ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინია ყოჩიშვილი
ჟანრი: პოეზია
31 იანვარი, 2019


დამაფარე ნაზი ხელი

დამაფარე ნაზი ხელი,
შენი ნაზი ხელი,
სიშორეში, როგორც შველი,
ისე ვკრთები, მწველი
ღამეების მიჯნაზე და შენი სუნთქვის ჩქამზე,
ისევ ისე ამოვიდა მზე დღეს წამი-წამზე,
რომ მინდოდა შენი ხელი,
შენი ნაზი ხელი,
შენი მწველი სუნთქვის ლავა,
შენი ლავიწები,
ისევ ისე ამოვიდა მზე-დღის ციანიდი,
შენი შხამის შესმის მერე,
ღმერთის - რის და სხვისი,
ისევ ისე ავეკრძალე თავს და შენს თმას - ნორჩებს,
ოღონდ ეს ხმა, ოღონდ  ეს ღრმა სიმძიმილი მორჩეს.
ისევ ისე მოვიწამლე შენი მწველი ლანდით.
დამაფარე შენი ხელი,
შენი მკრთალი ხალი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ebraeli2 ვულოცავთ დაბადების დღეს