ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია პაპიძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
26 იანვარი, 2011


ქართველი "ამერიკელები"

ემიგრაცია – ჩვენი ქვეყნის ერთ–ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხი...
უამრავი ნიჭიერი ადამიანი დაეკარგა საქართველოს და სამწუხაროდ ეს დანაკარგი დღითი დღე უფრო და უფრო მძიმე ფორმებს იძენს.
ჩვენი ქვეყნის მძიმე ბედის გამო ოდითგანვე წყდებოდნენ ფესვებს ქართველები და ამის მიზეზი ათასგვარი და მტკივნეული იყო: მონათა ბაზარი, რეჟიმს გაქცევა, ეკონომიური რესურსების ძიება, ომი,  ხელოვნების და სპორტის მაღალი საფეხურებისკენ  სწრაფვა  და სხვა მრავალი რამ შეიძლება ჩამოვთვალოთ და ჩამოვცრემლოთ „დაკარგულების“  „გასამართლებლად“.
ამ  სტატიაში მინდა მოგითხროთ ამერიკის შეერთებულ  შტატებში მიგრირებული ქართველებსა და მათი წარმატებების შესახებ.
პირველი ოფიციალური ცნობა ქართველთა აშშ–ში სტუმრობის შესახებ ჩნდება 1890 წელს. 
12 გურული მხედარი პრინც ივან როსტომოვ–მაჭარაძის მეთაურობით მხედართა შეჯიბრებაზე ჩასულა. მათ სწრაფად მიუპყრიათ ამ ღონისძიების მაყურებელთა ყურადღება თავისი ენერგიულობის, განსაკუთრებული სტილის და დახვეწილი მხედრობის წყალობით.
შემდეგ უკვე 1910 წელს 30 ქალბატონისა და მამაკაცისგან  შემდგარი ქართველთა ჯგუფი ძმები რიდინგების ცირკის არენაზე  გამოსვლით იწვევდა მაყურებლის აღტაცებას.
პირველ მსოფლიო ომამდე სულ ცოტა ხნით ადრე კი აშშ–ს  ორმოცდაათამდე  ქართველი  ესტუმრა და დასავლეთ სანაპიროზე რკინგზის გაყვანის სამუშაოებში აქტიურად ჩაერთნენ. ზოგიერთი მათგანი სამშობლოში აღარ დაბრუნებულა და შორეულ კონტინენტზე არჩია დამკვიდრება.
მაგრამ პირველი დიდ ტალღას ქართველი ემიგრანტებისა 1921 წელს საბჭოთა რეჟიმს გამოქცეული არისტოკრატია, სამხედრო პირების და პოლიტიკური პირების ოჯახები შეადგენდნენ. ინგლისურის არმცოდნე და ეკონომიურად მძიმე პირობებსი მყოფმა ქართველებმა ურთულესი დღეები გადაიტანეს. ზოგიერთი ვერ შეეგუა ამერიკულ ცხოვრების წესს და ევროპაში დაბრუნებულები გერმანიაში, საფრანგეთში,პოლონეთში, თურქეთში,ბელგიაში და სხვა ქვეყნებში ემიგრირებულ თანამემამულეებს შეუერთდნენ. ზოგიერთნი კი დაქორწინდნენ ამერიკელ ქალბატონებზე ან დაივიწყეს თავიანთი წარმომავლობითი სიამაყე და თავის გადასარჩენად არანაირ სამუშაოს არ თაკილობდნენ.
ქართველი ემიგრანტების მეორე ტალღა მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე გამოჩნდა ამერიკაში: რომელშიც ძირითადად ომში ტყვედნამყოფი ქართველები და მათი ოჯახები შედიოდნენ (საბჭოთა კავშირში დაბრუნების შემთხვევაში მათ მინიმუმ ციხე ელოდათ) ამ ჯგუფში ასევე საბჭოთა რეჟიმს ომამდე გამოქცეული ქართველობაც შედიოდა.
ემიგრანტების ამ ნაწილს წინასგან განსხვავებით ნამდვილად გაუმართლა, რადგან მათი უფლებებისა დასაცავად და ახალი ცხოვრების დაწყებისთვის ხელშესაწყობად სპეციალურმა ორგანიზაციებმა იზრუნეს(მათ შორის „ტოლსტოის საზოგადოება“). დაასაქმეს სამხედრო, ინდუსტრიის, იურისპრუდენციის თუ სხვა პროფესიულ  სფეროებში.
მესამე ტალღის ემიგრანტები ეკონომიკური, რელიგიური, საგანმანათლებლო, ბიზნეს თუ სხვა ოჯახური მიზეზების გამო ეწვივნენ შორეულ კონტინენტს და ძირითადი დასახლებები ნიუ–იორკის, ვაშინგტონის, ბოსტონის, დეტროიტის, ჩიკაგოს, სიეტლის, ატლანტასა და ლოს–ანჟელესის სიახლოვეს შექმნეს.
ამგვარად აშშ–ში ქართველთა ემიგრაცია დღემდე ინტენსიურად გრძელდება და ძირითადად დღესდღეობით ეს ჩვენს ქვეყანაში გამეფებული სიდუხჭირის გამოისობით ხდება.
მაგრამ..... სამშობლოსგან შორს – ზოგიერთმა მათგანმა შესძლო სახელის მოხვეჭა და დაფასებულ მოქალაქედ გახდომა.  წარმოგიდგენთ მათ:
სამხედრო სფეროში  უმაღლესი რანგის პირველი ქართველი წარმომადგენელი იყო – გენერალი ჯონ შალიკაშვილი, რომელიც ვიეტნამისა და კორეის ომის მონაწილე ვეტერანი იყო. შალიკაშვილი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მშობლებთან ერთად ჩავიდა ამერიკაში. დაამთავრა ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტი და 1958 წელს სამხედროებს შეუერთდა. 1992-1996 წლებში შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.
აკადემია და განათლების სფერო:
დოდონა კიზირია ლიტერატურის,კინოსა და თეატრის პროფესორი იყო ბლუმინგის ინდიანას უნივერსიტეტში.
თემურ ჯორჯაძე ნიუ იორკის პაის უნივერსიტეტის კინოსა და ხელოვნების დეპარტამენტის პროფესორი იყო.
ბალეტი და მუსიკა:
ჯორჯ ბალანჩინი (1904–1983)–ბალერონი, ქორეოგრაფი. ნიუ იორკის ბალეტის აკადემიის დამაარსებელი და დირექტორი. მუშაობდა მეტროპოლიტენ ოპერაში, შექმნა 200-ზე მეტი ბალეტ–წარმოდგენა, იყო რამოდენიმე ფილმის და ბროდვეის მიუზიკლის ქორეოგრაფი. ასევე დაწერა წიგნი „101 საბალეტო ისტორია“.

ლექსო თორაძე – პიანისტი, 1983 წელს ნიუ იორკის ფილარმინიის ორკესტრს შეუერთდა.
გიორგი ჭავჭავაძე – (1904-1962)– ცნობილი საერთაშორისო დონის პიანისტი.
ლიტერატურა:
გიორგი პაპაშვილი – (1898-1978)–ემიგრაციის შემდეგ 1920 წელს იქორწინა ამერიკელ ქალზე ჰელენ უაითზე და მასთან თანაავტორობით გამოსცა წიგნი (შემდეგში ბესტსელერი) – „ყველაფერი შეიძლება მოხდეს „–(1944), სადაც მისი , როგორც ემიგრანტის თავგადასავლებია აღწერილი. ამ ნაწარმოების მიხედვით პარამოუნტ–ფიქჩერსმა კინო–ფილმიც გადაიღო. პაპაშვილმა და მისმა მეუღლემ ასევე გამოაქვეყნეს ნოველები „ყველა ბედნიერი დასასრული“(1956) და „შინ და შინ კვლავ“(1973), სადაც მწერლის და მისი მეუღლის საქართველოში დაბრუნების განცდებია აღწერილი.
სვეტლანა ალილუევა (ჯუღაშვილი,სტალინის ქალიშვილი)– ავტორი წიგნებისა „ოცი წერილი მეგობარს“(1967) და „მხოლოდ ერთი წელიწადი“(1969)– სადაც ამერიკის შესახებ მისი შთაბეჭდილებებია აღწერილი.
ვალერი ჩალიძე – მწერალი და პუბლიცისტი, რომელიც საბჭოთა კავშირში ადამიანთა უფლებებზე წერდა და მთელი მისი შემოქმედება ადამიანების უფლებების დაცვისკენ იყო მიმართული.
დავით ჭავჭავაძე – მწერალი, ლინგვისტი, პუბლიცისტი, დიდგვაროვანი ოჯახის წარმომადგენელი.
პოლ ჭავჭავაძე – (1899–1971)–მწერალი და პუბლიცისტი, თარგმნიდა ნაწარმოებებს ქართულიდან ინგლისურზე. (ასევე დიდგვაროვანი ოჯახის წარმომადგენელი)
ჟურნალისტიკის დარგში ყველაზე განთქმული ქართველთაგან იყო – ვლადიმერ ბაბიშვილი, საერთაშორისო კორესპონდენტი, რომელმაც „ამერიკის ხმისთვის“ დაახლოებით ოცი წელიწადი იმუშავა. ასევე თარგმნიდა ქართველი მწერლებისა და პოეტების ნაშრომებს.
კულინარია –
გიორგი პაპაშვილი და მისი მეუღლე ამ დარგშიც იჩენენ თავს და გამოსცემენ კულინარიულ სახელმძღვანელოს „რუსული სამზარეულო“, სადაც რუსულთან ერთად ქართული კერძებიც შეიტანეს.
გიორგი პაპაშვილის სახელს უნდა დავუკავშიროთ ქანდაკების სფეროც. მას ეკუთვნის რამოდენიმე ძალიან ლამაზი ნამუშევარი, მათ შორის „ქართველი ხალხური სიმღერების მომღერალი“, ეს ნაშრომი სხვა მოქანდაკეების ნამუშევრებთან ერთად აღბეჭდილ იქნა დოკუმენტურ ფილმში – „სილამაზე ქვაში“
მეცნიერება –
ალექსანდრე ქართველიშვილი – აერონავტიკის ინჟინერი, P-47-ის და S-84-ის შემქმნელ–დიზაინერი. მეორე მსოფლიო ომის და კორეის ომის დროს. ის არის ამერიკის რესპუბლიკური ავიაციის ფუძემდებელი.
სოციალური სფერო –
პრინცი თეიმურაზ ბაგრატიონი (1913-1992) საქართველოს მონარქიის დისიდენტი წარმომადგენელი „ტოლსტოის  საზოგადოების“ პრეზიდენტი მეორე მსოფლიო ომის დასრულების სემდეგ გახდა და ამ პოსტს გარდაცვალებამდე იკავებდა. მისი შემწეობით უამრავმა ევროპელმა და კავკასიელმა, აფრიკელმა და აზიელმა, ასევე ლათინო–ამერიკელმა ემიგრანტმა შესძლო ამერიკის მიწაზე ახალი ცხოვრების დაწყება.
ბიზნესი –
პრინცი არჩილ გურიელი – ჭყონია (1895-1955) აშშ–ში 1937 წელს ჩავიდა მეუღლესთან მადამ ჰელენა რუბენშტეინთან (1882-1965) (კოსმეტიკის დედოფლად წოდებული)ერთად. ისინი ძალიან მალე წარმატებულ ბიზნეს–წყვილად იქცნენ. მათ გახსნეს „გურიელის სააფთიაქო“ ორი ძირითადი ქალთა და მამაკაცთა კოსმეტიკური ხაზით. პრინცმა ასევე დაარსა „პრინცი მაჩაბელის“– "Prince Machiabelli" ხაზი სადაც რამოდენიმე პოპულარული პროდუქტი შედიოდა –"Cachet"1970, "Chimere"–1980 და ა.შ ამ პროდუქტებს არჩილის გარდაცვალების შემდეგაც არ დაუკარგავთ პოპულარობა.
აქვე უნდა მოგახსენოთ, რომ ეს არ არის მეორე სამშობლოში წარმატებით მოღვაწე ქართველ გამომგონებელთა თუ მოღვაწეთა სრული სია.
ვინ იცის რამდენი ნიჭიერი ქართველი აღიარების გარეშე დარჩა იქაც,იმ შორეთში და ჩვენამდე ვერ მოაღწიეს მათმა დამსახურებებმა!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები