ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პაპუნა ფირცხალაიშვილი
ჟანრი: პოეზია
19 ნოემბერი, 2019


ცოლს

სანამ დაბან და ნათანაელს სანამ შემოსავ,
სანამ წყალს სინჯავ, ახალ საფენს სანამ დაეძებ,
მინდა გითხრა, რომ ცხოვრებაში შენი შემოსვლა
იყო გამოსვლა ნაჭუჭიდან მზეზე, ჰაერზე.

ვიდრე აძინებ, მანამ ძუძუს როცა აწოვებ,
როცა მასწავლი მამობას და ხელში აყვანებს,
მინდა გითხრა, რომ ეს სამყარო შენ მომაწონე
და შემაყვარე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები