ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰარირამა
ჟანრი: პოეზია
30 იანვარი, 2009


დარბივარ,ვცხოვრობ

დავრბივარ, ვცხოვრობ ცისფერ ციყვებთან,
მხიარული ვარ ,როგორც არასდროს
ხეზე,გაკვალულ ბილიკს მივყვები
და ბილიკისკენ გზასაც გაგანდობ.

თუმც საიდუმლოც არაფერია,
დილით მზით ვხარობ , თოვლიც მახარებს,
გუშინ , შვლის ნუკრზე ,დიდხანს ვტიროდი.
სასაცილოზე  გულით ვხარხარებ.

დაგვაძმაკაცეს ჩემმა  ციყვებმა ,
მე და პატარა ჩემი გოგონა.
"მამი სკოლაში , დღეს ერთმა ბიჭმა"
და სიყვარულის ახსნას მიყვება.

რა ვქნა ასე ვარ, მზით გავიხარე,დაღამებითაც,
და შორეული ვარსკვლავებშუქით,
რა საიდუმლო,რის საიდუმლო,
ღმერთი ყოველდღე  თითო დღეს მჩუქნის.

მჯერა რადგანაც კვლავ სიხარულით,
თოვლიან მზეებს ისევ მოგანდობ,
აღმოსავლეთით დავდგები  სახით,
პირჯვარს გადვიწერ და გეტყვი  გმადლობ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები