"საკუთარ ლექსებთან განმარტოება_ ეს იგივეა, ინტიმი გქონდეს შენსავე სხეულთან"
რა განაპირობებს იმას, რომ ურაკპარაკი, ასეთი მარტივი და უპრეტენზიო საიტი დღემდე არსებობს და არ იკარგება ფეისბუქისა და ისტაგრამის ეპოქაში?
რატომ ხდება, რომ საკმაოდ ცნობილი ავტორები, პირველი გამოქვეყნების სიამოვნებას ურაკპარაკს უთმობენ? რატომ ხდება , რომ ამ საიტიდან წასული ავტორები ისევ ხშირად უბრუნდებიან საიტს და ისევ აქ ფუსფუსებენ ?
რაში მდგომარეობს მისი უნიკალურობა?
ეს მხოლოდ იმ კითხვათა მცირე ჩამონათვალია, რომელიც დაკვირვებულ თვალს არ გამოეპარება და გაუჩნდება ურაკპარაკთან ხანგრძლივი ურთიერთობისას. კითხვებს , რომლებსაც მარტივი პასუხები არ აქვს,
გამოდის, სიყვარული, რომელიც ამ საიტისადმი აქვთ, უპირობოა. ადამიანებს კი არასდროს ესმით, რატომაა სიყვარული უპირობო.
გარეთ ოცდამეერთე საუკუნეა, ფეისბუქის ეპოქა.
მასთან კონკურენციის გაწევისათვის, ზეაღმატებული ძალებია საჭირო, თუმცა ურაკპარაკი არ იბრძვის. ის მშვიდად დგას , ვერც ლაიქით, ვერც დაგულებით ან დაჰაჰავებით ვერ მოხიბლავს ავტორს, მაშ, რით ხიბლავს აქაურებს?
სინამდვილეში, ყველაფერი სხვაგვარადაა...
ეს იმიტომ ხომ არ ხდება, რომ ადამიანები ერთგულები არიან ადრე განცდილი გრძნობების?
ადამიანები ხშირად უბრუნდებიან სკვერში ნაცნობ სკამს, სადაც ადრე ბედნიერების წყურვილს იკლავდნენ, სადაც წყურვილთან ერთად ცხოვრობდა განცდა სულიერი შიმშილისა და დანაყრებისა, სადაც ისინი იყვნენ, როგორც "თევზნი წყალში" . უბრუნდებიან ნაცნობ სკამს, იმისათვის რომ სხეულში გამოიწვიონ სიამოვნების ანარეკლი , იგრძნონ მისი ფეთქვა სხეულის იმ ადგილზე, სადაც ადრეც იგრძნეს, ზოგჯერ ეს სიამოვნება თავდაპირველს ვერ უტოლდება, ვერც კი წვდება იმ სიმაღლეს, როგორიც იყო სულ პირველად, პირიქით, ხანდახან მეტისმეტად დაბლაგვებულიცაა, მაგრამ ჯიუტად ცდილობენ , იმ სიამოვნების გამოწვევას, რომელიც ადრე განიცადეს.
