 | ავტორი: ნათია პაპიძე ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 21 თებერვალი, 2019 |
== სტახუ == (დაგინისთან შეხვედრამდე ) 1868 წლის 7 მაისს მოევლინა ამ ქვეყანას სტახუ; დაუმორჩილებელი, მეამბოხე, პოლონელი დემონური მწერალი - სტანისლავ პშიბიშევსკი. პატარა სოფლის (ლოჟევო) პატარა სკოლის პატიოსანი პედაგოგის იოსებ პშიბიშევსკის და მისი მეორე მეუღლის - დოროთის ვაჟი; მეთორმეტე შვილი მრავალშვილიანი ოჯახისა. თავიდანვე ვერ ეტეოდა ამ მცირე სივრცეში სტახუ. მას მეტი სურდა, მეტი შეეძლო. ექსცენტრული, ბევრის მნახველი, ბევრის ჩამდენი სტანისლავი თავისნათქვამა და დაუმორჩილებელი იყო. ბაბუამისს, მიხაილს მთელს ქალაქში პატივსაცემ ადამიანად იცნობდნენ, ჭკვიან და პრაქტიკოს ადამიანად, შვილიშვილის დაუმორჩილებლობამ აიძულა ბაბუა მიხაილი - შვილისთვის მისი ტორუნის გიმნაზიაში გაგზავნა ერჩია. იქაც თავი გამოიჩინა სტახუმ, როგორც ინტელექტუალური ქაოსის შემტანმა და ჯიუტმა მოსწავლემ. იმ მიდამოებში მცხოვრებების სტახუასდმი დამოკიდებულება - მოსულიყვნენ და ერთი შეხედვით ჯერ კიდევ ღლაპი პშიპიშევსკისთვის რჩევა და აზრი ეკითხათ სხვადასხვა საკითხებზე - სტახუს თვითდარწმუნებულობას საძირკველს უმყარებდა. ამიტომ, გაასრულა თუ არა სწავლა ტორუნის გიმნაზიაში - სასწრაფოდ გაერიდა ოჯახის და ნათესავების გადამეტებულ მზრუნველობას და დაიწყო მის ცხოვრებაში ეტაპი : „მე თვითონ...“ “ … მე თვითონ შევარჩევ პროფესიას“.... ჯერ, არქიტექტურა შეისწავლა, მერე, მედიცინა (ბერლინში). თავის რჩენა კი იმით დაიწყო, რაც ყველაზე უკეთ გამოსდიოდა - შესანიშნავი პიანისტი იყო. გადავიდა ნაქირავებ ბინაში ქალაქ ვოგრუვეცში, ნათესავებისგან დამოუკიდებლად. ცხოვრობდა სტიპენდიით, რომელიც როგორც განსაკუთრებულ სტუდენტს ერიცხებოდა, დედისგან მიღებული მუსიკალური განათლება კი იმაში გამოიყენა, რომ მართავდა კონცერტებს, ასრულებდა შოპენის, ლისტის და საკუთარ ნაწარმოებებს და საკმაოდ კარგი შემოსავალიც ჰქონდა. მამა კი ეჭვობდა, რომ სტახუ შემოსავლის დიდ ნაწილს სმაში და დროსტარებაში ხარჯავდა, რაც სულაც არ იყო სიმართლეს მოკლებული. თუმცა, მისი ნიჭიერების ამბავი შორს იყო გავარდნილი. ამიტომ, არ გასჭირვებია ებრაელი ვაჭრის, იუსუფ ფოურდერის ოჯახში, სადაც, ხუთი არაჩვეულებრივი გოგონა იზრდებოდა - მუსიკის პედაგოგად დაეწყო მუშაობა. ცნობილი არ არის - ვაჭრობის რა სფეროში მოღვაწეობდა იუსუფი, ამის სხვადასხვა ვერსია არსებობს, მაგრამ, ერთი რამ ცხადზე ცხადია, ის ითვლებოდა ძალიან მდიდარ და ამასთან, ძალიან განათლებულ ადამიანად, რომელიც ფინანსებს არ იშურებდა თავისი შვილების ზოგადი და მუსიკალური განათლებისთვისაც. ოცი წლის სტახუც საუკეთესო კანდიდატად მიიჩნია თავისი ასულების პედაგოგობისთვის, იცოდა რა, რომ პშიბიშევსკი განსაკუთრებულად ნიჭიერი პიანისტი იყო. უმცროსი ქალიშვილებისთვის - როუზისა და მირიამისთვის (მარტა) კი, სტახუს გაკვეთილები ახალი, თავგადასავლებით სავსე ცხოვრების მომტანი გახდა. მალევე მოიპოვა ოჯახის უფროსი წევრების ნდობა ენერგიულმა პედაგოგმა და უკვე თავისუფლად ანდობდნენ ფიკუსებით მორთულ, წითელხავერდიანი ფარდებით შემკულ ოთახში - ორ ახალგაზრდა მოსწავლე ქალბატონს. ორ დათაგან უფროსს, შავთმიან, ყავისფერთვალა, ვარდისფერ ღაწვებიან როუზს თავდავიწყებით შეუყვარდა თავისი ახალგაზრდა მასწავლებელი. სპილენძისფერი თმის მქონე, ფერმკრთალი, ნორჩი მირიამი თავისი უფროსი დის და სტახუს თავბრუდამხვევი რომანის ჩუმი მოწმე გახდა, მოშორებით დაჰყვებოდა სეირნობისას შეყვარებულ წყვილს, რათა მათ შესძლებოდათ თავისუფლად ესაუბრათ თავის გრძნობებზე, საჭირო მომენტში უსიტყვოდ გაეცლებოდა ხოლმე საძინებელ ოთახში განმარტოებულ შეყვარებულებს და მთელი ოჯახისგან ფარავდა მათ სასიყვარულო ურთიერთობას. მაგრამ, თავადაც დიდზე დიდ საიდუმლოს ატარებდა მირიამი-მარტა. სტახუს თითების მის თითებზე შეხებით გამოწვეულმა ჟრუანტელმა , აკორდების სწავლაში რომ ეხმარებოდა ხოლმე პედაგოგი, სამუდამოდ ააღელვა მისი პატარა გული. „ ოქროს ბავშვო, ცეცხლისფერთმიანო მირიამ...“ - არასდროს არავინ დალაპარაკებია მარტას ასე. არასდროს არავის უთქვამს ასეთი თბილი სიტყვები - მარტას უყვარს სტახუ. მარტას მგონი, მხოლოდ სტახუ უყვარს ამქვეყნად. == როუზი == ბედნიერი იყო როუზი. უყვარდა თავდავიწყებით. საუბრები სტახუსთან. სეირნობა. აღმაფრენა. თავისი უმცროსი დის, მირიამ-მარტას სიჩუმეშიც ვერ ამოიკითხა უდიდესი გრძნობა თავისი რჩეულის მიმართ. სიფრთხილეც დაჰკარგა, თითქოს. დაკვირვებულ და მზრუნველ მშობლებს, კი არ გამოჰპარვიათ მოხშირებული გაკვეთილები და საღამოს სეირნობა მასწავლებელთან ერთად. საბოოლოოდ, ოჯახის კეთილისმყოფელისგან შეიტყვეს კიდეც, რომ სეირნობისას - მარტა თავისთვის იჯდა ხოლმე ჩაფიქრებული სკამზე და როუზი და სტახუ, განმარტოებულები აგრძელებდნენ სიარულს სტახუს მიერ შერჩეულ ფარულ ადგილებში. „ მისტერ სტახუ! გულითადი და უზომოა ჩვენი სიყვარული და პატივისცემა თქვენ მიმართ. თქვენ ხართ უდიდესი ტალანტი და მთელი სამყარო გელით თქვენ. მაგრამ, უმორჩილესად გთხოვთ, თავი დაანებოთ ჩვენ ქალიშვილ როუზს. ბედისწერას მისთვის სხვა ცხოვრება აქვს გამზადებული. როგორც თქვენთვის გამზადებული ჰყავს სულ სხვა ქალი...