ნინო დარბაისელი
მკვახეთუთობა - - -
არ ვიცი, ახლა საბურთალოზე, ჩემს ძველ სახლთან, წინაეზოში დგას თუ არა ჩემი თუთისხე, ჩემი ტკბილმწარე მოგონებების შრიალა მოწმე, სახლზე მაღალი.
ასე მგონია, მასზე ვერასდროს ვერაფერს დავწერ, ისე ძნელია, მოუშუშებელ სიყვარულზე წრფელად იამბო.
და ამ ანამაც, ლამის სახლში შემოიჭრასო, ისე ამოთქვა, თავი მთლად უნდა გაიცეტო, რომ ამის მერე რამე ლექსში თუთა ახსენო.
არადა, რა ვქნა, მე - სხვა არავინ, ერთი მორჩილი, თუთისქვეშა ბავშვი ვიყავი და სამშობლოში თუთისქვეშა ბავშვობა დამრჩა.
აი ეს ბავშვი: მე - ხისქვემოდან მომლოდინე გვიანაპრილის ძლიერი ქარის, დამწიფებამდე ვერმომცდელი, ძლივს-ვარდისფერი, მომცრო მატლების მოტკბო სიმჟავით ენადამწვარი.
მე - შემოსულზე, დილაადრიან ცოცხით ხელში, ძირნაყარის მედგრად მხვეტავი, ვიდრე გასრესდნენ მოჩქარე ფეხით და მთელი ეზო მოითხვრებოდა.
მე - კიბისთავზე ჩამომჯდარი და მეზობლების საამაყოდ მოქათქათე თეთრეულებზე თუთანაჭამი ბეღურების ლურჯი ნასკლინტი და ბაბოჩემის მტკიცე პირობა: ,,ერთი, თუთობაც მოილიოს და მორჩა, მოვჭრიო”.
მე - თუთობისას უფროსების ფაციფუცში, დიდ სტუმრობაში გამალებით წინა ეზოში ფარდაგთა მფენი, თუთის რხევაში, შავი მატლების ტკბილ სეტყვაში ათასნაირ ჯამთა ამვსები, გადამვსები, სამეზობლოში დამრიგებელი.
მე - ბანაკიდან დაბრუნებული, ხისმჭრელების მკაცრი ხერხების დანატოვარი წვრილი ტოტების წამომკრეფი...
ტოტები მოჭრეს, მაგრამ ტანი მაინც დატოვეს. გამოდგებაო სარეცხის თოკის გამოსაბმელად - თურმე ურჩია მაშინ მჭრელებს მამიდაჩემმა. (მაშინ ვიგრძენი: ლმობიერდება მძვინვარე გულიც, მოოხებულზე თუ სარგებელი რამე დარჩება). შემდეგ გაზაფხულს გადანაჭრიდან ახალი ძალით ამოიყარა, მაგრამ იქ უკვე აღარ ვცხოვრობდი, ვიპარებოდი ბოლო ორი გაკვეთილიდან, ტროლეიბუსით ჩავუვლიდი და ამოყრილ ტოტებს ვუთვლიდი. იმ წელს - არა და, მოგვიანებით მოსაკითხად ერთი ჯამი ჩამწიფებული გამოგვიგზავნეს.
პირი ვერ ვახლე. საყლაპავი გადამეკეტა მე უპასუხო სათქმელებით, ,,მაგრამით”, ,თუთი” და სათითაოდ შეაცოცდნენ ჭიანჭველები, და მოინელეს სიამტკბილობით ხსოვნა სათუთი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. ძალიან ლამაზია..სევდანარევი.. რატომღაც სევდა ალამაზებს ყველაფერს..რატომ არ ვიცი..) 5 ძალიან ლამაზია..სევდანარევი.. რატომღაც სევდა ალამაზებს ყველაფერს..რატომ არ ვიცი..) 5
14. საოცრად თავისთავადი ლექსია. ბრავო, ქალბატონო ნინო! და ფინალია არაჩვეულებრივი! საოცრად თავისთავადი ლექსია. ბრავო, ქალბატონო ნინო! და ფინალია არაჩვეულებრივი!
13. მძიმეა ეს განცდა, რომ არ გემეტება და უძლური ხარ, ვერ ინარჩუნებ ძვირფასს. ფიზიკური დანაკარგი არ არის უკანასკნელი და საბოლოო. მძიმეა ეს განცდა, რომ არ გემეტება და უძლური ხარ, ვერ ინარჩუნებ ძვირფასს. ფიზიკური დანაკარგი არ არის უკანასკნელი და საბოლოო.
12. რა გამოვიდა არმენ, გაებუტე ხეს? ტოტებიც თქვენ მოაჭერით და კიდევ თქვენ ებუტებით? დაფიქრდი და შეგეცოდოს იქნებ როგორ ენატრები ხეს
მე შენს ადგილას აუცილებლად ავიდოდი, გავახარებდი :) ჰო, მართლა...
და მოგიკითხე აქვე პატივისცემით რა გამოვიდა არმენ, გაებუტე ხეს? ტოტებიც თქვენ მოაჭერით და კიდევ თქვენ ებუტებით? დაფიქრდი და შეგეცოდოს იქნებ როგორ ენატრები ხეს
მე შენს ადგილას აუცილებლად ავიდოდი, გავახარებდი :) ჰო, მართლა...
და მოგიკითხე აქვე პატივისცემით
11. მშვენიერია და წამოიღო მოგონებები :) ბავშვობაში სოფელში თუთის ხეზე შტაბი მქონდა მოწყობილი: ორ პარალელურ ტოტზე ძველი რკინის საწოლის ,,სეტკა" მქონდა ატანილ-დამაგრებული; შიგ ჩავეშვებოდი და ,,მეფე არტურის ზეობას" თუ ,,ტრისტანსა და იზოლდას" ვკითხულობდი. ხის მეორე მხარეს კაბინეტი მქონდა - ტოტები ისე იყო განლაგებული, ჩამოვჯდებოდი, ფეხებს ქვემოთ ჩამოვაწყობდი სხვა ტოტზე და ხელების დასალაგებელიც მქონდა, თითქოს მაგიდასთან ვიჯექი. ნახევარი ბავშვობა იქ მაქვს გატარებული :) ახლაც დგას ის ხე, მაგრამ ის ტოტები აღარ აქვს, მოვაჭერით და აღარ მეჩემება, მწიფობისას დასაკრეფადაც კი აღარ ავდივარ ხოლმე :) მშვენიერია და წამოიღო მოგონებები :) ბავშვობაში სოფელში თუთის ხეზე შტაბი მქონდა მოწყობილი: ორ პარალელურ ტოტზე ძველი რკინის საწოლის ,,სეტკა" მქონდა ატანილ-დამაგრებული; შიგ ჩავეშვებოდი და ,,მეფე არტურის ზეობას" თუ ,,ტრისტანსა და იზოლდას" ვკითხულობდი. ხის მეორე მხარეს კაბინეტი მქონდა - ტოტები ისე იყო განლაგებული, ჩამოვჯდებოდი, ფეხებს ქვემოთ ჩამოვაწყობდი სხვა ტოტზე და ხელების დასალაგებელიც მქონდა, თითქოს მაგიდასთან ვიჯექი. ნახევარი ბავშვობა იქ მაქვს გატარებული :) ახლაც დგას ის ხე, მაგრამ ის ტოტები აღარ აქვს, მოვაჭერით და აღარ მეჩემება, მწიფობისას დასაკრეფადაც კი აღარ ავდივარ ხოლმე :)
10. ძალიან კარგი ლექსია ქალბატონო ნინო
თუთისქვეშა ბავშვი :) მაგარ!
5 ქულა
ძალიან კარგი ლექსია ქალბატონო ნინო
თუთისქვეშა ბავშვი :) მაგარ!
5 ქულა
9. ძალიან მაგარია. ძალიან მაგარია.
8. თბილია და არ ვეთანხმები აზრს, რომ ანას გარდა თუთაზე არ უნდა წეროთ:)) თბილია და არ ვეთანხმები აზრს, რომ ანას გარდა თუთაზე არ უნდა წეროთ:))
7. მაშინ, აწი ლექსებს კი არა, პირდაპირ კომენტარებს დავწერ) მაშინ, აწი ლექსებს კი არა, პირდაპირ კომენტარებს დავწერ)
6. მადლობა მიხარია, სერენა, დათო! დათო, თქვენი კომენტარი ლამის უკვე პოეზიაა. მადლობა მიხარია, სერენა, დათო! დათო, თქვენი კომენტარი ლამის უკვე პოეზიაა.
5. გუშინ წააქციეს ქუთაისში ერთი თუთის ხე, არც დააცალეს სახლში შემოჭრა.ხე რომ გვიყვარდება,ეს იმით აიხსენაბა, რომ ჩვენი სახლია... ჩვენდაუნებურად გვიყვარდება.. ხეები, დგომა, მათი სევდა, შემოდგომა მიუსვლელი, შორეული და ეს მბები, ცალკეა კიდევ. გუშინ წააქციეს ქუთაისში ერთი თუთის ხე, არც დააცალეს სახლში შემოჭრა.ხე რომ გვიყვარდება,ეს იმით აიხსენაბა, რომ ჩვენი სახლია... ჩვენდაუნებურად გვიყვარდება.. ხეები, დგომა, მათი სევდა, შემოდგომა მიუსვლელი, შორეული და ეს მბები, ცალკეა კიდევ.
4. მუხა ქუთაისშიც ბჟოლას ვეძახდით თუთას და შენი კომენტარის წყალობით გავაცნობიერე რომ აღარც მე მის მერე აღარასოდეს შემხვედრია თუთა ))))
ამ მოთხრობამ მართლაც ბევრი რამ გამახსენა. ისე თუ ხართ დაკვირვებული რომ ბავშვობაში და ხშირად მერეც, ხეები განსაკუთრებულად გვიყვარდება, ნეტა რატომ? მუხა ქუთაისშიც ბჟოლას ვეძახდით თუთას და შენი კომენტარის წყალობით გავაცნობიერე რომ აღარც მე მის მერე აღარასოდეს შემხვედრია თუთა ))))
ამ მოთხრობამ მართლაც ბევრი რამ გამახსენა. ისე თუ ხართ დაკვირვებული რომ ბავშვობაში და ხშირად მერეც, ხეები განსაკუთრებულად გვიყვარდება, ნეტა რატომ?
3. მომეწონა კარგია . მე მაგალითად სანამ სკოლაში შევიდოდი არც ვიცოდი, თუთას თუ თუთა ერქვა. ეს იყო ბჟოლი გურულად, ბავშვობაში არც არსად მინახავს გურიის გარდა, ბებიას ოდის წინ ერგო და ისეთი გემრიელი იყოო, ზუსტად ჩვენი ჩასვლის დროს მწიფდებოდა, შავი არა თეთრი ყურძენივით იყო, კაი დრო გამახსენე
მომეწონა კარგია . მე მაგალითად სანამ სკოლაში შევიდოდი არც ვიცოდი, თუთას თუ თუთა ერქვა. ეს იყო ბჟოლი გურულად, ბავშვობაში არც არსად მინახავს გურიის გარდა, ბებიას ოდის წინ ერგო და ისეთი გემრიელი იყოო, ზუსტად ჩვენი ჩასვლის დროს მწიფდებოდა, შავი არა თეთრი ყურძენივით იყო, კაი დრო გამახსენე
2. მადლობა, ნინა! მადლობა, ნინა!
1. შესანიშნავია, ძალიან მომეწონა! შესანიშნავია, ძალიან მომეწონა!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|