სწორედ ამ სიამოვნების ანარეკლს იწვევს ურაკპარაკი, აქ ნაყრდება სულიერი ეგო, საკუთარ ლექსებთან განმარტოებისათვის მართლაც ყველაზე მშვიდი გარემოა ურაკპარაკი, ისე, როგორც გარეთა ქარიშხლიდან და საუკუნის ისტერიიდან სახლში შემოსულს გხვდება სითბო და პირადი სივრცე,
ისე, როგორც აშლილ ვნებებს გიცხრობს სექსუალური პარტნიორი, ასევეა საკუთარ ლექსებთან განმარტოება _ შენსავე სხეულს გიკმაყოფილებს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
28. თუ გინდათ, დღეიდან ერთი კვირით ვიპროვოკატორებ, გაგიცოცხლებთ აქაურობას, მაგრამ მერე აღარ შენელდეთ. ცოცხლად იყავით თუ გინდათ, დღეიდან ერთი კვირით ვიპროვოკატორებ, გაგიცოცხლებთ აქაურობას, მაგრამ მერე აღარ შენელდეთ. ცოცხლად იყავით
27. ერთი რამ ცხადია, ეს საიტი ასეთ უბედურ დღეში არ ყოფილა. ძველი წლების ნაწარმოებებზე მსჯელობებს ვკითხულობ ხოლმე, რაც ნამდვილი სამოთხეა ავტორისთვის. 3 წლის წინაც კი, ინერციით, მაგრამ აგრძელებდა. ახლა ეს საიტი არის კომაში, აპარატზე სუნთქვს)) მაგრამ ტვინი მკვდარია. ზოგიერთი ახლანდელი აქტიური წევრი, თავიანთი შემოქმედებით მალე იმ აპარატსაც გაუთიშავს და ეგაა))
ერთი რამ ცხადია, ეს საიტი ასეთ უბედურ დღეში არ ყოფილა. ძველი წლების ნაწარმოებებზე მსჯელობებს ვკითხულობ ხოლმე, რაც ნამდვილი სამოთხეა ავტორისთვის. 3 წლის წინაც კი, ინერციით, მაგრამ აგრძელებდა. ახლა ეს საიტი არის კომაში, აპარატზე სუნთქვს)) მაგრამ ტვინი მკვდარია. ზოგიერთი ახლანდელი აქტიური წევრი, თავიანთი შემოქმედებით მალე იმ აპარატსაც გაუთიშავს და ეგაა))
26. დასაფასებელია რასაც აკეთებთ. თქვენვე თქვით რომ ყველა ვერ გადაგაქვთ თავფურცელიდან, რადგან არ იმსახურებს. მაშინ რატო გადის თავფურცელზე?! სწორი მიმართულება არ აქვს ლიტერატურულ პროცესებს, ღიად როცა დააფიქსირებთ აზრს, მისცემთ ასეთი კომპეტენტური ხალხი მიმართულებას, შემდეგ სწორად წავა პროცესი, იმაზე მეტ პასუხისმგებლობას არ აიღებს ავტორი თავის თავზე რაც არ შეუძლია და არ გამოუვა, უძაღლო ქვეყანასავით აღარ იქნება ეს გვერდი სადაც კატას აყეფებენ, უხეშად რომ ვთქვათ.. სწორი მიმართულება ყველაფერს ჭირდება.. რამდენჯერ ვითხოვე მირჩიეთ რომელ მიმართილებას გავყვე, რა იქნება შემოქმედებითად მომგებიანი თქო, პროტესტი გამოვთქვი და არ ვიცი ყურადღება რომ მივიQციე მაგიტო თუ იმიტო რომ გავჩუმებულიყავი თავფურცელზე გამიყვანეს. განვითარება მჭირდება და ვერ ვხედავ რომ ეს ვისმეს აღელვებდეს როგორ ვითარდები, პირიქით, ყველას თავისი თავი ჰგონია პირველი ეგეც იმიტომ რომ არ იციან კარგი როგორი უნდა იყოს, რა არის ნორმა, მე ხომ უცოდინარი ვარ ნევრისთვის, პოეტური ალღო და გემოვნება თუ დამეხმარება მივხვდე რა არის კარგი და რა ცუდი, დაუშვათ ასეა, არავინ მეუბნება რომ ლექსს თავისი სტრუქტურა ჭირდება, ან ვერლიბრი ან რითმიანი, არც სხვებს ეძლევათ სწორი მიმართულება.. აქაა ცვლილებები საჭირო მე ვფიქრობ. მადლობა. ფლოტენციას გაკრიტიკება ყველამ გაიგო, დაჭმუჭნულ ატმის გუნდაზე და მიკვირს თვალი რომ არ მოგიკრავთ. :)) დასაფასებელია რასაც აკეთებთ. თქვენვე თქვით რომ ყველა ვერ გადაგაქვთ თავფურცელიდან, რადგან არ იმსახურებს. მაშინ რატო გადის თავფურცელზე?! სწორი მიმართულება არ აქვს ლიტერატურულ პროცესებს, ღიად როცა დააფიქსირებთ აზრს, მისცემთ ასეთი კომპეტენტური ხალხი მიმართულებას, შემდეგ სწორად წავა პროცესი, იმაზე მეტ პასუხისმგებლობას არ აიღებს ავტორი თავის თავზე რაც არ შეუძლია და არ გამოუვა, უძაღლო ქვეყანასავით აღარ იქნება ეს გვერდი სადაც კატას აყეფებენ, უხეშად რომ ვთქვათ.. სწორი მიმართულება ყველაფერს ჭირდება.. რამდენჯერ ვითხოვე მირჩიეთ რომელ მიმართილებას გავყვე, რა იქნება შემოქმედებითად მომგებიანი თქო, პროტესტი გამოვთქვი და არ ვიცი ყურადღება რომ მივიQციე მაგიტო თუ იმიტო რომ გავჩუმებულიყავი თავფურცელზე გამიყვანეს. განვითარება მჭირდება და ვერ ვხედავ რომ ეს ვისმეს აღელვებდეს როგორ ვითარდები, პირიქით, ყველას თავისი თავი ჰგონია პირველი ეგეც იმიტომ რომ არ იციან კარგი როგორი უნდა იყოს, რა არის ნორმა, მე ხომ უცოდინარი ვარ ნევრისთვის, პოეტური ალღო და გემოვნება თუ დამეხმარება მივხვდე რა არის კარგი და რა ცუდი, დაუშვათ ასეა, არავინ მეუბნება რომ ლექსს თავისი სტრუქტურა ჭირდება, ან ვერლიბრი ან რითმიანი, არც სხვებს ეძლევათ სწორი მიმართულება.. აქაა ცვლილებები საჭირო მე ვფიქრობ. მადლობა. ფლოტენციას გაკრიტიკება ყველამ გაიგო, დაჭმუჭნულ ატმის გუნდაზე და მიკვირს თვალი რომ არ მოგიკრავთ. :))
25. ვანანო! მაპატიეთ, თუ თქვენი პროტესტები არ მინახავს. ყველაფერს ვეღარ ვადევნებ თვალს უწინდებურად. ფეისზე ,, აგორა” მაქვს მისახედი - ,, ლიტარატურისა და ხელოვნების მცოდნეთა და შემოქმედთა საერთაშორისო ცენტრი”. კარგ საქმეს ვაკეთებ. ქართულ კულტურასთან დაკავშირებულ ძალებს მთელი მსოფლიოდან - ერთ სივრცეში, ადვილი კომუნიკაციისა და ჩვენი კულტურის სასარგებლოდ მუშაობის მარჯვე შესაძლებლობას ვუქმნი. სათქმელად - თითქოს ძნელი საქმე არ უნდა იყოს, მაგრამ 24 საათი მიბმული ვარ აგორაზე. ურაკპარაკს იქაც არ ვივიწყებ. ცალკე თემა მაქვს მისთვის გახსნილი და ყოველი ახალი თავფურცელი გადამაქვს. მიფიქრია მეტის გაკეთებაზეც, მაგალითად, თავფურცელის მასალების სათითაოდ გადატანაზე , ავტორთა ფოტოებით, რომ პროფესიონალ კრიტიკოსებს ყურადღება მიექციათ, მაგრამ არ არის თავფურცლის საერთო დონე ისეთი, რომ ყველა სათითაოდ გადავიტანო, ხოლო, მაგალითად ერთი- ორი რომ გადავიტანო, ვშიშობ, სიკეთის ნაცვლად არასასურველ დაპირისპირებასა და განხეთქილებას შემოვიტან ურაკზე. რა ვიცი, მრავალნაირად ვფიქრობ…
ვანანო! მაპატიეთ, თუ თქვენი პროტესტები არ მინახავს. ყველაფერს ვეღარ ვადევნებ თვალს უწინდებურად. ფეისზე ,, აგორა” მაქვს მისახედი - ,, ლიტარატურისა და ხელოვნების მცოდნეთა და შემოქმედთა საერთაშორისო ცენტრი”. კარგ საქმეს ვაკეთებ. ქართულ კულტურასთან დაკავშირებულ ძალებს მთელი მსოფლიოდან - ერთ სივრცეში, ადვილი კომუნიკაციისა და ჩვენი კულტურის სასარგებლოდ მუშაობის მარჯვე შესაძლებლობას ვუქმნი. სათქმელად - თითქოს ძნელი საქმე არ უნდა იყოს, მაგრამ 24 საათი მიბმული ვარ აგორაზე. ურაკპარაკს იქაც არ ვივიწყებ. ცალკე თემა მაქვს მისთვის გახსნილი და ყოველი ახალი თავფურცელი გადამაქვს. მიფიქრია მეტის გაკეთებაზეც, მაგალითად, თავფურცელის მასალების სათითაოდ გადატანაზე , ავტორთა ფოტოებით, რომ პროფესიონალ კრიტიკოსებს ყურადღება მიექციათ, მაგრამ არ არის თავფურცლის საერთო დონე ისეთი, რომ ყველა სათითაოდ გადავიტანო, ხოლო, მაგალითად ერთი- ორი რომ გადავიტანო, ვშიშობ, სიკეთის ნაცვლად არასასურველ დაპირისპირებასა და განხეთქილებას შემოვიტან ურაკზე. რა ვიცი, მრავალნაირად ვფიქრობ…
24. ძალიან უცნაურია, მართლაცდა ერთი და იგივე ხალხი თავფურცელზე , ზოგიერთი მართლა ღირსეული :) თუ მართლა არავინ იმსახურებს აღიარებას აქაურს, მაშ ეს გვერდიც არაფრის მომცემი ყოფილა, უმიზნო და უმისამართო.. თუ მართლა სისტემა ითვლის ქულებს შეცვალეთ, მეც მაგაზე მქონდა პროტესტი, ერთ თვიანი დააწესეთ წინსვლები, რჩეულიც და ლიტერატორი, მერე ისევ ჩვეულებრივი წევრი უნდა იყოს ყველა..ერთი თვე თუ ფორმაში ხარ, შემდეგ შეიძლება ბევრი შეგეშალოს, არ იყო ფორმაში, თან ისაა სასაცილო, გაუსწორებელი ელემენტარული შეცდომებით დებდნენ და ბოდიშობდნენ რედაქტირება ვერ გავუკეთეთო, პრეტენზია კი ქონდათ თავფურცლობის და აბა გაბედე და შეცდომაზე მიუთითითე, ამოხტება კანიდან.. რჩეულებს და ლიტერატორებს ილუზია ექმნებათ რომ შეუცდომლად წერენ. სადღაც გული დამწყდა ქ-ნო ნინო, ასე რომ თვლით და შემც პროტესტზეც არასდროს გამომეხმაურეთ, ძალიან საწყენია,იმიტომ კი არა რომ ვიმსახურებდი პასუხის გაცემას, არა, წმინდა ადამიანური პრინციპით, მითუმეტეს ყველას ეხებოდა ჩემი დამოკიდებულება. მე ბევრი ავტორი მომწონს აქ, ვარ ობიექტური, ყველას ამისკენ მოგიწოდებთ, ზუსტად დუმილი აფუჭებს საქმეს და თავის არიდება და მხოლოდ კულვარულუ შეფასებები ამ გვერდს. ეს ჩემი აზრია და ვაფიქსირებ. მადლობა :) ძალიან უცნაურია, მართლაცდა ერთი და იგივე ხალხი თავფურცელზე , ზოგიერთი მართლა ღირსეული :) თუ მართლა არავინ იმსახურებს აღიარებას აქაურს, მაშ ეს გვერდიც არაფრის მომცემი ყოფილა, უმიზნო და უმისამართო.. თუ მართლა სისტემა ითვლის ქულებს შეცვალეთ, მეც მაგაზე მქონდა პროტესტი, ერთ თვიანი დააწესეთ წინსვლები, რჩეულიც და ლიტერატორი, მერე ისევ ჩვეულებრივი წევრი უნდა იყოს ყველა..ერთი თვე თუ ფორმაში ხარ, შემდეგ შეიძლება ბევრი შეგეშალოს, არ იყო ფორმაში, თან ისაა სასაცილო, გაუსწორებელი ელემენტარული შეცდომებით დებდნენ და ბოდიშობდნენ რედაქტირება ვერ გავუკეთეთო, პრეტენზია კი ქონდათ თავფურცლობის და აბა გაბედე და შეცდომაზე მიუთითითე, ამოხტება კანიდან.. რჩეულებს და ლიტერატორებს ილუზია ექმნებათ რომ შეუცდომლად წერენ. სადღაც გული დამწყდა ქ-ნო ნინო, ასე რომ თვლით და შემც პროტესტზეც არასდროს გამომეხმაურეთ, ძალიან საწყენია,იმიტომ კი არა რომ ვიმსახურებდი პასუხის გაცემას, არა, წმინდა ადამიანური პრინციპით, მითუმეტეს ყველას ეხებოდა ჩემი დამოკიდებულება. მე ბევრი ავტორი მომწონს აქ, ვარ ობიექტური, ყველას ამისკენ მოგიწოდებთ, ზუსტად დუმილი აფუჭებს საქმეს და თავის არიდება და მხოლოდ კულვარულუ შეფასებები ამ გვერდს. ეს ჩემი აზრია და ვაფიქსირებ. მადლობა :)
23. აქედან ძალიან ბევრი ბრწყინვალე ავტორი წავიდა. პოეტები, მწერლები, სხვა გონიერი ადამიანები. მიზეზი იყო წყენა და უსამართლო დამოკიდებულება.
ვინმე იტყვის ფეისბუქზე გადაინაცვლესო, მეტი მკითხველის მოზიდვის შესაძლებლობააო. ფბ-ზე კლანები კარგად გრძნობენ თავს, მაგრამ მალე ბეზრდებათ ერთმანეთი. ახალ პოსტზე, კომენტარს არ წერენ, აწეულ ცერა თითსაც იმიტომ თუ შეხვდებით რომ პოსტის ავტორს არ ეწყინოს რომ მობეზრდათ. -ხომაა ასე. ჰოდა არაფერია მათთვის, ფბ ზე ლექსის დადება და იმ ლექსის აქ გამოქვეყნება ამავდროულად. მხოლოდ ზოგიერთი ავტორი იქცევა ასე. დანარჩენებს აქეთ გამოხედვას აღარ უნდათ. არცერთი , ვისაც ვიცნობდი, არ იყო თავში ავარდნილი, ღვთის პირიდან გადავარდნილი. იქნებ ახსნათ რატომ არ უნდათ გამოხედვა აქეთ? ეხლა არ თქვათ ცხოვრებამ მოიტანაო...
ჰოდა თუ არ ჩანს მკაფიო სახეები, ჟიურის არჩეული არაფერი უნდა გადიოდეს თავფურცელზე. მკითხველის არჩეული კი ბატონო.
ანუ, არანაირი ფენომენი არ არსებობს, არადა მე გულით მინდოდა. ბევრიც ვიწვალე, ვიბრძოლე, ვიშრომე, მაგრამ უშედეგოდ. აქედან ძალიან ბევრი ბრწყინვალე ავტორი წავიდა. პოეტები, მწერლები, სხვა გონიერი ადამიანები. მიზეზი იყო წყენა და უსამართლო დამოკიდებულება.
ვინმე იტყვის ფეისბუქზე გადაინაცვლესო, მეტი მკითხველის მოზიდვის შესაძლებლობააო. ფბ-ზე კლანები კარგად გრძნობენ თავს, მაგრამ მალე ბეზრდებათ ერთმანეთი. ახალ პოსტზე, კომენტარს არ წერენ, აწეულ ცერა თითსაც იმიტომ თუ შეხვდებით რომ პოსტის ავტორს არ ეწყინოს რომ მობეზრდათ. -ხომაა ასე. ჰოდა არაფერია მათთვის, ფბ ზე ლექსის დადება და იმ ლექსის აქ გამოქვეყნება ამავდროულად. მხოლოდ ზოგიერთი ავტორი იქცევა ასე. დანარჩენებს აქეთ გამოხედვას აღარ უნდათ. არცერთი , ვისაც ვიცნობდი, არ იყო თავში ავარდნილი, ღვთის პირიდან გადავარდნილი. იქნებ ახსნათ რატომ არ უნდათ გამოხედვა აქეთ? ეხლა არ თქვათ ცხოვრებამ მოიტანაო...
ჰოდა თუ არ ჩანს მკაფიო სახეები, ჟიურის არჩეული არაფერი უნდა გადიოდეს თავფურცელზე. მკითხველის არჩეული კი ბატონო.
ანუ, არანაირი ფენომენი არ არსებობს, არადა მე გულით მინდოდა. ბევრიც ვიწვალე, ვიბრძოლე, ვიშრომე, მაგრამ უშედეგოდ.
