ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ბეგიაშვილი
ჟანრი: პოეზია
4 თებერვალი, 2019


შეხვედრა არსად ანუ არასდროს


შენ სინაზე გემოსა,მე-ზამთრის სუსხი...
თოვლიან ფანჯრებს გავყურებდი(თ)
მე-სახით მკაცრი,შენ-მშვენიერი...
ასე უბრალოდ,გადაიკვეთა მზერები,
შენთან სამ წამად,ჩემთან სამი წლით...
შენ-ქედმაღალი,მე-ფიქრიანი...
მე-კომპლექსიანი,შენ-ამაყი...
მე და შენ...
ანუ ორი სხვადასხვა
ანუ ორი სიცოცხლე
მე-ქუჩის აჩრდილი,შენ-ტყის ფერია...
სიყალბე იქ არ იყო,იმ დროს არა
მე-სიტყვაძუნწი,შენ-უფრო უტყვი...
შეხვედრა არსად ანუ არასდროს,
მე-უშუალო,შენ-გოგონა ცისფერთვალება...
შენ-შესანიშნავი,როგორც ალუბალი შუა ივლისში,
მე-... ჯანდაბას,ვუძლებ სიმჟავეს...
შენ-ლამაზი! მე? მე-თოვლისპაპა...
ორი სული,ბავშვურობა დავიწყებული
მე-უჟმური,შენ-თავქარიანი...
შენ-სინაზე გემოსა,მე? კვლავ ზამთრის სუსხი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები