ნინო დარბაისელი
“ფეისი” და “ფეიკი” ანუ ”ვალოდიაჯინჭარაძეობა” ქართულ ლიტერატურაში - - - -
,რადიატორთან რომ იჯდა”... უკვდავი ფილმის ამ უკვდავ ფრაზას წყაროს დაუსახელებლადაც ყველა იცნობს. რამ გამახსენა?! არის ჩვენს ლიტერატურულ- კულტურულ სივრცეში საკმაოდ ფეხმოკიდებული ხერხიც: ვინმე, ნიჭითა და შემოქმედებითი ნაყოფით საშუალოთაგან ძნელად გამოსარჩევი მოიფიქრებს ან პოულობს რამე მიმზიდველ პროექტს შინ თუ გარეთ; პოულობს ამ პროექტის განხორციელების გზებსა და სახსრებსაც. ვალოდია ჯინჭარაძესავით, ირბენს, ირბენს გულამოვარდნილი, ცნობილ ხალხს, ,,ფეისებს” დაუკავშირდება, შემოიკრებს, სადაც დასჭირდება, მათ სახელებსაც გამოიყენებს და ამის მერე, თუ მაგალითად, საერთო კრებულის გამოცემაა ან უცხოეთში რამე ლიტ ღონისძიებაზე გამგზავრება, თავის მოგვარებულ საქმეში ჩართვაზე, ან თავისი ნაცოდვილარის შიგ შეყუჟვაზე ვინ-ღა რა ნამუსით ეტყვის უარს! ...ის კი არა, და მადლიერების ნიშნად, ყველა თითო სიტყვას არ შეაწევს? და მიზანიც მიღწეულია. არკვიოს მერე დაბოლებულმა მკითხველმა, ვინ “ფეისია” და ვინ - “ფეიკი”. არადა, განსხვავება თითქოს, სულ ერთ ასოშია.
- - - - ინგლისურის არმცოდნეთათვის: “ფეისი” - სახე, წარმომადგენელი “ფეიკი” (ზედსართ) ყალბი. ზოგადად სიყალბე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. გამომცემლობა, რომ ყველაზე მეტად წარმოადგენს დიდ მუხანათობას, თქმა არ უნდა. ცნობა და არ ცნობა სანამ არ მოიშლება, ასეთი ვითარება იქნება სულ. გამომცემლობა, რომ ყველაზე მეტად წარმოადგენს დიდ მუხანათობას, თქმა არ უნდა. ცნობა და არ ცნობა სანამ არ მოიშლება, ასეთი ვითარება იქნება სულ.
2. ეჰ, ჩემო კარგო! რაღა წარმოვადგინო! საქართველო არის ქვეყანა, სადაც სულ მცირე კეთილი საქმეც რომ მოიწადინო, ვეებერთელა ბარიკადებს აღგიმართავენ წინ, “უჩემოდ ვინ იმღერეთაო”. გამოვკვეთე კონცეპტი, რომლის საფუძველზეც ნატა ვარადამ შეადგინა ქართველ ქალთა თავისუფალი ლექსების კრებული. დავჯექი და ვთარგმნე თვრამეტი ავტორის სამ- სამი ლექსი ინგლისურად, ანუ 50- ზე მეტი, ზედ თანამედროვეობის სამი უსანდოეს კრიტიკოსთაგანის :გიორგი ლობჟანიძის, ნუგზარ ზაზანაშვილისა და ინგა მილორავას წერილებიც დავაყოლე... აქ ამერიკაში, სადაც მამა შვილს ლამის კინოში წასასვლელ ფულს არ აძლევს, თუ ბავშვმა რამე საშინაო საქმეების შესრულებით არ გამოიმუშავა, ჩემმა მეგობარმა უსასყიდლოდ შემისრულა სარედაქციო სამუშაოები. მანდ - არაჩვეულებრივმა რედაქტორმა და პიროვნებამ ალექსანდრე ელერდაშვილმა, ასევე უსასყიდლოდ ქართული საქმე და მთლიანად კრებული მომიწრსრიგა. ახლა ყდას არ იკითხავ? უნიჭიერესმა სოფო ვარაზმა დაგვიხატა. მთელი პროექტის მეცნიერ კონსულტანტი. ვინ გვყავს, იცი? თავად როსტომ ჩხეიძე!!!... არაფერს ვამბობ ანა კალანდაძის ლექსებიდან უახალგაზრდავეს ავტორამდე რა მასალა , როგორი გულმოდგინებით შეირჩა და რომ იტყვიან, კრებულში, როგორც სურამის ციხეში ცოცხლად როგორ ჩავატანე ნატა ვარადა, რომელსაც არც დღე არც ღამე არ ვასვენებდი ჩემი მუდამ საჩქარო მოსაძიებლებით და სხვა საქმეებით... ჩვენი მაქსიმუმი რომ გავაკეთეთ და კრებულს გამოსაცემად სახე მივეცით, აი, სწორედ მას შემდეგ გავიჭედეთ ...თუ გაგვჭედეს ...თუ გააჭედინეს ჩვენი თავი ,, კეთილმოსურნეებმა”... (როგორც იკვეთება, პრეტენზიად ძირითადად ის ჩანს, რომ ყველას უნდა, თავისი კურსელი ან დაქალოჩკა , ან ფავორიტკა შემოგვტენოს გამზადებულ კრებულში. ვინც პირადად დამიკავშირდა, კი დავსვი ადგილზე, მაგრამ ყველას ხომ ვერ გავწვდები! ასე უსასრულოდ შეიძლება მისი მოცულობის გაზრდა. ერთმა გამომცემელმა, ( გარკვეული მოსაზრებით, გვარს ჯერ არ ვასახელებ, “ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარისა” არ იყოს), დაიდო ეს ჩვენი მზა მასალები და რაკი მისთვის სასურველი ოთხი(!!!) ავტორის ჩამატებაზე უარი შევუთვალე, უკვე თვეა, გვემალება. არც ჰოს გვეუბნება, არც არას. ანუ დრო გაჰყავს. (ჯერ თქმა ძნელია, რისთვის, თუმცა არც ისეთი მიამიტი და გამოუცდელი ვარ, რაიმე სასიკეთო ვივარაუდო) მე კი იმდენი კარგი საქმე მიფერხდება ამ ლოდინში...
ეჰ, ჩემო კარგო! რაღა წარმოვადგინო! საქართველო არის ქვეყანა, სადაც სულ მცირე კეთილი საქმეც რომ მოიწადინო, ვეებერთელა ბარიკადებს აღგიმართავენ წინ, “უჩემოდ ვინ იმღერეთაო”. გამოვკვეთე კონცეპტი, რომლის საფუძველზეც ნატა ვარადამ შეადგინა ქართველ ქალთა თავისუფალი ლექსების კრებული. დავჯექი და ვთარგმნე თვრამეტი ავტორის სამ- სამი ლექსი ინგლისურად, ანუ 50- ზე მეტი, ზედ თანამედროვეობის სამი უსანდოეს კრიტიკოსთაგანის :გიორგი ლობჟანიძის, ნუგზარ ზაზანაშვილისა და ინგა მილორავას წერილებიც დავაყოლე... აქ ამერიკაში, სადაც მამა შვილს ლამის კინოში წასასვლელ ფულს არ აძლევს, თუ ბავშვმა რამე საშინაო საქმეების შესრულებით არ გამოიმუშავა, ჩემმა მეგობარმა უსასყიდლოდ შემისრულა სარედაქციო სამუშაოები. მანდ - არაჩვეულებრივმა რედაქტორმა და პიროვნებამ ალექსანდრე ელერდაშვილმა, ასევე უსასყიდლოდ ქართული საქმე და მთლიანად კრებული მომიწრსრიგა. ახლა ყდას არ იკითხავ? უნიჭიერესმა სოფო ვარაზმა დაგვიხატა. მთელი პროექტის მეცნიერ კონსულტანტი. ვინ გვყავს, იცი? თავად როსტომ ჩხეიძე!!!... არაფერს ვამბობ ანა კალანდაძის ლექსებიდან უახალგაზრდავეს ავტორამდე რა მასალა , როგორი გულმოდგინებით შეირჩა და რომ იტყვიან, კრებულში, როგორც სურამის ციხეში ცოცხლად როგორ ჩავატანე ნატა ვარადა, რომელსაც არც დღე არც ღამე არ ვასვენებდი ჩემი მუდამ საჩქარო მოსაძიებლებით და სხვა საქმეებით... ჩვენი მაქსიმუმი რომ გავაკეთეთ და კრებულს გამოსაცემად სახე მივეცით, აი, სწორედ მას შემდეგ გავიჭედეთ ...თუ გაგვჭედეს ...თუ გააჭედინეს ჩვენი თავი ,, კეთილმოსურნეებმა”... (როგორც იკვეთება, პრეტენზიად ძირითადად ის ჩანს, რომ ყველას უნდა, თავისი კურსელი ან დაქალოჩკა , ან ფავორიტკა შემოგვტენოს გამზადებულ კრებულში. ვინც პირადად დამიკავშირდა, კი დავსვი ადგილზე, მაგრამ ყველას ხომ ვერ გავწვდები! ასე უსასრულოდ შეიძლება მისი მოცულობის გაზრდა. ერთმა გამომცემელმა, ( გარკვეული მოსაზრებით, გვარს ჯერ არ ვასახელებ, “ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარისა” არ იყოს), დაიდო ეს ჩვენი მზა მასალები და რაკი მისთვის სასურველი ოთხი(!!!) ავტორის ჩამატებაზე უარი შევუთვალე, უკვე თვეა, გვემალება. არც ჰოს გვეუბნება, არც არას. ანუ დრო გაჰყავს. (ჯერ თქმა ძნელია, რისთვის, თუმცა არც ისეთი მიამიტი და გამოუცდელი ვარ, რაიმე სასიკეთო ვივარაუდო) მე კი იმდენი კარგი საქმე მიფერხდება ამ ლოდინში...
1. რას იზამ, მომრავლდა , და კიდევ უფრო მომრავლდება, ამიტომ ქალბატონო ნინო წარმოადგინეთ თქვენი პროექტი. მე მხარს დაგიჭერ სირბილი არ დგჭირდებათ აგერ არავარ"ცნობილი ხალხი"?! (ეს ხუმრობით) ისე მართლა საინტერესო იქნება თქვენეული ხედვა. რას იზამ, მომრავლდა , და კიდევ უფრო მომრავლდება, ამიტომ ქალბატონო ნინო წარმოადგინეთ თქვენი პროექტი. მე მხარს დაგიჭერ სირბილი არ დგჭირდებათ აგერ არავარ"ცნობილი ხალხი"?! (ეს ხუმრობით) ისე მართლა საინტერესო იქნება თქვენეული ხედვა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|