ნინო დარბაისელი
აქანდაზი - - -
ფოთლის გორებს ქარი მტაცებს და ჰაერში ატრალებს, შორით-შორად ვხედავ ლანდებს, ლანდებს დილაადრიანებს.
ვხვეტავ ფოთლებს, ვხვეტავ ბოთლებს, ერთჯერადებს ვხვეტავ შპრიცებს... გაციებას ვუწამლეთო, ვინ ოხერი დაიფიცებს.
ფულო, ძნელად საშოვნელო, რა ადვილად დასახარჯო, ყოველ დილაუთენია სუსხში უნდა გავიტანჯო,
ეს ფოთლები არ ილევა, სხვა საშველი აქ არ არი, კოჭებამდეც ამომწვდება, თანაც, თუა ნაქარალი.
ხან გიჟები ჩამივლიან, დამიწყებენ აქ ანდაზებს, ეს ხომ ქარვის თოვლიაო, რად ავსებო აქანდაზებს.
ერთმა მითხრა: ,,ძმაო, ამ ცეცხლს ნეტა რას ეჩალიჩები, დე, გვეფინოს გზაზე ალვის და ნეკერჩხლის ხალიჩები!"
ფოთლებს მწარე კვამლი ასდის, ქარი მონაქროლი ანთებს.. სხვამ მიბრძანა, ნუ გვიწვავო წაუკითხავ ფოლიანტებს.
საქმე თითქმის მოვილიე, მძიმე, სულის შესახუთი, ბოლო პირით აივსება აქანდაზი, ასე, ხუთი.
მთელი წელი - იოლია, შემოდგომა არის ძნელი, ფოთოლცვენა იყოს ნეტა თვეში ერთხელ, ქარიც - ნელი.
რა სჯობია, მოითმინო, ჯამაგირს რომ ელი, ელი.. თუ ცოლ-შვილის კარს მიადგე, სუმთლად ჯიბეცარიელი?
ყველა გაიკრიფებოდა, დამიხვდება მარტო ცოლი, მაგიდაზე - ცხელი ფაფა, გვერდით ტახტი - მისაწოლი.
ვერა ჯაფა ვერ აავსებს ამ, ოჯახის ხრამს თუ ხაროს... ვინც ზამთარი მოიგონა, იმის სულმაც გაიხაროს!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
47. ძალიან დიდ საქმეს აკეთბეთ ქალბატონო ნინო. ჩვენ გაცნობიერებულიც კი არ გვაქვს იმდენად დიდ საქმეს. :) მადლობა თქვენ. 5.
ძალიან დიდ საქმეს აკეთბეთ ქალბატონო ნინო. ჩვენ გაცნობიერებულიც კი არ გვაქვს იმდენად დიდ საქმეს. :) მადლობა თქვენ. 5.
46. კიდევ ერთხელ, უღრმესი მადლობა, ქალბატონო ნინო, ძალიან გამახარეთ. :-* კიდევ ერთხელ, უღრმესი მადლობა, ქალბატონო ნინო, ძალიან გამახარეთ. :-*
45. დევი
წუხელ მესიზმრა წითელი მთვარე- უსულო მამა-ყელგამოჭრილი, მზე აჰყოლია თამაშში ქარებს- ტოტზე თოკია, დედა-მორჩილი. გულზე შანთივით მეწვის ჯვარი და... ვიცი ჩემთვისაც არ გათენდები. თქვენ დაიმალეთ, რომ არ შეშინდეთ, ან აიფარეთ თვალზე ხელები.
20.04.2015.
I saw the crimson moon in my dream last night. I saw my daddy, he was dead . Someone cut his throat. The sun was playing with the winds . The sun so high and bright! My Humboldt mommy -she was hang , that branch was so broad.
And my chest is burning so. This cross is my brand . I know today I’ll die. I know my life will end.. Go hide, unless you’ll be frightened Or cover your eyes with you hand… დევი
წუხელ მესიზმრა წითელი მთვარე- უსულო მამა-ყელგამოჭრილი, მზე აჰყოლია თამაშში ქარებს- ტოტზე თოკია, დედა-მორჩილი. გულზე შანთივით მეწვის ჯვარი და... ვიცი ჩემთვისაც არ გათენდები. თქვენ დაიმალეთ, რომ არ შეშინდეთ, ან აიფარეთ თვალზე ხელები.
20.04.2015.
I saw the crimson moon in my dream last night. I saw my daddy, he was dead . Someone cut his throat. The sun was playing with the winds . The sun so high and bright! My Humboldt mommy -she was hang , that branch was so broad.
And my chest is burning so. This cross is my brand . I know today I’ll die. I know my life will end.. Go hide, unless you’ll be frightened Or cover your eyes with you hand…
44. სერენა
The world
-This world was created And man also And giants hold up all that On their shoulders,- they say and someone naive believes it. (If you believe so, you have to believe in existence of a fortune also) They argue with you.
Some say we lived on a turtle shell and that shell was skirting the cost line! People lost their minds!
I am telling you, don’t listen to anyone. Get up, go ahead, leave this world! These myths will make you tired!
Yesterday, in the street I saw a skinny boy carrying the whole world on his shoulders. I became ashamed of my false belief. “Daddy, see a dove!”... and he looked here and there. Nothing special, I just recall how his kid sitting on his shoulders Reached up the sky.
And It made me understand, we have our own world and our myth, As a redeemed belief... The skinny boy.... სერენა
The world
-This world was created And man also And giants hold up all that On their shoulders,- they say and someone naive believes it. (If you believe so, you have to believe in existence of a fortune also) They argue with you.
Some say we lived on a turtle shell and that shell was skirting the cost line! People lost their minds!
I am telling you, don’t listen to anyone. Get up, go ahead, leave this world! These myths will make you tired!
Yesterday, in the street I saw a skinny boy carrying the whole world on his shoulders. I became ashamed of my false belief. “Daddy, see a dove!”... and he looked here and there. Nothing special, I just recall how his kid sitting on his shoulders Reached up the sky.
And It made me understand, we have our own world and our myth, As a redeemed belief... The skinny boy....
43. ა. ჯავახიშვილიც ვთარგმნე, მაგრამ ჩანს, აქ არ დამიდია. ვინაა შემდეგი? პირადით იქნებ გამოუშვათ ტექსტი. ა. ჯავახიშვილიც ვთარგმნე, მაგრამ ჩანს, აქ არ დამიდია. ვინაა შემდეგი? პირადით იქნებ გამოუშვათ ტექსტი.
42. ფინქ ფლოიდი
*** Apparently happiness is like fear. You desire it, but on the other hand you try to escape from its holiness and cleanness. When everybody hurries home you stay alone in a street. It was raining... A cloud covers a city with a blanket of a man tortured with bad dreams.. It helps us, neglected, exchanged on a shadow, ugly looking... It hides us from the sun. Here everything is relative. A sky with clouds Or without them... but solitude is plural. You accompany with drops or juggle jumping promptly from a puddle to a puddle and you assume, you are alone, but you see how a stranger comes towards you with the same emotions, the same proportions, the same features, the same gaze. He even sings like you, He is alone and with you same time... and behold here is a second of Meeting of two stranger souls.. You don’t say hello, only whispering or being astonished you permanently murmur you say, you shout, you get calmed. You understand: He is you and everything you see is you also. You'll hold his hand and you’ll show him this unfamiliar environment calmly. This was worthy of it. It was raining in the street...
ფინქ ფლოიდი
*** Apparently happiness is like fear. You desire it, but on the other hand you try to escape from its holiness and cleanness. When everybody hurries home you stay alone in a street. It was raining... A cloud covers a city with a blanket of a man tortured with bad dreams.. It helps us, neglected, exchanged on a shadow, ugly looking... It hides us from the sun. Here everything is relative. A sky with clouds Or without them... but solitude is plural. You accompany with drops or juggle jumping promptly from a puddle to a puddle and you assume, you are alone, but you see how a stranger comes towards you with the same emotions, the same proportions, the same features, the same gaze. He even sings like you, He is alone and with you same time... and behold here is a second of Meeting of two stranger souls.. You don’t say hello, only whispering or being astonished you permanently murmur you say, you shout, you get calmed. You understand: He is you and everything you see is you also. You`ll hold his hand and you’ll show him this unfamiliar environment calmly. This was worthy of it. It was raining in the street...
41. კომენტარებიანად! რა ამაყია და რა ლამაზი ჩვენი სახლისა და აქოური ურაკის აქანდაზი! კომენტარებიანად! რა ამაყია და რა ლამაზი ჩვენი სახლისა და აქოური ურაკის აქანდაზი!
40. ან...
წუხელ მესიზმრა წითელი მთვარე- უსულო მამა-ყელგამოჭრილი, მზე აჰყოლია თამაშში ქარებს- ტოტზე თოკია, დედა-მორჩილი. გულზე შანთივით მეწვის ჯვარი და... ვიცი ჩემთვისაც არ გათენდები. თქვენ დაიმალეთ, რომ არ შეშინდეთ, ან აიფარეთ თვალზე ხელები.
20.04.2015.
ლექსი ეძღვნება სირიელ ბავშვებს, გამიხარდება თუ მისი თარგმანიც იარსებებს. წინასწარ გიხდით მადლობას :* ან...
წუხელ მესიზმრა წითელი მთვარე- უსულო მამა-ყელგამოჭრილი, მზე აჰყოლია თამაშში ქარებს- ტოტზე თოკია, დედა-მორჩილი. გულზე შანთივით მეწვის ჯვარი და... ვიცი ჩემთვისაც არ გათენდები. თქვენ დაიმალეთ, რომ არ შეშინდეთ, ან აიფარეთ თვალზე ხელები.
20.04.2015.
ლექსი ეძღვნება სირიელ ბავშვებს, გამიხარდება თუ მისი თარგმანიც იარსებებს. წინასწარ გიხდით მადლობას :*
39. ქალბატონო ნინო! როგორ გაგვახარეთ თქვენი ადამიანური და კეთილი გადაწყვეტილებით :) <3 მსურს, ისევ დავაფიქსირო ჩემი მადლიერების გრძნობა, ასეთი ხალისიანი ორი დღისთვის :)) კიდევ მოფიქრეთ მსგავსი "ჩელენჯები" და სიამოვნებით აგყვებით :)) რაც შეეხება თარგმანს, ზუსტად ვიცი რამდენად რთულია, ვინაიდან არაერთხელ ვცადე და ყველა ჯერზე კრახით დავასრულე :დ ჰოდა, გადავწყვიტე, რადგან ამ ეტაპზე არაფერი მაქვს შექმნილი, ისეთი ღირებული, რომ ღირდეს თქვენს წვალებად, არ გაწვალოთ და უბრალოდ ერთ-ერთი "გამარჯვებულის" სტატუსით დავკმაყოფილდე :)) ჩემი გულწრფელი პატივისცემა თქვენ! ქალბატონო ნინო! როგორ გაგვახარეთ თქვენი ადამიანური და კეთილი გადაწყვეტილებით :) <3 მსურს, ისევ დავაფიქსირო ჩემი მადლიერების გრძნობა, ასეთი ხალისიანი ორი დღისთვის :)) კიდევ მოფიქრეთ მსგავსი "ჩელენჯები" და სიამოვნებით აგყვებით :)) რაც შეეხება თარგმანს, ზუსტად ვიცი რამდენად რთულია, ვინაიდან არაერთხელ ვცადე და ყველა ჯერზე კრახით დავასრულე :დ ჰოდა, გადავწყვიტე, რადგან ამ ეტაპზე არაფერი მაქვს შექმნილი, ისეთი ღირებული, რომ ღირდეს თქვენს წვალებად, არ გაწვალოთ და უბრალოდ ერთ-ერთი "გამარჯვებულის" სტატუსით დავკმაყოფილდე :)) ჩემი გულწრფელი პატივისცემა თქვენ!
38. გავკადნიერდები და დავდებ ჩემს ლექსს.:) მადლობა, ქალბატონო ნინო!
სარდაფის ცოლები
*** აქ უთვალებო ობობებიდან დადიან ძაფები, წრიულად აბამენ, ძვრებიან წვეთები ნესტიან კედლიდან, ძაფიდან ძაფამდე, ძაფიდან ძაფამდე. *** აქ სიბნელეში, ქვის წრიული კიბეებიდან ქვემოთ ცვივიან, ვერცხლისთვალა მერცხლის ზამთრები. და ქვის სახლიდან სარდაფამდე - მიწის ხიდია და გადადიან აქ ცოლები - დახუფული სარჩოები. *** აქ სარდაფებში ობის სოკოებს ზრდიან უვლიან და შიშისაგან თეთრი სისხლი სისხლზე თხელია, ხელის გულიდან ჩამოხსნილი ბედის ნიშნები, ქირომანტია ან ქარია, ანდაც ქარშია. ხან, სრიალებენ მოაჯირიდან ლურჯი სიზმრები უნებლიე „შეცდომებით“, ლოცვის დროს მთვარის და მაშინ შიში დახოცილი ობობებია, საკუთარ ქსელში ძაფებით რომ მოიკლეს თავი.
*** აქ სიბნელეში, ქვის წრიული კიბეებია, ქვემოთ ცვივიან, ვერცხლისთვალა ზამთრები მერცხლის. და ქვის სახლიდან სარდაფამდე მიწა ცივია, *** კედლებზე ობად გაზრდილ სიკვდილს თვალები ეწვის. გავკადნიერდები და დავდებ ჩემს ლექსს.:) მადლობა, ქალბატონო ნინო!
სარდაფის ცოლები
*** აქ უთვალებო ობობებიდან დადიან ძაფები, წრიულად აბამენ, ძვრებიან წვეთები ნესტიან კედლიდან, ძაფიდან ძაფამდე, ძაფიდან ძაფამდე. *** აქ სიბნელეში, ქვის წრიული კიბეებიდან ქვემოთ ცვივიან, ვერცხლისთვალა მერცხლის ზამთრები. და ქვის სახლიდან სარდაფამდე - მიწის ხიდია და გადადიან აქ ცოლები - დახუფული სარჩოები. *** აქ სარდაფებში ობის სოკოებს ზრდიან უვლიან და შიშისაგან თეთრი სისხლი სისხლზე თხელია, ხელის გულიდან ჩამოხსნილი ბედის ნიშნები, ქირომანტია ან ქარია, ანდაც ქარშია. ხან, სრიალებენ მოაჯირიდან ლურჯი სიზმრები უნებლიე „შეცდომებით“, ლოცვის დროს მთვარის და მაშინ შიში დახოცილი ობობებია, საკუთარ ქსელში ძაფებით რომ მოიკლეს თავი.
*** აქ სიბნელეში, ქვის წრიული კიბეებია, ქვემოთ ცვივიან, ვერცხლისთვალა ზამთრები მერცხლის. და ქვის სახლიდან სარდაფამდე მიწა ცივია, *** კედლებზე ობად გაზრდილ სიკვდილს თვალები ეწვის.
37. მიყვარდი? თუნდაც... ვცდილობდი მაინც, რომ გავქცეოდი ამაოებას ვეძებდი,მახსოვს! ამ დიდ თეატრში სიმართლესა და უბრალოებას.. გიპოვე?არა.. თავად მოხვედი და ჩემს ცივ გულში ჩათესე სითბო მითხარი ყურში:მხოლოდ მიმიღე მერწმუნე შენგან არაფერს ვითხოვ. დევეცი!მახსოვს როგორ ვყვიროდი, გამოგიწოდე გახრწნილი ხელი შენ ამაყენე,როგორც კლდე მაშინ და ჩამომფერთხე დაცემის მტვერი.! კიდევ ვეცემი? ყოველდღე!მუდამ! მრცხვენია.ზურგი გაქციე ახლა, მაგრამ უთქმელად მოდიხარ ჩემთან, როგორც დედები,წაქცეულ ბალღთან.... რა ხდება? თავი მძულდება!ვფიქრობ: როგორ დაგტოვე ასე ადვილად მიყვარხარ?ვიბრძვი!დაე დავმარცხე! ერთს მაინც მივხვდი,რომ შენ ნამდვილად..
აიი ფრიდონიჩის ლექსი იყოს 10 ლარი მომცა და მივყიდე ვაუჩერი :)))) განა მართლა ჩემი მეორე მეა.. -_- .. ნუ მოკლედ მადლობა კიდევ ქალბატონო ნინო მიყვარდი? თუნდაც... ვცდილობდი მაინც, რომ გავქცეოდი ამაოებას ვეძებდი,მახსოვს! ამ დიდ თეატრში სიმართლესა და უბრალოებას.. გიპოვე?არა.. თავად მოხვედი და ჩემს ცივ გულში ჩათესე სითბო მითხარი ყურში:მხოლოდ მიმიღე მერწმუნე შენგან არაფერს ვითხოვ. დევეცი!მახსოვს როგორ ვყვიროდი, გამოგიწოდე გახრწნილი ხელი შენ ამაყენე,როგორც კლდე მაშინ და ჩამომფერთხე დაცემის მტვერი.! კიდევ ვეცემი? ყოველდღე!მუდამ! მრცხვენია.ზურგი გაქციე ახლა, მაგრამ უთქმელად მოდიხარ ჩემთან, როგორც დედები,წაქცეულ ბალღთან.... რა ხდება? თავი მძულდება!ვფიქრობ: როგორ დაგტოვე ასე ადვილად მიყვარხარ?ვიბრძვი!დაე დავმარცხე! ერთს მაინც მივხვდი,რომ შენ ნამდვილად..
აიი ფრიდონიჩის ლექსი იყოს 10 ლარი მომცა და მივყიდე ვაუჩერი :)))) განა მართლა ჩემი მეორე მეა.. -_- .. ნუ მოკლედ მადლობა კიდევ ქალბატონო ნინო
36. ვუიი 30 სტრიქონიი,სტროფი მეგონა :( კაიი სხვას ავარჩევ ვუიი 30 სტრიქონიი,სტროფი მეგონა :( კაიი სხვას ავარჩევ
35. დიდი მადლობა ქალბატონო ნინო <3 <3 :))))
ძაღლები
ის
ის დაიბადა,თვალებში ბოღმით უკვე საკბენად გამოსადეგი,მძლავრი კბილებით რაც იქნებოდა მისი ბოლო გზა, მაშინვე მივხვდით გამოცდილებით, მაგრამ დავინდეთ,გავზარდეთ ჩვენში და როგორ გვიზღავ კი ხედავთ ამას, ქუჩის თავში წევს, თავი ფეხებზე უდევს, ხორცს ელოდება, ძალაუფლებას კბილებში აჩენს და პირველ შემხვედრს ებრდღვნება, გაგლეჭს.. ბევრს არ მოკბეჩავს,მხოლოდ ერთ მუჭას თან ემჩნევა, რომ მშიშარა არის, რადგან კბენის დროს თვალებსა ხუჭავს. და როცა უკვე გაქრება მძორი, წვიმა წარეცხავს ლეშის ნარჩენებს, დაელოდება ის დანარჩენებს, დღეები რბოდა და ის დაბერდა ახლა კი გდია მარტო! სულ მარტო! კიბოთი კვდება.
შენ
შენ შეცვლი სოფელს და მოსპობ ყველა დაავადებას, რომ გაიზრდები გახდები გმირი, და დაგიდგამენ ბიუსტს შვილები მერწმუნე ვიცი გამოცდილებით... მიდი ეცი მსხვერპლს! არა! ნუ ფიქრობ! ბოღმით დაჭიმე,ყბების კუნთები გთხოვ უფრო ფართოდ გააღე პირი, თუ გეცოდება დახუჭე თვალი, მიდი შექმენი შენს თავში ზიზღი, ეს ჩვენი მოდგმა ამისთვის იბრძვის. რაღაც ახალი გვჭირდება, ნელ-ნელა შენს სტილს დახვეწავ... დახვეწავ მანერებს, ხელის ჩამორთმევით მსუბუქი ღიმილით დაიწყე, პატივსა გცემენ, შენ დანახვაზე თავებს დახრიან, მათ წელში მოხრი, ეს წარმატებას გპირდება, შენ მოატყუებ, ისინი გენდობიან, ზურგად ჩაგთვლიან და ხშირად შეგაქცევენ, სულებს განახებენ, შენ კი ამოხდი... გააკრავ ბანერებს, შენ შეიტყუებ შენს კუჭში, თანაც არაფერს არ დაუშავებ და თავის თავებს თავად დაღრღნიან, როცა მიაღწევ მწვერვალს იმატებს შიში, და სიყვარული, შენი გავლენით მათ სისხლს ქვად აქცევ, და აი თავქვე, შენ დაბერდები,დარჩები მარტო და მოგწყინდება, კიბოს უჯრედები მთელ სხეულში მოგედებიან, მოკვდები, მაგრამ სახელს დატოვებ.
მე მე ხომ ბავშვობა არ მქონია, მე გამოვტოვე, სულ იმედი გაცრუებული, მეჩვენება რომ მიყენებენ, სულ ფხიზელი ვარ და თანაც არა, სულ ვებრძვი ვნებებს, შიშს შემაჩვიეს, როცა თავად მას ვებრძოდი, ზღვაში ჩამაგდეს ათასი ზვირთის, აქ ხომ ტალღები ბევრზე ბევრია, მსურს ბავშვობაში დავბრუნდე, მსურს რომ დავძლიო ეს ლაბირინთი. მაგრამ ნერვები, თუ ვინმეს ვნახავ, ვინც ცდილობს კონტაქტს ან ჩემთან მოდის, კლანჭებს თვითონვე შეაყენებენ რა დამრჩენია? თვალებსა ვხუჭავ, ვერ დავარღვიე, რაღაც მყავს ჩემში რაღაც მკარნახობს, რომ ყველა, თურმე ჩემი მტერია, ამას ვერ ვხვდები, ზოგი ამაყობს ქალაქში რომ ვარ შეხვედრებს მიწყობს მეუბნებიან კაცი ხარ ღვთისო.. მაგრამ ვფიქრობ, რომ ყოველი მოქმედება აშენებს კედელს, გაქცევა მინდა და ვერ შევძელი, აღარ მაქვს ძალა, მატლები მჭამენ აღსასრულს ველი, მე ყოველ წამით.
სხვა ვინ? სხვა ვინ ცდილობს,რომ დამალოს ტკივილი ღამით, და დღისით... სხვა ვინ აშენებს სასახლეს,რომ დამალოს შიში? სხვა ვინმე არის სიცოცხლეს რომ სიკვდილით არჩენს? თვალებსა ჰმალავს და მის გარდა ყველაფერს აჩენს, სხვა ვინმე ცდილობს ,ყველა ერთად ჩაყაროს ქვაბში? ამოსვლას ლამობ? ისევ ის სხვა ქვას ჩაგცხობს თავში...
პ.ს. ქართულად არ ვარგა და იქნებ ინგლისურად მაინც ივარგოს :))))
დიდი მადლობა ქალბატონო ნინო <3 <3 :))))

34. როგორი ღრმად პატივცემული, ღირსეული და სამართლიანი ჟური გვყავს, ძალა ერთობაშიაოოო ! საშინლად გახარებული ვარ ჟურის ამგვარი გადაწყვეტილებით)) დევი და ქალბატონო ნინო, უღრმესი მადლობა იმსათვის რომ ჩვენს უძვირფასეს ურაკპარაკს (სახლპარაკს) ესოდენ სახალისო თავშესაქცევი შეჰმატეთ. ასევე უდიდესი მადლობა თითოეულ მონაწილეს, ანას, ენს, ფინქის, დევის და მარიამს. (რომელიც ჩამონათვალში გამოგრჩათ) მას ჰქონდა ექვს სიტყვიანი ლექსი-ოინი და ძალიან საინტერესოდაც ჩაერთო. ასეთი გულუხვი საჩუქრით ჩვენი განებივრება ხომ საერთოდ წარმოუდგენელი იყო. თქვენი დრო და ნერვები კი მენანება, მაგრამ რადგან ასე გადაწყვიტეთ მჯერა ჩვენი ჟური თავს გაართმევს. სიყვარულით და პატივისცემით სერენა რომერსონ <3
როგორი ღრმად პატივცემული, ღირსეული და სამართლიანი ჟური გვყავს, ძალა ერთობაშიაოოო ! საშინლად გახარებული ვარ ჟურის ამგვარი გადაწყვეტილებით)) დევი და ქალბატონო ნინო, უღრმესი მადლობა იმსათვის რომ ჩვენს უძვირფასეს ურაკპარაკს (სახლპარაკს) ესოდენ სახალისო თავშესაქცევი შეჰმატეთ. ასევე უდიდესი მადლობა თითოეულ მონაწილეს, ანას, ენს, ფინქის, დევის და მარიამს. (რომელიც ჩამონათვალში გამოგრჩათ) მას ჰქონდა ექვს სიტყვიანი ლექსი-ოინი და ძალიან საინტერესოდაც ჩაერთო. ასეთი გულუხვი საჩუქრით ჩვენი განებივრება ხომ საერთოდ წარმოუდგენელი იყო. თქვენი დრო და ნერვები კი მენანება, მაგრამ რადგან ასე გადაწყვიტეთ მჯერა ჩვენი ჟური თავს გაართმევს. სიყვარულით და პატივისცემით სერენა რომერსონ <3
33. მე, ძალიან,ძალიან გახარებული ვარ, ასეთი საოცრად სამართლიანი, მეგობრობამგაიმარჯვა და ღირსეული გადაწყვეტილებით.:) აღარაფერს ვამბობ, საჩუქარზე<3 სულ 27 სტრიქონია:)<3 ძალიან დიდი მადლობა, უპირველესად თქვენ, ჟიურის წევრებს, დევის და სერენას. (ჩემს სექსუალურ აქანდაზზაც ცხადია):)) მე, ძალიან,ძალიან გახარებული ვარ, ასეთი საოცრად სამართლიანი, მეგობრობამგაიმარჯვა და ღირსეული გადაწყვეტილებით.:) აღარაფერს ვამბობ, საჩუქარზე<3 სულ 27 სტრიქონია:)<3 ძალიან დიდი მადლობა, უპირველესად თქვენ, ჟიურის წევრებს, დევის და სერენას. (ჩემს სექსუალურ აქანდაზზაც ცხადია):))
32. მაშ ასე: სახალისო ბლიც-კონკურსში ,, აქანდაზი” მონაწილეობდნენ: ანა, დევი, სერენა, ენ გეითსი ფინქ ფლოიდი.
ჟიურის წევრების აზრი ორად გაიგო, რადგან საკონკურსო წარმოდგენილი ნაწარმოებები პირდაპირ, დააკვდნენ თემას და ერთმანეთზე უკეთესი გამოვიდნენ. აწონ დაწონვისა და ჟიურის წევრებს შორის დიდი კონფლიქტის მერე ( ამ კონფლიქტის ამბავს ნუ გაახმაურებთ), მიღწეულ იქნა კონსენ...სუსი... სუსი!... სუსი არ გავიგონო თქვენი, ამ გადაწყვეტილების დამწუნებლებო!
ხუთივე მონაწილე ცხადდება გამარჯვებულად, მაგრამ...გაჭირვება აწი იწყება.... ამათიც და ჩემიც. პირობას ასეთი შეგახსენებთ: პრიზად დაწესებული იყო ერთი თავისუფალი, 30 სტრ. -მდე ლექსის თარგმნა ინგლისურად.ლექსი შეიძლებოდა ყოფილიყო თავად გამარჯვებული და, ან მის მიერვე შერჩეული სხვა ავტორისა.
ესეც - ახალი პირობა. გამარჯვებულთაგან - ვისაც უნდა საკუთარი ლექსის თარგმნა, დებს აქ ტექსტს და ელოდება თარგმანს ერთი კალენდარული კვირის თავზე. ასე შეიძლება მოიქცეს ხუთივე გამარჯვებული. თუ რომელიმე გამარჯვებულს/ გამარჯვებულებს უნდათ , სათარგმნელად სხვისი ნაწარმოების შერჩევა, ისინი ერთიანდებიან, ანუ ახალი ჟიური იღებს ესტაფეტას, აცხადებს კონკურსს სათარგმნი ლექსის შესარჩევად. კონკურსის პირობები თავისი შეხედულებისამებრ თავად აწესებს. ჩემი მხრიდან პირობა ერთადერთია. მათ მიერ გამარჯვებულად გამოვლენილი ნაწარმოებები ს რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ჟიურის წევრთა რიცხვს. ჟანრი - ნებისმიერი, ლექსი- თავისუფალი, მოცულობა- არა უმეტეს, 30 სტრიქონისა. საშობაო საჩუქარი უნდა იყოს ისეთი, როგორც შობას ეკადრება! ანუ ვამბობ ხუთს, მზად ვარ ვთარგმნო ხუთი ლექსი. და კიდევ ერთხელ, ამთავითვე გაუგებრობის ასაცილებლად: ჟიურის წევრი ვერ გახდება ავტორი, რომლის ლექსიც ითარგმნება. ჟიურის წევრს უფლება არა აქვს, საკონკურსოდ, თუნდაც ანონიმურად, წარადგინოს საკუთარი ლექსი.
მაშ ასე: სახალისო ბლიც-კონკურსში ,, აქანდაზი” მონაწილეობდნენ: ანა, დევი, სერენა, ენ გეითსი ფინქ ფლოიდი.

31. სექსუალური აქანდაზის იდეა, თქვენი დამსახურებაა, ქალბატონო ნინო, გმადლობთ, ამ შესაძლებლობისთვის:) სექსუალური აქანდაზის იდეა, თქვენი დამსახურებაა, ქალბატონო ნინო, გმადლობთ, ამ შესაძლებლობისთვის:)
30. სე-რე-ნა, სე-რე-ნა!! __________________________________ ჩელენჯის იდეის ავტორი: დევი კონკურსის იდეის ავტორი: ნინო დარბაისელი. ყუმბარასავით მუხტის შემომგდები: სერენა რომერსონ
სე-რე-ნა, სე-რე-ნა!! __________________________________ ჩელენჯის იდეის ავტორი: დევი კონკურსის იდეის ავტორი: ნინო დარბაისელი. ყუმბარასავით მუხტის შემომგდები: სერენა რომერსონ
29. ანა ჯავახიშვილი,
ლექსში აქანდაზზეც კი რომ ჩანს რაოდენ დიდი პოტენციალის მქონე პოეტი ხარ )))
________
ნინო დარბაისელი,
ხვალ რატომ ? გიჟებივით ველოდებოდით თქვენს შეფასებას მთელი დღეა :/:/:/:/
ქულები აღარ მაქვს მეტი.
__________________________________ ჩელენჯის იდეის ავტორი: დევი კონკურსის იდეის ავტორი: ნინო დარბაისელი. ანა ჯავახიშვილი,
ლექსში აქანდაზზეც კი რომ ჩანს რაოდენ დიდი პოტენციალის მქონე პოეტი ხარ )))
________
ნინო დარბაისელი,
ხვალ რატომ ? გიჟებივით ველოდებოდით თქვენს შეფასებას მთელი დღეა :/:/:/:/
ქულები აღარ მაქვს მეტი.
__________________________________ ჩელენჯის იდეის ავტორი: დევი კონკურსის იდეის ავტორი: ნინო დარბაისელი.
28. უზარმაზარი კომენტარი დამეკარგა დაპოსტვისას. ახლა მოკლედ ვწერ: ძალიანაც ვხალისობ. სულ მოთქმა- გოდება ხომ არ უნდა იყოს პოეზიაში! დადეთ კიდევ საკონკურსოები. გამარჯვებულს ხვალ გამოვაცხადებ.
უზარმაზარი კომენტარი დამეკარგა დაპოსტვისას. ახლა მოკლედ ვწერ: ძალიანაც ვხალისობ. სულ მოთქმა- გოდება ხომ არ უნდა იყოს პოეზიაში! დადეთ კიდევ საკონკურსოები. გამარჯვებულს ხვალ გამოვაცხადებ.
27. აქანდაზიო, და ა, ბატონო. იმისთანა აქანდაზია მტერს და დამაწყევარს:)) ჩემი იუმორის მიმართ დამოკიდებულების გამოვლენა საჯაროდ, არ არის მართებული, მაგრამ იყოს ჩემეული იუმორიც:) #აქანდაზი *** სახლია დიდი, ცივი ფანჯრებით, ფარდებზე ნაჭრის ჩიტები სხედან. პრიალებს ჭერი, აბლაბუდების ჭიშკრები იწვის ბუხარში, ცეცხლთან ზის გავეშილი ქალი, ხელჯოხზე ზოლებში მისი წლები ტრიალებს, ფერფლივით დაშლილ ნეკნების სხვენში ფანჯარა - გული ანთებს სინათლეს. შოორს ახსენდება სახლის კუთხეში, ომი, ამბოხის ჯარი და რაზმი... გახედავს ზიზღით, თავმიდებული ახლა ბინადრობს იქ აქანდაზი, რომელმაც წლები ადათ-ადათით, ნარჩენ-ნარჩენის ყელზე მოჭერით, ისე შეკრიბა, როგორც მევახშემ საანგარიშო ღერძზე კოჭები. *** ხედავს, რომ ხესაც ხედავს, რომ ხესაც ტკბილი თრობა აქვს, ნაგვის თამაშით ცოცხს შეეხება, აეწვებიან ბუნდღა ჭიები ტარში, სადგამში... და მერე ოთხად და მერე ექვსად მიეკეცება, ცოცხი, რომ მიწვეს... კლავს, ათასხელა თითებით იგრძნოს აქანდაზური ნაფაზის სისქე. *** ხედავს, რომ ხესაც ოთხად თუ ექვსად ოხრად თუ კვნესად ხესაც აქვს ხედავს... *** დიდია სახლი, ცივი ფანჯრებით. სადღაა ჯარი? სადღაა რაზმი? გავეშებული ქალის ნაგავთან გუშინაც კვნესდა ის აქანდაზი.:))
აქანდაზიო, და ა, ბატონო. იმისთანა აქანდაზია მტერს და დამაწყევარს:)) ჩემი იუმორის მიმართ დამოკიდებულების გამოვლენა საჯაროდ, არ არის მართებული, მაგრამ იყოს ჩემეული იუმორიც:) #აქანდაზი *** სახლია დიდი, ცივი ფანჯრებით, ფარდებზე ნაჭრის ჩიტები სხედან. პრიალებს ჭერი, აბლაბუდების ჭიშკრები იწვის ბუხარში, ცეცხლთან ზის გავეშილი ქალი, ხელჯოხზე ზოლებში მისი წლები ტრიალებს, ფერფლივით დაშლილ ნეკნების სხვენში ფანჯარა - გული ანთებს სინათლეს. შოორს ახსენდება სახლის კუთხეში, ომი, ამბოხის ჯარი და რაზმი... გახედავს ზიზღით, თავმიდებული ახლა ბინადრობს იქ აქანდაზი, რომელმაც წლები ადათ-ადათით, ნარჩენ-ნარჩენის ყელზე მოჭერით, ისე შეკრიბა, როგორც მევახშემ საანგარიშო ღერძზე კოჭები. *** ხედავს, რომ ხესაც ხედავს, რომ ხესაც ტკბილი თრობა აქვს, ნაგვის თამაშით ცოცხს შეეხება, აეწვებიან ბუნდღა ჭიები ტარში, სადგამში... და მერე ოთხად და მერე ექვსად მიეკეცება, ცოცხი, რომ მიწვეს... კლავს, ათასხელა თითებით იგრძნოს აქანდაზური ნაფაზის სისქე. *** ხედავს, რომ ხესაც ოთხად თუ ექვსად ოხრად თუ კვნესად ხესაც აქვს ხედავს... *** დიდია სახლი, ცივი ფანჯრებით. სადღაა ჯარი? სადღაა რაზმი? გავეშებული ქალის ნაგავთან გუშინაც კვნესდა ის აქანდაზი.:))
26. მზეს რომ მეეზოვე აღვიძებდა. მზეს რომ მეეზოვე აღვიძებდა.
25. რამ მოგაფიქრებინა ნინო ეს?) ლამისაა საანეგდოტო ამბად იქცეს აქაურობა.
რამ მოგაფიქრებინა ნინო ეს?) ლამისაა საანეგდოტო ამბად იქცეს აქაურობა.
24. არ ვაპირებდი მაგრამ აჰა , იყოს აქ :)
სტროფებია აქ ანდაზის თუ რეკლამაა აქანდაზის? არ ვაპირებდი მაგრამ აჰა , იყოს აქ :)
სტროფებია აქ ანდაზის თუ რეკლამაა აქანდაზის?
23. მინდოდა რომ დამეწერა რამე სიბრძნე აქ ანდაზით, მაგრამ ტვინს ვერ ვამოძრავებ, მეშინია აქანდაზის. იღლიაში ვიმყოფები სუნისაგან ვიგუდები უცბად აქვე შევამჩნიე სულ პატარა ძუძუკები. და ეს ორი შერწყმა დღემდე არ მასვენებს მუდამ დამდევს, ან ძუძუკის ვნება მომკლავს ,,ანქანდაზზე`` ცოცხი წამხვეტს. მტვერსასრუტის მომგონებს ხომ ვწყევლი მწარეთ,თანაც გრძნებით, მაგრამ მათ არ ეშინიათ რადგან ვლოცავ ძუძუკებით.. ზოგჯერ ფენტეზს დავისესხებ, მინდა გადაშენდეს ვაზი მის ადგილზე მოვიყვანოთ, ბუნებრივი აქანდაზი.. რავქნა აბა ასეთი ვარ ზოგჯერ ტკბილი უფრო ნაგლი მაპატიეთ მე თავს ვიცავ მეშინია ურო ნამგლის... <3 <3
მინდოდა რომ დამეწერა რამე სიბრძნე აქ ანდაზით, მაგრამ ტვინს ვერ ვამოძრავებ, მეშინია აქანდაზის. იღლიაში ვიმყოფები სუნისაგან ვიგუდები უცბად აქვე შევამჩნიე სულ პატარა ძუძუკები. და ეს ორი შერწყმა დღემდე არ მასვენებს მუდამ დამდევს, ან ძუძუკის ვნება მომკლავს ,,ანქანდაზზე`` ცოცხი წამხვეტს. მტვერსასრუტის მომგონებს ხომ ვწყევლი მწარეთ,თანაც გრძნებით, მაგრამ მათ არ ეშინიათ რადგან ვლოცავ ძუძუკებით.. ზოგჯერ ფენტეზს დავისესხებ, მინდა გადაშენდეს ვაზი მის ადგილზე მოვიყვანოთ, ბუნებრივი აქანდაზი.. რავქნა აბა ასეთი ვარ ზოგჯერ ტკბილი უფრო ნაგლი მაპატიეთ მე თავს ვიცავ მეშინია ურო ნამგლის... <3 <3
22. ოცდახუთი ქულა დამიჯდა :)))
აქანდაზი
კაფის კუთხის მაგიდასთან, რანდევუ მაქვს, ველი მუზებს, თვალს ვაყოლებ ფანჯრის მიღმა მეეზოვეს, მოფუსფუსეს... აქანდაზზე ვაპირებდი, ჩემებური ლექსი მსურდა, მაგრამ, როგორც ზამთრის ღუმელს, უჭირდა და ვეღარ ხურდა, მუზას მსხვილად დაენანა, მომიყარა მხოლოდ ხურდა... ვიჯექი და თან ვფიქრობდი, მე იმ სუფთა აქანდაზზე, დარდიანი ამბები რომ გავუყარე, მხოლოდ, გზაზე. თვალზე ცრემლს რომ შემოუსწრო, ყველა ის წამი და წუთიც, მაგრამ მანაც არ დამინდო, არ იკმარა მხოლოდ ცუდი. კარგსაც ყველას ისაკუთრებს, რეალურს, თუ გულში ნადებს, საერთოდაც არ თაკილობს, წვრილ, თუ პაჭა-პუჭა ამბებს. შავთან ერთად ფერადი და მსხვილიც არასად ავიწყდება, სიყვარულს გავუხსნი გულს,თუ პერანგს ღილი ამიწყდება... ვზივარ კაფის თბილ კუთხეში, ჩემთვის მწარედ მეცინება, რომ ტკივილიც დავღალე და მგონი ჩემში ეძინება. ახლა უფრო დიდი კუშის მოსახსნელად ემზადება, მე სიბერეს ვმშობიარობ, ის კი ელის დაბადებას. ოცდახუთი ქულა დამიჯდა :)))
აქანდაზი
კაფის კუთხის მაგიდასთან, რანდევუ მაქვს, ველი მუზებს, თვალს ვაყოლებ ფანჯრის მიღმა მეეზოვეს, მოფუსფუსეს... აქანდაზზე ვაპირებდი, ჩემებური ლექსი მსურდა, მაგრამ, როგორც ზამთრის ღუმელს, უჭირდა და ვეღარ ხურდა, მუზას მსხვილად დაენანა, მომიყარა მხოლოდ ხურდა... ვიჯექი და თან ვფიქრობდი, მე იმ სუფთა აქანდაზზე, დარდიანი ამბები რომ გავუყარე, მხოლოდ, გზაზე. თვალზე ცრემლს რომ შემოუსწრო, ყველა ის წამი და წუთიც, მაგრამ მანაც არ დამინდო, არ იკმარა მხოლოდ ცუდი. კარგსაც ყველას ისაკუთრებს, რეალურს, თუ გულში ნადებს, საერთოდაც არ თაკილობს, წვრილ, თუ პაჭა-პუჭა ამბებს. შავთან ერთად ფერადი და მსხვილიც არასად ავიწყდება, სიყვარულს გავუხსნი გულს,თუ პერანგს ღილი ამიწყდება... ვზივარ კაფის თბილ კუთხეში, ჩემთვის მწარედ მეცინება, რომ ტკივილიც დავღალე და მგონი ჩემში ეძინება. ახლა უფრო დიდი კუშის მოსახსნელად ემზადება, მე სიბერეს ვმშობიარობ, ის კი ელის დაბადებას.
21. თქვენ გაიხარეთ ქალბატონო ნინო, ამდენი ადამიანის გახალისებისთვის :)) +
ორშაბათი კია, მაგრამ ვწევარ ეხლა მარტო სახლში სიცხიანი ვბოდავ ისევ, მელანდება აქანდაზი. მონსტრის ფორმა მიუღია, მოაგელვებს ჩემსკენ ცოცხსაც ოკუპაციას მაგონებს, ჩქარს კი არა, ნელა მცოცავს. ნეტავ ახლა გამაღვიძა, ამ სიზმრიდან, კოშმარული აქანდაზი რომ გაშინებს, არ ხარ მაშინ ნორმალური, ძილბურანში ნათლად ვხედავ, ამ პლასტმასის ჯარისკაცებს თითქოს შტურმით მიღებენ და ყველა ერთად დაირაზმნენ. იქვე ჩემი ფისოც დადის, ჩემზე არის ორჯერ დიდი დახლთან დგას და სიფთად აძლევს, ჩექმები აქვს გასაყიდი. და უეცრად მეღვიძება, ვფიქრომ რამ გამომაშტერა ასე საბანი მაქვს გადახდილი და ფისო მაზის ტრ&%ით თავზე. ამერია ყველა ფიქრი, სულელ თავზე მომდის ბრაზი ორშაბათი მძიმე დღეა, რა ჯანდაბის აქანდაზი?! თქვენ გაიხარეთ ქალბატონო ნინო, ამდენი ადამიანის გახალისებისთვის :)) +
ორშაბათი კია, მაგრამ ვწევარ ეხლა მარტო სახლში სიცხიანი ვბოდავ ისევ, მელანდება აქანდაზი. მონსტრის ფორმა მიუღია, მოაგელვებს ჩემსკენ ცოცხსაც ოკუპაციას მაგონებს, ჩქარს კი არა, ნელა მცოცავს. ნეტავ ახლა გამაღვიძა, ამ სიზმრიდან, კოშმარული აქანდაზი რომ გაშინებს, არ ხარ მაშინ ნორმალური, ძილბურანში ნათლად ვხედავ, ამ პლასტმასის ჯარისკაცებს თითქოს შტურმით მიღებენ და ყველა ერთად დაირაზმნენ. იქვე ჩემი ფისოც დადის, ჩემზე არის ორჯერ დიდი დახლთან დგას და სიფთად აძლევს, ჩექმები აქვს გასაყიდი. და უეცრად მეღვიძება, ვფიქრომ რამ გამომაშტერა ასე საბანი მაქვს გადახდილი და ფისო მაზის ტრ&%ით თავზე. ამერია ყველა ფიქრი, სულელ თავზე მომდის ბრაზი ორშაბათი მძიმე დღეა, რა ჯანდაბის აქანდაზი?!
20. ჩქარა! ლა მინორში, ნინო ბასი ! “შეიძინეთ აქანდაზი” ბინძურია ეზო ნაზი, “ხაჭაპური, ტუფლის მაზი” შეიძინეთ, შეიძინეთ სულ იაფად აქანდაზი, დაგჭირდებათ მაშინ როცა დამწიფდება ეზოს ვაზი. დავიღალეთ, რა იქნება გამოძვერით სახლებიდან, წელში გავწყდით, დავატარებთ აქანდაზებს ამ დილიდან. ქალბტონო თქვენ რა გნებავთ ? ვაშლი, რძე თუ აქანდაზი ? შეიძინეთ დაგჭირდებათ, ნასვამია დღეს მალხაზი. ქუჩა-ქუჩა ვხეტიალობთ, დავატარებთ მძიმე ნივთებს. კაციშვილი არ ყიდულობს არც აქანდაზს და არც მითებს.
ვერთვები ნინო დარბაისელის "ჩელენჯ-კონკურსში" ძაან მინდა გავიმარჯვო!!!! სე-რე-ნა ! სე-რე-ნა! :D ჩქარა! ლა მინორში, ნინო ბასი ! “შეიძინეთ აქანდაზი” ბინძურია ეზო ნაზი, “ხაჭაპური, ტუფლის მაზი” შეიძინეთ, შეიძინეთ სულ იაფად აქანდაზი, დაგჭირდებათ მაშინ როცა დამწიფდება ეზოს ვაზი. დავიღალეთ, რა იქნება გამოძვერით სახლებიდან, წელში გავწყდით, დავატარებთ აქანდაზებს ამ დილიდან. ქალბტონო თქვენ რა გნებავთ ? ვაშლი, რძე თუ აქანდაზი ? შეიძინეთ დაგჭირდებათ, ნასვამია დღეს მალხაზი. ქუჩა-ქუჩა ვხეტიალობთ, დავატარებთ მძიმე ნივთებს. კაციშვილი არ ყიდულობს არც აქანდაზს და არც მითებს.
ვერთვები ნინო დარბაისელის "ჩელენჯ-კონკურსში" ძაან მინდა გავიმარჯვო!!!! სე-რე-ნა ! სე-რე-ნა! :D
19. დევი, აქ დადეთ. სხვებსაც იმავეს ვთხოვ. დევი, აქ დადეთ. სხვებსაც იმავეს ვთხოვ.
18. დავწერე მეც, ჩემთან დევს ნაწარმობებში. თუ აქ მოვიტანო კომენტარებში ? დავწერე მეც, ჩემთან დევს ნაწარმობებში. თუ აქ მოვიტანო კომენტარებში ?
17. დევი! . მშვენიერი საკონკურსო რამ გამოგივიდათ. ჟანრის და ფორმით ხომ შეზღუდულები არა ვართ, მთავარია, ლექსი იყოს. სერენა, თქვენც სცადეთ! ვიხალისოთ, სულ დაზაფრულები ხომ არ უნდა ვიყოთ! დანარჩენებოც,... აუ, რა სიტყვა გამომივიდა!...აბა, მიაგენით სადმე, ლექსიკონში.. ჰო, დანარჩენებოც... ჰა- ბურთი, ჰა - მოედანი! დევი! . მშვენიერი საკონკურსო რამ გამოგივიდათ. ჟანრის და ფორმით ხომ შეზღუდულები არა ვართ, მთავარია, ლექსი იყოს. სერენა, თქვენც სცადეთ! ვიხალისოთ, სულ დაზაფრულები ხომ არ უნდა ვიყოთ! დანარჩენებოც,... აუ, რა სიტყვა გამომივიდა!...აბა, მიაგენით სადმე, ლექსიკონში.. ჰო, დანარჩენებოც... ჰა- ბურთი, ჰა - მოედანი!
16. მეც მინდა მონაწილეობის მიღება. აუცილებლად ლექსი უნდა იყოს ? :/ მეც მინდა მონაწილეობის მიღება. აუცილებლად ლექსი უნდა იყოს ? :/
15. მეც მინდა მონაწილეობის მიღება. აუცილებლად ლექსი უნდა იყოს ? :/ მეც მინდა მონაწილეობის მიღება. აუცილებლად ლექსი უნდა იყოს ? :/
14. კონკურსანტად ნუ განმიხილავთ, ყველანაირ წამოწყებაში მივიღებ სიამოვნებით მონაწილეობას, თემატურად, იდეურად თუ უბრალოდ ერთი კონკრეტული სიტყვის, თუ სათაურის ქვეშ მოაზრებულ ლექსს რომ გულისხმობს, მაგრამ კონკურსი საჩემო არ არის. :) უბრალოდ ვისურვე მეც მეცადა და დავწერე, მაგრამ პირდაპირ საკომენტარო სივრცე ავირჩიე და აქვე ავკრიფე, ვიჩქარე და თქვენთან ბოდიში. დღეს დილით რომ აღარ მომეწონა და ჩასწორების საშუალება კი არ მქონდა, გავბრაზდი საკუთარ თავზე. :( კონკურსანტად ნუ განმიხილავთ, ყველანაირ წამოწყებაში მივიღებ სიამოვნებით მონაწილეობას, თემატურად, იდეურად თუ უბრალოდ ერთი კონკრეტული სიტყვის, თუ სათაურის ქვეშ მოაზრებულ ლექსს რომ გულისხმობს, მაგრამ კონკურსი საჩემო არ არის. :) უბრალოდ ვისურვე მეც მეცადა და დავწერე, მაგრამ პირდაპირ საკომენტარო სივრცე ავირჩიე და აქვე ავკრიფე, ვიჩქარე და თქვენთან ბოდიში. დღეს დილით რომ აღარ მომეწონა და ჩასწორების საშუალება კი არ მქონდა, გავბრაზდი საკუთარ თავზე. :(
13. ქალბატონო ნინო, მეეზოვეზე მეც მაქვს ლექსი, დროის მეტაფორით, მაგრამ აქანდაზი, ნამეტანი უცხოა:) ერთი საინტერესო აღმოჩენა მაქვს თქვენთან დაკავშირებით, იცით რისი უნარი აქვს თქვენს ლექსებს? ყოველთვის მამიდაჩემის გახსენებაზე, სემირამიდა მახსენდება, ქალიშვილობას გახსენებით არ ვიხსენებ:)) მაგრამ სადაც ყურს მოვკრავ, ლამისაა შემოვძახო, გიხაროდეთ მეთქი:)) და დღეს უკვე სახლის დალაგებისას, ნაგვის ასაღები გახდა აქანდაზი.:) თვითონ ლექსებმა შეიძლება დიდად არ გამიტაცოს, მაგრამ ასოციაციურად ძლიერ გავლენას ახდენს აშკარად. წარმატებები და კონკურსში მეც მივიღებდი მონაწილეობას, თუ განსაკუთრებით ნიჭიერებზე არ გაქვთ სწორება:)) <3 ქალბატონო ნინო, მეეზოვეზე მეც მაქვს ლექსი, დროის მეტაფორით, მაგრამ აქანდაზი, ნამეტანი უცხოა:) ერთი საინტერესო აღმოჩენა მაქვს თქვენთან დაკავშირებით, იცით რისი უნარი აქვს თქვენს ლექსებს? ყოველთვის მამიდაჩემის გახსენებაზე, სემირამიდა მახსენდება, ქალიშვილობას გახსენებით არ ვიხსენებ:)) მაგრამ სადაც ყურს მოვკრავ, ლამისაა შემოვძახო, გიხაროდეთ მეთქი:)) და დღეს უკვე სახლის დალაგებისას, ნაგვის ასაღები გახდა აქანდაზი.:) თვითონ ლექსებმა შეიძლება დიდად არ გამიტაცოს, მაგრამ ასოციაციურად ძლიერ გავლენას ახდენს აშკარად. წარმატებები და კონკურსში მეც მივიღებდი მონაწილეობას, თუ განსაკუთრებით ნიჭიერებზე არ გაქვთ სწორება:)) <3
12. კაფის კუთხის მაგიდასთან, რანდევუ მაქვს, ველი მუზებს, თვალს ვაყოლებ ფანჯრის მიღმა მეეზოვეს, მოფუსფუსეს...
აქანდაზზე ვაპირებდი, ჩემებური ლექსი მსურდა, მაგრამ, როგორც ზამთრის ღუმელს, შეშანაკლულს, უჭირდა და ვეღარ ხურდა, მუზას მსხვილად დაენანა და თითქმის როგორც ყოველთვის, მომიყარა მხოლოდ ხურდა...
და ვფიქრობდი მე იმ სუფთა აქანდაზზე, ჩემი დარდით გაწეპილი ამბები რომ გავატანე, თვალზე ცრემლს რომ შემოუსწრო, ყველა ის წამი და წუთი, მაგრამ მანაც არ დამინდო, კარგიც ოხრად გაიყოლა, არ იკმარა მხოლოდ ცუდი. საერთოდაც, არ თაკილობს, არც წვრილ, პაჭა-პუჭა ამბებს და არც მსხვილი ავიწყდება, სიყვარულს გავუხსნი გულს, თუ პერანგს ღილი ამიწყდება...
ვზივარ კაფის თბილ კუთხეში, ჩემთვის მწარედ მეცინება, ახლა უფრო დიდი კუშის მოსახსნელად ემზადება, მე სიბერეს ვმშობიარობ, ის კი ელის დაბადებას. კაფის კუთხის მაგიდასთან, რანდევუ მაქვს, ველი მუზებს, თვალს ვაყოლებ ფანჯრის მიღმა მეეზოვეს, მოფუსფუსეს...
აქანდაზზე ვაპირებდი, ჩემებური ლექსი მსურდა, მაგრამ, როგორც ზამთრის ღუმელს, შეშანაკლულს, უჭირდა და ვეღარ ხურდა, მუზას მსხვილად დაენანა და თითქმის როგორც ყოველთვის, მომიყარა მხოლოდ ხურდა...
და ვფიქრობდი მე იმ სუფთა აქანდაზზე, ჩემი დარდით გაწეპილი ამბები რომ გავატანე, თვალზე ცრემლს რომ შემოუსწრო, ყველა ის წამი და წუთი, მაგრამ მანაც არ დამინდო, კარგიც ოხრად გაიყოლა, არ იკმარა მხოლოდ ცუდი. საერთოდაც, არ თაკილობს, არც წვრილ, პაჭა-პუჭა ამბებს და არც მსხვილი ავიწყდება, სიყვარულს გავუხსნი გულს, თუ პერანგს ღილი ამიწყდება...
ვზივარ კაფის თბილ კუთხეში, ჩემთვის მწარედ მეცინება, ახლა უფრო დიდი კუშის მოსახსნელად ემზადება, მე სიბერეს ვმშობიარობ, ის კი ელის დაბადებას.
11. ლელა მადლობა! ნამეტანი მსუყე რომ არ გამომსვლოდა, ამოვაგდე რამდენიმე, არც თუ ურიგო სტროფი, მაგალითად ასეთი,: ,,წითელ- ყვითლად შემოდგომა გზებს რომ მოგვიფიანდაზებს, ვინ უგულო უნდა სცემდეს ცოცხებსა და აქანდაზებს.”
ან ასეთი: ამინდია საძაგელი, რა- ოქროსი, რის- ნეტარი! დამეჭიმა უკვე მაჯა, მოყანყალდა ცოცხის ტარი
დაა.შ.. მოკლედ, გვარიანად შევამოკლე
ლელა მადლობა! ნამეტანი მსუყე რომ არ გამომსვლოდა, ამოვაგდე რამდენიმე, არც თუ ურიგო სტროფი, მაგალითად ასეთი,: ,,წითელ- ყვითლად შემოდგომა გზებს რომ მოგვიფიანდაზებს, ვინ უგულო უნდა სცემდეს ცოცხებსა და აქანდაზებს.”
ან ასეთი: ამინდია საძაგელი, რა- ოქროსი, რის- ნეტარი! დამეჭიმა უკვე მაჯა, მოყანყალდა ცოცხის ტარი
დაა.შ.. მოკლედ, გვარიანად შევამოკლე
10. კლიშეს ქარვისფერ ფოთლებს და ხალიჩებს უწოდებთ ალბათ, მაგრამ ისე ბუნებრივად იკითხება, სულაც არ მეცნო კლიშედ.
კლიშეს ქარვისფერ ფოთლებს და ხალიჩებს უწოდებთ ალბათ, მაგრამ ისე ბუნებრივად იკითხება, სულაც არ მეცნო კლიშედ.
9. მადლობა დევი, კარგი აზრია! მინი კონკურსი პოეზიაში, თემაზე ,, აქანდაზი”, ჟანრი და ფორმა - ნებისმიერი. დაწერეთ და დადეთ აქ, კომენტარში. მუქთა არ გეგონით, ჯილდოც გვაქვს: გამარჯვებული დაჯილდოვდება ერთი თავისუფალი ლექსის თარგმანით ინგლისურად. თუ თვითონ თავისუფალს არ წერს, შეუძლია გვათარგმნინოს მისი რომელიმე საყვარელი თავისუფალი ლექსი, რომლის მოცულობაც არ აღემატება 30 სტრიქონს. გამარჯვებულს გამოავლენს ერთკაციანი... ბოდიში ... ერთქალიანი ჟიური- მე. მადლობა დევი, კარგი აზრია! მინი კონკურსი პოეზიაში, თემაზე ,, აქანდაზი”, ჟანრი და ფორმა - ნებისმიერი. დაწერეთ და დადეთ აქ, კომენტარში. მუქთა არ გეგონით, ჯილდოც გვაქვს: გამარჯვებული დაჯილდოვდება ერთი თავისუფალი ლექსის თარგმანით ინგლისურად. თუ თვითონ თავისუფალს არ წერს, შეუძლია გვათარგმნინოს მისი რომელიმე საყვარელი თავისუფალი ლექსი, რომლის მოცულობაც არ აღემატება 30 სტრიქონს. გამარჯვებულს გამოავლენს ერთკაციანი... ბოდიში ... ერთქალიანი ჟიური- მე.
8. ისე, რა საინტერესო იქნებოდა ამ სათაურის ქვეშ ვინ რას დაწერდა და როგორ. ისე, რა საინტერესო იქნებოდა ამ სათაურის ქვეშ ვინ რას დაწერდა და როგორ.
7. იუმორისტული სულაც არაა, უფრო დარდიმანდულია :) იუმორისტული სულაც არაა, უფრო დარდიმანდულია :)
6. მელოდიური, საინტერესო და სასიამოვნო რითმებით. მარტივად აღსაქმელი, მაგრამ არც თუ ისე ზედაპირული ლექსია. +4 მელოდიური, საინტერესო და სასიამოვნო რითმებით. მარტივად აღსაქმელი, მაგრამ არც თუ ისე ზედაპირული ლექსია. +4
5. რატომ იუმორისტული? პატიოსანი მშრომელი ადამიანის წრფელი ფიქრებია. ... ეს, ცხადია, ხუმრობით, ისე კი, მართლა პაროდიაა შემოდგომასა და ფოთოლცვენასთან დაკავშირებულ პოეტურ კლიშეებზე, ზუსტად დაგინახავთ. მადლობა! რატომ იუმორისტული? პატიოსანი მშრომელი ადამიანის წრფელი ფიქრებია. ... ეს, ცხადია, ხუმრობით, ისე კი, მართლა პაროდიაა შემოდგომასა და ფოთოლცვენასთან დაკავშირებულ პოეტურ კლიშეებზე, ზუსტად დაგინახავთ. მადლობა!
4. მგონი ჟანრი იუმორისტული უფრო მოუხდება. მგონი ჟანრი იუმორისტული უფრო მოუხდება.
3. ურაკპარაკის კგდევ ერთი ღირსება არის ის რომ დროის მანქანის ფუნქციასაც ითავსებს. საშუალებას გვაძლევს სხავადასხვა დროში მოგროვებულ ფიქრებს ვადევნოთ თვალი, რაც სიხარულისთვის საკმარის მიზეზსაც იძლევა, უნდა გვიხაროდეს კი ის, რომ პროგრესი სახეზე გავქვს და მისი ხილვა მარტივი პარალელების გავლებით, ცხადად არის შესაძლებელი. სხვათაშორის ბევრი წლის წინ, როცა ურაკის წევრი გავხდი, როცა ჯერ კიდევ მოზარდი ტიპი ვიყავი, პირველი ასოციაცია რაც გამიჩნდა აქაურობაზე იყო ჯადოსნური საათი ჯ.კ.როულინგის "ჰარი პოტერიდან" Time-turner, ინგლისურად ასე ჰქვია ამ მოწყობილობას, ვერ გავბედავ ვცადო მისი გადმოქართულება, მაგრამ ამით იმის თქმა მსურს, რომ პირველი ჩემი ასოციაცია თავისებურად გამართლდა. )))
ლექსი ჰგავდა სალამს სსრკ-დან )))
+5
ურაკპარაკის კგდევ ერთი ღირსება არის ის რომ დროის მანქანის ფუნქციასაც ითავსებს. საშუალებას გვაძლევს სხავადასხვა დროში მოგროვებულ ფიქრებს ვადევნოთ თვალი, რაც სიხარულისთვის საკმარის მიზეზსაც იძლევა, უნდა გვიხაროდეს კი ის, რომ პროგრესი სახეზე გავქვს და მისი ხილვა მარტივი პარალელების გავლებით, ცხადად არის შესაძლებელი. სხვათაშორის ბევრი წლის წინ, როცა ურაკის წევრი გავხდი, როცა ჯერ კიდევ მოზარდი ტიპი ვიყავი, პირველი ასოციაცია რაც გამიჩნდა აქაურობაზე იყო ჯადოსნური საათი ჯ.კ.როულინგის "ჰარი პოტერიდან" Time-turner, ინგლისურად ასე ჰქვია ამ მოწყობილობას, ვერ გავბედავ ვცადო მისი გადმოქართულება, მაგრამ ამით იმის თქმა მსურს, რომ პირველი ჩემი ასოციაცია თავისებურად გამართლდა. )))
ლექსი ჰგავდა სალამს სსრკ-დან )))
+5
2. ბებიათქვენი ალბათ პოეტია, არა? დღეს ეზოს ვხვეტდი, შემოდგომის ფოთლებით სავსეს და რომ გამეადვილებინა ეს მოსაწყენი შრომა, თან ხალხურ კილოზე ლექსს ვთხზავდი. რითმები კარგი ავურჩიე, მიყვარს, როცა რითმა ძალიან გაცვეთილი არ არის. თემა - ამაზე არა-პოეტური ბევრიც აღარ იქნება დარჩენილი - მეეზოვის აქანდაზზეა, ბოლოს და ბოლოს, შეულამაზებელ რუტინულ შრომაზე და არც ჩემი მეეზოვეა თავისი პროფესიის ხალხისგან რაიმე აღმატებული ან დამაკნინებელი ნიშნით გამორჩეული. ჩვეულებრივი ადამიანია, რა! არც ვინმეს გულის აჩუყება მინდოდა, რომ ახალი ,,მუშა ბოქულაძე გამომესახა... ძალიან ტრივიალური რომ არ გამომსვლოდა, ცოტა ინტონაციური პლანი დავამუშავე - მსუბუქი რიტმულ- ინტონაციური კონფლიქტი გამოვიყენე და რა ვიცი, არა უშავს! ახლა, ეს ჩემი საუკეთესო ლექსების სიახლოვეს, ცხადია, ვერ მივა, მაგრამ როგორც ტრადიციული ლექსის თხზვაში სავარჯიშო, ნამდვილად წამატებული უნდა იყოს. ბებიათქვენი ალბათ პოეტია, არა? დღეს ეზოს ვხვეტდი, შემოდგომის ფოთლებით სავსეს და რომ გამეადვილებინა ეს მოსაწყენი შრომა, თან ხალხურ კილოზე ლექსს ვთხზავდი. რითმები კარგი ავურჩიე, მიყვარს, როცა რითმა ძალიან გაცვეთილი არ არის. თემა - ამაზე არა-პოეტური ბევრიც აღარ იქნება დარჩენილი - მეეზოვის აქანდაზზეა, ბოლოს და ბოლოს, შეულამაზებელ რუტინულ შრომაზე და არც ჩემი მეეზოვეა თავისი პროფესიის ხალხისგან რაიმე აღმატებული ან დამაკნინებელი ნიშნით გამორჩეული. ჩვეულებრივი ადამიანია, რა! არც ვინმეს გულის აჩუყება მინდოდა, რომ ახალი ,,მუშა ბოქულაძე გამომესახა... ძალიან ტრივიალური რომ არ გამომსვლოდა, ცოტა ინტონაციური პლანი დავამუშავე - მსუბუქი რიტმულ- ინტონაციური კონფლიქტი გამოვიყენე და რა ვიცი, არა უშავს! ახლა, ეს ჩემი საუკეთესო ლექსების სიახლოვეს, ცხადია, ვერ მივა, მაგრამ როგორც ტრადიციული ლექსის თხზვაში სავარჯიშო, ნამდვილად წამატებული უნდა იყოს.
1. მაგარია სულ მთლად ბებიაჩემის ხელწერა გაქვთ მაგარია სულ მთლად ბებიაჩემის ხელწერა გაქვთ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|