“ - ისედაც ხასიათდამძიმებულ სტახუს, რომელიც უკვე ქალაქ ვოგრუვეცის დატოვებას და ბერლინში სასწავლებლად გადასვლას გეგმავდა, ტკივილი და გულისწყვეტა დაუმატა როუზის მშობლების ამ სიტყვებმა. მიუხედავად იმისა, რომ თქვეს პირობა, აღარ ენახათ ერთმანეთი, წერილების წერასა და პირველივე შესაძლებლობისთანავე ბერლინში შეხვედრის დათქმას მაინც დაჰპირდნენ ერთმანეთს შეყვარებულები. ერთი წელი დასჭირდათ სტახუს და როუზს ერთმანეთს რომ შეხვედროდნენ კიდევ ერთხელ. შეხვდნენ და მიხვდნენ, რომ იმდენი აღარფერი ჰქონდათ საერთო, რამდენიც დამაბრკოლებელი გარემოება. „მშვიდობით...სამუდამოდ“ - წარმოსთქვა როუზმა ბოლოს. წინააღმდეგობებით დაღლილ სტანისლავს, თითქოს, გულზეც კი მოეშვა და მშვიდად დაუბრუნდა ბერლინს. გავიდა თვეები. მეგობარმა, გერმანელ-პოლონელმა ნიჭიერმა მოქანდაკემ ფრანსისკ ფლაუმმა სტახუს შეატყობინა, რომ მოხუცი იუსუფ ფოურდერი გარდაიცვალა და პოლინა ფოურდერმა გადაწყვიტა პოლონეთში ყველაფერი გაეყიდა და ქალიშვილები ბერლინში გადმოეყვანა საცხოვრებლად. როგორ აენთო სტახუ! რამხელა იმედი მიეცა, რომ ძველ სიყვარულს დაიბრუნებდა! ჯერ არ იცოდა, რომ როუზს გულში უკვე ამ კარგი ამბის მაცნე,- ფრანსისკი, ჰყავდა და ძალიან მალე გადაწყვიტა კიდეც მასზე გათხოვება.
(გაგრძელება იქნება )
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. შევცვალე, უმა, გაიხარე. მაგას მე ვერ მივხვდებოდი კიდევ კაი ხანს :)))
შემდეგი, მე-3 ნაწილი დღეს იქნება უკვე.
ჟანრს რაც შეეხება - მე ვერ დავიბრალებ ამის მიგნებას. :))
დედამ ჩემზე ადრე "მიაგნო" :*
შევცვალე, უმა, გაიხარე. მაგას მე ვერ მივხვდებოდი კიდევ კაი ხანს :)))
შემდეგი, მე-3 ნაწილი დღეს იქნება უკვე.
ჟანრს რაც შეეხება - მე ვერ დავიბრალებ ამის მიგნებას. :))
დედამ ჩემზე ადრე "მიაგნო" :*
16. ვიფიქრე: იქნებ, დადო მეთქი და ჰოი, საოცრებავ, დამხვდა:) კეთილი შურით მშურს, ისეთ მაგარ ჟანრს მიაგენი. ვისიამოვნე ფრიად. თუ არ მიწყენ: ბარხატი ხავერდით შეცვალე. სიყვარულით, უმა ვიფიქრე: იქნებ, დადო მეთქი და ჰოი, საოცრებავ, დამხვდა:) კეთილი შურით მშურს, ისეთ მაგარ ჟანრს მიაგენი. ვისიამოვნე ფრიად. თუ არ მიწყენ: ბარხატი ხავერდით შეცვალე. სიყვარულით, უმა
15. აუცილებლად გასაგრძელებელი) აუცილებლად გასაგრძელებელი)
14. ნათი, ველოდები შემდეგს. სულსწრაფი ვარ კითხვისას:)) ნათი, ველოდები შემდეგს. სულსწრაფი ვარ კითხვისას:))
13. 5- სად არის იდუმალება? 5- სად არის იდუმალება?
12. ნათი ძალიან კარგია რომ წერ, რომ ნაწილებად დებ ესეც კარგია, წასაკითხად დამღლელი არაა, დაგნის ისტორია ძალიან საინტერესოა თავის ტიფლისის ტრაგედიით, და ცოტას თუ გაამხატვრულებ მართლაც კარგი ნაწარმოები გამოვა ნ- ი--კ-ი-ს არ ოყოს. მე ვიცნობ სტანისლავ პშიბიშევსკის თავის ბიოგრაფიით და ნაწარმოებიანად, დათო დემონური ნაწარმოებების ავტორიათქო, მე ვამბობ სტანისლავზე და არა დაგნიზე. ისე რა თქმა უნდა დაწვრილებით არც მე ვიცი და მსიამოვნებს ძალიან ნათია რასაც წერს, თან როგორი გამართული ნაწერია ბოლომდე ისე წაიკითხავ, ერთ კენჭსაც კი ვერ წამოკრავ ფეხს. ნათი ძალიან კარგია რომ წერ, რომ ნაწილებად დებ ესეც კარგია, წასაკითხად დამღლელი არაა, დაგნის ისტორია ძალიან საინტერესოა თავის ტიფლისის ტრაგედიით, და ცოტას თუ გაამხატვრულებ მართლაც კარგი ნაწარმოები გამოვა ნ- ი--კ-ი-ს არ ოყოს. მე ვიცნობ სტანისლავ პშიბიშევსკის თავის ბიოგრაფიით და ნაწარმოებიანად, დათო დემონური ნაწარმოებების ავტორიათქო, მე ვამბობ სტანისლავზე და არა დაგნიზე. ისე რა თქმა უნდა დაწვრილებით არც მე ვიცი და მსიამოვნებს ძალიან ნათია რასაც წერს, თან როგორი გამართული ნაწერია ბოლომდე ისე წაიკითხავ, ერთ კენჭსაც კი ვერ წამოკრავ ფეხს.
11. რა იდუმალებაა ამ სიტყვებში, ღმერთო. რა იდუმალებაა ამ სიტყვებში, ღმერთო.
10. ნათია - ყოველივე ადამიანშია ეგოიზმი და ამის გარეშე შეუძლებელია, მე მხოლოდ იმას ვამბობ, რომ ის დამარცხებულია? მე იქვე დავამატე, რომ დამარცხება სჯობს დაფნას, ხვალ რომ ღობის ძირას იქნება, მაგრამ ის ნაპერწკალი სულ იკარგება, იკარგებოდა. მერე გზა და გზა აშველებდა ვინმე, ღვთისნიერი, შენნაირი. ნათია - ყოველივე ადამიანშია ეგოიზმი და ამის გარეშე შეუძლებელია, მე მხოლოდ იმას ვამბობ, რომ ის დამარცხებულია? მე იქვე დავამატე, რომ დამარცხება სჯობს დაფნას, ხვალ რომ ღობის ძირას იქნება, მაგრამ ის ნაპერწკალი სულ იკარგება, იკარგებოდა. მერე გზა და გზა აშველებდა ვინმე, ღვთისნიერი, შენნაირი.
9. იმასაც მაინცდამაინც ნუ იტყვით, რომ რაც ამ ორ ნაწილში მოვახერხე რომ ჩამეტია, ყველამ იცოდა და ყველამ იცის :))))
ძალიან ბევრი რამ არ იციან, მერწმუნეთ. მეც არ ვიცოდი მათზე ბევრი რამ, სანამ მოძიება არ დავიწყე ინფორმაცისს :))
ვინც იცის, იცის მხოლოდ ის, რომ ნორვეგიელი პიანისტი და მწერალი ქალი, ქმარს საყვარელთან ერთად ტიფლისში გამოექცა და აქ დარჩა სამუდამოდ :)
რაც, ძალიან ზედაპირული შეფასება და დასკვნაა, სინამდვილეში ბევრი რამე იყო სულ სხვანაირად :) იმასაც მაინცდამაინც ნუ იტყვით, რომ რაც ამ ორ ნაწილში მოვახერხე რომ ჩამეტია, ყველამ იცოდა და ყველამ იცის :))))
ძალიან ბევრი რამ არ იციან, მერწმუნეთ. მეც არ ვიცოდი მათზე ბევრი რამ, სანამ მოძიება არ დავიწყე ინფორმაცისს :))
ვინც იცის, იცის მხოლოდ ის, რომ ნორვეგიელი პიანისტი და მწერალი ქალი, ქმარს საყვარელთან ერთად ტიფლისში გამოექცა და აქ დარჩა სამუდამოდ :)
რაც, ძალიან ზედაპირული შეფასება და დასკვნაა, სინამდვილეში ბევრი რამე იყო სულ სხვანაირად :)
8. აქ ბევრი ახალგაზრდაა, რომელმაც, შეიძლება, არ იცის ეს ამბავი. ჩვენც ხომ არ ვიცოდით თავის დროზე. წავიკითხეთ და გავიგეთ, მაგრამ ჩვენც, ძირითადად, ზოგად შტრიხებში ვიცით. ნათია ბევრ დეტალზე ამახვილებს ყურადღებას, თანმიმდევრულად მიჰყვება მოვლენებს და ჩვენც გვიამბობს. აქ ბევრი ახალგაზრდაა, რომელმაც, შეიძლება, არ იცის ეს ამბავი. ჩვენც ხომ არ ვიცოდით თავის დროზე. წავიკითხეთ და გავიგეთ, მაგრამ ჩვენც, ძირითადად, ზოგად შტრიხებში ვიცით. ნათია ბევრ დეტალზე ამახვილებს ყურადღებას, თანმიმდევრულად მიჰყვება მოვლენებს და ჩვენც გვიამბობს.
7. მადლობა წაკითხვისთვის, აზრის გაზიარებისთვის. გმადლობთ, მუხა, მექანიკური შეცდომა იყო და ჩავასწორე სტახუს დაბადების წელი.
რაც შეეხება მიზანს, თუ რატომ ვწერ იმაზე, რაც ისედაც ყველამ იცის და ასევე დავით ქარჩხავას ვუპასუხებ, იმის თაობაზე-დამარცხებულის მხარეზე ვარ თუ არა.
ვწერ იმიტომ, რომ ჩემთვის საინტერესო თემა აღმოჩნდა ჩავღრმავებოდი იმ ქალის ცხოვრებას, ვინც ბევრი შემოქმედის ცხოვრება და ბედისწერა შეცვალა მცირედ თუ დიდი ხნით. დამარცხებულს რაც შეეხება, გააჩნია ვისთვის ვინ არის დამარცხებული. პირადად მე, სურვილი მაქვს და მინდა ყველა ამ "ამბავში გარეული " ადამიანის დადებითიც ამოვწიო და უარყოფითიც, რამდენადაც შესაძლებელი იქნება. ყველამ, ვინც ამ ისტორიაზე დაწერა -თავისი სუბიექტური დასკვნით იხელმძღვანელა. იგივეს უფლებას ვაძლევ ჩემს თავს და პლიუს, ვხელმძღვანელობ პირადი მიმოწერებითაც. ამასთან, ვცდილობ, ობიექტურობა არ დავკარგო და უბრალოდ, სხვადასხვა კუთხით შევხედო ამ ადამიანების ცხოვრებაში მოვლენებს და მათ პიროვნებებს. თუ ვინმეს საინტერესოდ წაეკითხება - მოხარული ვიქნები. თუ არა - დავით ქარუმაძის "დაგნი და სიყვარულის ნადიმი" - გამოიცა 2011 წელს (ინგლისურ ენაზე) და შეგიძლიათ ამ წიგნით ისიამოვნოთ. გმადლობთ კიდევ ერთხელ. მადლობა წაკითხვისთვის, აზრის გაზიარებისთვის. გმადლობთ, მუხა, მექანიკური შეცდომა იყო და ჩავასწორე სტახუს დაბადების წელი.
რაც შეეხება მიზანს, თუ რატომ ვწერ იმაზე, რაც ისედაც ყველამ იცის და ასევე დავით ქარჩხავას ვუპასუხებ, იმის თაობაზე-დამარცხებულის მხარეზე ვარ თუ არა.
ვწერ იმიტომ, რომ ჩემთვის საინტერესო თემა აღმოჩნდა ჩავღრმავებოდი იმ ქალის ცხოვრებას, ვინც ბევრი შემოქმედის ცხოვრება და ბედისწერა შეცვალა მცირედ თუ დიდი ხნით. დამარცხებულს რაც შეეხება, გააჩნია ვისთვის ვინ არის დამარცხებული. პირადად მე, სურვილი მაქვს და მინდა ყველა ამ "ამბავში გარეული " ადამიანის დადებითიც ამოვწიო და უარყოფითიც, რამდენადაც შესაძლებელი იქნება. ყველამ, ვინც ამ ისტორიაზე დაწერა -თავისი სუბიექტური დასკვნით იხელმძღვანელა. იგივეს უფლებას ვაძლევ ჩემს თავს და პლიუს, ვხელმძღვანელობ პირადი მიმოწერებითაც. ამასთან, ვცდილობ, ობიექტურობა არ დავკარგო და უბრალოდ, სხვადასხვა კუთხით შევხედო ამ ადამიანების ცხოვრებაში მოვლენებს და მათ პიროვნებებს. თუ ვინმეს საინტერესოდ წაეკითხება - მოხარული ვიქნები. თუ არა - დავით ქარუმაძის "დაგნი და სიყვარულის ნადიმი" - გამოიცა 2011 წელს (ინგლისურ ენაზე) და შეგიძლიათ ამ წიგნით ისიამოვნოთ. გმადლობთ კიდევ ერთხელ.
6. 1968 წელს ?
შეიძლება ბევრი რამ მართლაც არ არის ახალი და უცხო ამ დოკუმენტურ მოთხრობაში, მაგრამ საინტერესოდაა გადმოცემული.
1968 წელს ?
შეიძლება ბევრი რამ მართლაც არ არის ახალი და უცხო ამ დოკუმენტურ მოთხრობაში, მაგრამ საინტერესოდაა გადმოცემული.
5. მუხა- დემონოურზე მეტად ბოჰემური იყო ის და არცაა გასაკვირი, მე რომ ვიცი, მეგონა იცოდით, შენ, სხვებმა... არც ნათია გახლავთ მისი მესაიდუმლე და არც მე მქონია ცხონებულთან რომანი)მაგრამ კი ვიცით, და..)თუმცა სხვა კუთხიდან რომ შევხედო, ცხადია ძალიან კარგია დაკარგული რომ გამოამზეურო, ეს თითქმის აუცილებელიც კი არის. სკოლასთან ისევ იმ აზრზე ვარ, ვეფხისტყაოსანზე და ვაჟაზე ვთქვი მხოლოდ დაა ეს არ არის, მხოლოდ სკოლის გაკვეთილი. შეიძლება ვერ ვაყალიბებ სათქმელს, მაგრამ მიმიხვდები) ნათიას კი , დაი პიატ. მე გულწრფელად გამიხარდა, დამარცხებულის მხარეს იყო უნდა ადამიანი და არა დაფნის რაღაცასთან..) მუხა- დემონოურზე მეტად ბოჰემური იყო ის და არცაა გასაკვირი, მე რომ ვიცი, მეგონა იცოდით, შენ, სხვებმა... არც ნათია გახლავთ მისი მესაიდუმლე და არც მე მქონია ცხონებულთან რომანი)მაგრამ კი ვიცით, და..)თუმცა სხვა კუთხიდან რომ შევხედო, ცხადია ძალიან კარგია დაკარგული რომ გამოამზეურო, ეს თითქმის აუცილებელიც კი არის. სკოლასთან ისევ იმ აზრზე ვარ, ვეფხისტყაოსანზე და ვაჟაზე ვთქვი მხოლოდ დაა ეს არ არის, მხოლოდ სკოლის გაკვეთილი. შეიძლება ვერ ვაყალიბებ სათქმელს, მაგრამ მიმიხვდები) ნათიას კი , დაი პიატ. მე გულწრფელად გამიხარდა, დამარცხებულის მხარეს იყო უნდა ადამიანი და არა დაფნის რაღაცასთან..)
4. 2. ისე, აქ რა არის ახალი? ანუ ისეთი, რაც დაგნიზე, მუნკზე და ჭიათურელზე აღარ ვიცით? არ ვიცი... დათო ქარჩავა. 2019-02-23 02:16:49
ახალი ის არის რომ , ალბად არც აქ და არც საქართველოში ნახევარზე მეტს არც წაუკითხავს და არც სმენია,ასი წლის წინანდელი პოლონელი დემონური მწერლის შესახებ არაფერი .,ისე როგორც მე არ ვიცნობდი და შემთხვევით წავიკითხე, თავის ქვეყანაში ჰო, მარა თვითეულმა ჩვენთაგანს რატომ უნდა გვცოდნოდა? სტანისლავ პშიბიშევსკი და რომ არ ვიცით და თუ ვინმე გვამცნობს და გვიწერს სხვა ქვეყნის მწერლის ამბავს მადლობის მეტი რა გვეთქმის?! დიახ ეს არის " აქ ახალი" და ამისგამო ნათია პაპიძის ამ ნაშრომს უმაღლეს დონეზე ვაფასებ და ყველა მკითხველის მაგივრად მადლობას ვუხდი. ვინ გითხრა რომ არ მოსწონს მოსწავლეებს "აუცილებელი არ არის, ავტორი სკოლიდანვე შესძულდეს მოსწავლეს, მერეც მოასწრებს:)პირიქით სკოლიდანვე აცნობენ და ასწავლიან თავიანთი მწერლების დაფასებას ეს არის მისაბაძი და არა ის რომ იაკობ გოგებაშვილი ამოიღეს ჩვენებმა. ნაწარმოების გაგრძელება იქნება ძლიერ საინტარესო.
2. ისე, აქ რა არის ახალი? ანუ ისეთი, რაც დაგნიზე, მუნკზე და ჭიათურელზე აღარ ვიცით? არ ვიცი... დათო ქარჩავა. 2019-02-23 02:16:49
ახალი ის არის რომ , ალბად არც აქ და არც საქართველოში ნახევარზე მეტს არც წაუკითხავს და არც სმენია,ასი წლის წინანდელი პოლონელი დემონური მწერლის შესახებ არაფერი .,ისე როგორც მე არ ვიცნობდი და შემთხვევით წავიკითხე, თავის ქვეყანაში ჰო, მარა თვითეულმა ჩვენთაგანს რატომ უნდა გვცოდნოდა? სტანისლავ პშიბიშევსკი და რომ არ ვიცით და თუ ვინმე გვამცნობს და გვიწერს სხვა ქვეყნის მწერლის ამბავს მადლობის მეტი რა გვეთქმის?! დიახ ეს არის " აქ ახალი" და ამისგამო ნათია პაპიძის ამ ნაშრომს უმაღლეს დონეზე ვაფასებ და ყველა მკითხველის მაგივრად მადლობას ვუხდი. ვინ გითხრა რომ არ მოსწონს მოსწავლეებს "აუცილებელი არ არის, ავტორი სკოლიდანვე შესძულდეს მოსწავლეს, მერეც მოასწრებს:)პირიქით სკოლიდანვე აცნობენ და ასწავლიან თავიანთი მწერლების დაფასებას ეს არის მისაბაძი და არა ის რომ იაკობ გოგებაშვილი ამოიღეს ჩვენებმა. ნაწარმოების გაგრძელება იქნება ძლიერ საინტარესო.
3. მუხა -ეს ავტორის სასკოლო პროგრამაში შეტანა,მხოლოდ ერთი კუთხიდან არ ფასდება. ვეფხისტყაოსანს სწავლობენ სკოლაში, მაგრამ ნახევარზე მეტი ვერ გებულობს და ლამის წყევლა შეაწიონ შოთას, ქეთელაურს და ა.შ აუცილებელი არ არის, ავტორი სკოლიდანვე შესძულდეს მოსწავლეს, მერეც მოასწრებს:) მუხა -ეს ავტორის სასკოლო პროგრამაში შეტანა,მხოლოდ ერთი კუთხიდან არ ფასდება. ვეფხისტყაოსანს სწავლობენ სკოლაში, მაგრამ ნახევარზე მეტი ვერ გებულობს და ლამის წყევლა შეაწიონ შოთას, ქეთელაურს და ა.შ აუცილებელი არ არის, ავტორი სკოლიდანვე შესძულდეს მოსწავლეს, მერეც მოასწრებს:)
2. ისე, აქ რა არის ახალი? ანუ ისეთი, რაც დაგნიზე, მუნკზე და ჭიათურელზე აღარ ვიცით? არ ვიცი... ისე, აქ რა არის ახალი? ანუ ისეთი, რაც დაგნიზე, მუნკზე და ჭიათურელზე აღარ ვიცით? არ ვიცი...
1. მშვენიერი ა, საინტარესო საკითხავია, ძალიუან მომეწონს ნათი! აქ =სტახუს= დაბადების წელი შეცდომით გიწერია!! ალბად მექანიკური შეცდომაა, ცნობისათვის სტანისლავ პშიბიშევსკი პოლონელი მწერალია და როგორ პატივს სცემენ პოლონეთის განათლების სისტემა თავიანთ ყველა ეპოქის მწერლებს , რომ სასკოლო პროგრამაში აცნობენ და ასწავლიან.(ჩემი ახლობლის სკოლის მოსწავლე კითხულობდა ამ მწერალს და რომ გაიგო მე თბილისიდან ვიყავი დაგნი-თბილისში ყოფნის ამბავი წაიკითხეო მითხრა და ამიტომ მაქვს წაკითხული) ეს მინდოდა მეთწვა შენთვის.
მშვენიერი ა, საინტარესო საკითხავია, ძალიუან მომეწონს ნათი! აქ =სტახუს= დაბადების წელი შეცდომით გიწერია!! ალბად მექანიკური შეცდომაა, ცნობისათვის სტანისლავ პშიბიშევსკი პოლონელი მწერალია და როგორ პატივს სცემენ პოლონეთის განათლების სისტემა თავიანთ ყველა ეპოქის მწერლებს , რომ სასკოლო პროგრამაში აცნობენ და ასწავლიან.(ჩემი ახლობლის სკოლის მოსწავლე კითხულობდა ამ მწერალს და რომ გაიგო მე თბილისიდან ვიყავი დაგნი-თბილისში ყოფნის ამბავი წაიკითხეო მითხრა და ამიტომ მაქვს წაკითხული) ეს მინდოდა მეთწვა შენთვის.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|