დღიურები


ნეფერტარის “ბედუინი“ 15 აგვისტოდან წიგნის მაღაზიებში გამოვა, მსურველებს შეგიძლიათ შეიძინოთ     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში



Book Transforming Itself Into A Woman


დღიური: ემილი1999.
https://www.facebook.com/Diasamidze.Mari
ემილი1999 2018-08-08 20:53:25



რატომ დამივიწყე მე, მარიამ,
რატომ დამივიწყე?

შენი კალთა ფოთლებით ივსება,
ხოლო მე კი თავს გუბეში ვრგავ.
ქუჩაში გდია მკვდარი,
ქარი ახურავს საბანს...

როცა მე გავჩნდი,
მთვარემ თმები ჩამოიშალა,
ხოლო ქალწულმა ვარსკვავებმა ტუჩზე იკბინეს,
ბებიაქალი ამტკიცებდა -- დაიბადაო!
შენ არ იყავი იქ, მარიამ,
შენ არ დაგბრალდეს,
მე ქუჩაში მანქანა გამსრესს.

ესაა ქალაქი,
სადაც ადამიანს სასო წარეკვეთება საყელოს შეკვრისას,
რადგანაც უნდა გამოვიდეს დილის ქუჩაში,
გამოეთხოვოს სიმარტოვეს,
ღამით ნათბილარს,
და ყელწაგდებით შეჰღაღადოს:
-- გამარჯობა, დღევ,
მე კვლავ ხელცარიელი ვდგავარ შენს წინაშე,
ნუ მიმცემ კაცთა დასაჭმელად,
ნუ დამტანჯავ მოუპოვრობით!

სერზე დამრჩალი მგელიც განა ასე ყმუილით
არ იფარავს ხოლმე მთვარეს დღის სინათლისგან?
ეხვეწება -- ნუ წახვალო,
ვით თავის მკერდზე გამთბარ სატრფოს.

მაგრამ წავიდა...
დღე წავიდა,
ღამე წავიდა,
სატრფო წავიდა
და ცხოვრებამაც
წარმავალ გრძნობების ხეივნებით
ჩაიარა, წავიდა.

და შენ დაგავიწყდი მე, მარიამ,
თითქოს რაიმე სიჩქარეში დაგრჩი სადმე და ვერ იხსენებ,
თითქოს სხვაგან გემყუდროვა
და აღარ გსურს ჩემი ხსენებით პირი იმწარო,
თითქოს ასეთი დიდი იყოს
ჩვენი ქალაქი.

II

ყველაფერს ახსოვს ჩემი მისამართი --
ამ მიწის სურვილს,
შიშის ელდას,
მოვალეობას,
და მხოლოდ ერთმა -- სიყვარულმა
ვერ გაიგნო გზა ჩემს სახლამდის.
მეც არა ვცდილობ
გავეგებო და წინ დავუხვდე,
რადგანაც უკვე მივეჩვიე,
რომ ყველაფერი, რასაც უნდა ჩემი სისხლი, თვითონ მპოულობს.
ფანჯრები ღია მაქვს, კარებები ჩამოგლეჯილი
და ორპირ ქარში ვშრები, როგორც
თიხის ქანდაკი.

III

ვაშლი რომ ყუნწს მოშორდება,
რას გაიფიქრებს?

როცა ქარი ქრის,
იგი, ვიცი, საიდანაც ქრის
და შემიძლია გავარკვიო ჩემი პალტოს საყელოთიც,
ხის კენწეროთიც.
როცა ქარი ქრის,
იგი, ვიცი, საიდანაც ქრის,
მას შეუძლია
მე ქაღალდის ნახევთან ერთად
შემაგდოს უცხო სადარბაზოში,
რათა ვიხილო ქალი -- ზევით,
სადაც კიბე უჩინარდება.

როცა ქარი ქრის,
იგი, ვიცი, საიდანაც ქრის,
მაგრამ საიდან მოგელოდო შენ,
ჩემო ტკბილო, უნახავო, უფერებელო
და ტყუპისცალო!
-- ფუი, შენ!
ვასწრებ ვუთხრა ჩემს თავს ყველა სარკეში
და ვშორდები ამ წუთისოფელს.
IV

ნეტვი როდის დამინახე,
როდის მოცდა შენი მზერა,
შენი თვალები?
საფლავის ქვაზე ჩამომჯდარი,
მწვანე მოლის სარკეში მნახე?
გზაჯვარედინზე
სიგარეტს რომ ვუკიდებდი
მანქანების გამოჯავრებით,
მაშინა მნახე?
მოწამლულმა და სიცხიანმა
უცხო მხარეში
თვალები რომ დავხუჭე და სიკვდილს დავნებდი,
შენ მითხარი, ”გაახილეო”?
მთვრალს რომ გამარტყეს და გაიქცნენ, შენ ამაყენე?
სირცხვილის შემდეგ რომ დავწვები მე ჩემს ლოგინში
და ეკალასხმულ ბალიშზე რომ თავს ვერ ვაჩერებ,
გარიჟრაჟზე შენ მეუბნები --
”დაიძინე, ჩემო შვილო, დაიღალეო”?
შენ აგროვებ შენს კალთაში ჩემს საწყალ ცრემლებს,
რომელთაც მე გზადაგზა ვაბნევ,
აგროვებ, რათა გეში არვინ აიღოს ჩემზე?
მზეს შენ მაყვარებ?
შენი არის დღე, ღამისგან დანაბარები?

ჩემს სიზმრებში
ხანდახან ქალი თუ შემოყოფს
თავის გრძნეულ ფეხს,
მას შენ აქეზებ?

რატომ დამივიწყე მე, მარიამ,
რატომ დამივიწყე?

ბესიკ ხარანაული

დღიური: მინდელი.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მინდელო

მოგესალმებით
ვეცდებით შეძლებისდაგვარად შევარბილოთ სიმკაცრე 

შენ ახლა პირველ ნაბიჯებს დგამ და მთელი ურაკპარაკი გიყურებს
არ გეშინია?
ნ-ი-კ-ი 2018-07-19 12:05:04

ეს ექსპრომტი ჩემგან, არსაწყენად:

მე წავიკითხე თქვენი ლექსები
რატომღაც მაგრამ არ ვიცი რატომ,
აქ უცნაური ყველაფერია
სევდაც ერია, ბევრი ფერია,
სამყაროც მასში ატმისფერია,
მითხარით რატომ უცნაურობა,
განსხვავებული ეს  პოეზია
თქვენს ცხოვრებაში რა მიზეზია.

                              ნ ე ქ ტ ა რ ი.
ნექტარი 2018-07-16 10:57:36

დღიური: მუხა.
8. მადლობა მუხა მადლობა.
არ ვიცოდი ეს კილო თუ გიყვარდათ და სასიამოვნოც იყო თქვენთვინ მუხა.
ახლა ეს ექსპრომტი ფშაურ კილოზედ მუხას ჩემგან სულიერ  სიამოვებისად :

ამოდის ხანდროს მზეც ცაზე
ხანდროს ცა მარტო ნისლია
ბევრსაც უნატრავ ბევრ რაიმ
ხონჩით არც ვის რა მისვლია
რას იზამთ ღრუბელთ წესია
ცად მუდამაც რო ილიან
მუზაც რო მოდის ხალისად
მარტო მადლ  არა ხიბლია
ჩვენთან მოდიან ვინც გვიყვარს
გულსა გვტკენენ და მიდიან,
ჩვენ რას გავხდებით ეგრეა
ბეწვის ხიდ ხიდთა ხიდია
აქ სავალს ვერავინ უგებს
საწუთრო უნდო ფლიდია
ზოგისთვინ სუ მზე კაშკაშებს
ზოგისთვის მუდამ ბინდია,
სამყარო ტკბილიც ლამაზიც
სამზეოზედაც დიდია.
ეს გული ნაკუწნაკუწი
ცრემლად დის მაინც მშვიდია.
ნექტარი 2018-07-10 22:18:07









დღიური: მინდელი.
პირველი ნაბიჯი თქვენთან
ყოველთვის ვწერდი. ლექსებსაც..
მერე ამ ნაწერებს ვანადგურებდიხოლმე. რატომ? რატომ და არ მინდოდა როდესმე წამეკითხა ჩემივე შექმნილი, არ მინდოდა თავიდან განმეცადა ის, რასაც იმ პერიოდში და წერის დროს განვიცდიდი. როცა არაფერი მაწუხებს არაფერს არ ვწერ, ვერ ვწერ.
მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში რაც მიფიქრია, მიგრძვნია და დამიწერია ისღა შემომრჩა. ლექსებიც..
დიდხანს ვფიქრობდი ამ საიტზე საერთოდ დამეწერა თუ არა რამე და რატომღაც დღეს გადავწყვიტე. გადავწყვიტე იმიტომ, რომ ფურცლებზე წერა აღარ მინდა და მინდა სხვისი აზრიც მოვისმინოხოლმე კონკრეტულ ქმნილებებზე.
ასე რომ მოგესალმებით, მე აქ ახალი ვარ, ძალიან ახალი და მკაცრად ნუ განმსჯით.

პატივისცემით
მე
მინდელი 2018-07-09 16:35:37




დღიური: სმარიამი.
..

"ვდგავარ-
და არ მჯერა შენი თითების,
რომლებიც დამძიმდნენ."
სმარიამი 2018-07-08 02:27:32

დღიური: კობა_ბ.
ნ ა ხ ა ტ ი უ ნდ ა  ყოფილიყო

მე კი მეგონა იქნებოდა ნახატი სული,
სახეც ისეთი დახატული წარმომედგინა
როგორც სხეული ალეწილი სირცხვლისაგან
და მიყრუებულ სოფლის თავში ძაღლი წკმუტუნით
როგორ მეგონა იქნებოდა სულში თაფლივით
ჩაღვრილი გენი და სოცრად მარტივი გზები
აქ არაფერი არ ყოფილა სულაც იოლი
მე დუმილს დავხრავ აღარ ვიტყვი რასაც კი ვხვდები
რაც ჩვენში ითქვა არ ყოფილა ისიც მართალი
ქარი ჩამომცდა თან მიჰქონდა ბედის ნათალი
ნაბიჯს ვითვლიდი და იმათში იმედსა ვდებდი
და ვიცი ისიც რომ მცირედში ისევე ვცდები
დარჩენა არ ღირს მეც ამიტომ მივდივარ ვდგები.
იქ სადაც არ სჯობს დამიობლდა სული სარჩენი.
ნექტარი 2018-07-07 22:21:40

ფერები....




დღიური: ანი-ანინა.
ფეხაკრებით შემოვედი სახლში,უცნაური შიშის გრძნობა მქონდა,ფრთხილად ჩავაქრე სინათლე,არმინდოდა ვინმესთვის სიმყუდროვე დამერღვია,მითუმეტეს დედაჩემი გამეღვიძებინა…თითისწვერებით შევირბინე ჩემს ოთახში,ზაფხულის ფარფატა კაბით,რომელიც ტანზე მელამურებოდა.ისეთი შეგრძნება მქონდა,თუ ოთახში “შევასწრებდი”,გადავრჩებოდი.გადავურჩებოდი…რას? მარტივი მისახვედრი არაა რას,ვის,როგორ,მაგრამ მე მხოლოდ გადარჩენა მსურდა…ხანდახან არაა აუცილებელი, ზედმეტი, ღრმა ფიქრი იმაზე,რაც გკლავს,გაშინებს…ჰო,მეშინოდა,მეშინოდა,გავრბოდი,მაგრამ არვიცი რატომ.ყველაზე რთულია დაემალო რეალურ,მაგრამ ამავდროულად გამოგონილ შიშს,რომელიც სადაცაა მოგწვდება,კოჭში მოგკიდებს ხელს და წაგაქცევს…მერე რა მეშველება,ჩემი “კაბა” დამეხევა,დედასაც გაეღვიძება,მერე რას ეტყვიან ჩემი თვალები…ყველაზე რთული საყვარელი ადამიანისგან დამალვაა,იმ სევდის დამალვაა,რომელიც კარებში დგომისას გაქვს…შეასწრებ,შენ აუცილებლად შეასწრებ,იმიტომ რომ დილით ბედნიერი უნდა ადგე და ფინჯანი ჩაი მიირთვა დედასთან ერთად,მის სიყვარულით სავსე თვალებს უყურო,რომელიც ყოველ დილით სემოგციცინებენ,შემდეგ ჩაიცვა კოპლებიანი,მუხლებამდე,სიფრიფანა კაბა და მზეს მოელამურო. მზის სხივებს ხომ ყოველ დილას უხარია შენი მზიანი,ლამაზი სახის დანახვა… მეეზოვეც ადგილზე დაგხვდება,რომელსაც ჩვევად აქვს ყოველ დილას შენი ცქერით ტკბობა.სამსახურშიც ელოდებიან მზიან გოგოს,რომელიც ყოველთვის ბედნიერია… ☺
ანი-ანინა 2018-07-04 23:41:33


1 2 3 ... 1484 1485 1486