რაც შეიძლება, დიდხანს”
შარლ ბოდლერი
თარგმანი ნ.დარბაისელის.
|