22. კარგია საკითხი რომ წამოიჭრა. მე აქ ყველაზე ხანდაზმული ვეტერანი ვარ. ერთ - ერთი პირველი ვარ დარეგისტრირებული საიტის დაარსებისთანავე. ურაკპარაკს ადრე არ აკლდა არც გულწრფელი და არც პროფესიონალური აზრი. არც კლანები, სხვათა შორის. ახლა საუკეთესო ეტაპზე არ იმყოფება იგი. თაობათა ცვლის რთული ეტაპი კი გადაიარა, მაგრამ ახალ თაობაში ჯერჯერობით მკაფიო სახეები არ ჩანს, ან მე ვერ ვხედავ. იმედი ვიქონიოთ, რომ გამოჩნდება კარგია საკითხი რომ წამოიჭრა. მე აქ ყველაზე ხანდაზმული ვეტერანი ვარ. ერთ - ერთი პირველი ვარ დარეგისტრირებული საიტის დაარსებისთანავე. ურაკპარაკს ადრე არ აკლდა არც გულწრფელი და არც პროფესიონალური აზრი. არც კლანები, სხვათა შორის. ახლა საუკეთესო ეტაპზე არ იმყოფება იგი. თაობათა ცვლის რთული ეტაპი კი გადაიარა, მაგრამ ახალ თაობაში ჯერჯერობით მკაფიო სახეები არ ჩანს, ან მე ვერ ვხედავ. იმედი ვიქონიოთ, რომ გამოჩნდება
21. ,,ურაკპარაკი"პირადად ჩემთვის ჩემი ნაწერების შესანახი სარდაფია...არც არავის ქება_დიდებას ველი და მეც არ გამოვირჩევი დიდად აქტიურობით... იმდენჯერ ახსენეს აქ კლანურობა, რომ დამეფიქრასავით ამ თემაზე...რამე თუ ზოგ ისეთ ავტორს ისეთ ნაწარმოებზე უწერენ ქება-დიდებას, რომ სახტად დავრჩენილვარ... ისიც ვერ გავიგე, რა ფენომენია, პირადში მიწერა და კომენტარის დაფიქსირების თხოვნა... თავფურცელზეც ხშირად ისეთი ნაწარმოები მინახავს, საკუთარ თავში შემპარვია ეჭვი, ალბათ მე ვერ ვწვდებითქო...აღარაფერს ვამბობ კონკურსებზე...ეგ კიდევ ცალკე თემააა... ,,ურაკპარაკი"პირადად ჩემთვის ჩემი ნაწერების შესანახი სარდაფია...არც არავის ქება_დიდებას ველი და მეც არ გამოვირჩევი დიდად აქტიურობით... იმდენჯერ ახსენეს აქ კლანურობა, რომ დამეფიქრასავით ამ თემაზე...რამე თუ ზოგ ისეთ ავტორს ისეთ ნაწარმოებზე უწერენ ქება-დიდებას, რომ სახტად დავრჩენილვარ... ისიც ვერ გავიგე, რა ფენომენია, პირადში მიწერა და კომენტარის დაფიქსირების თხოვნა... თავფურცელზეც ხშირად ისეთი ნაწარმოები მინახავს, საკუთარ თავში შემპარვია ეჭვი, ალბათ მე ვერ ვწვდებითქო...აღარაფერს ვამბობ კონკურსებზე...ეგ კიდევ ცალკე თემააა...
20. აქაურობას ყოველთვის აკლდა გულწრფელი სამართლიანობა, დღეს მით უფრო. აფუჭებს და ხრწნის კლანურობა, ეს თვალში საცემია ძველი დროიდან. თემა კარგია, მაგრამ ეს პუბლიცისტიკა არა. არ მომწონს ონანიზმი არც პოეზიაში, არც პროზაში, არც პუბლიცისტიკაში. მეცნიერები როგორც აფასებენ კი იცით. არა და მაგით იწყება და მაგითი მთავრდება ეს ნაწერი. ეტყობა დამწერი თვლის რომ სწორედ აქ მიაღწია აპოეგას. არადა აპოფიგეაა. არა ქალბატონო მარი, შეიძლება თქვენ მასეც ხართ, მაგრამ სხვები აშკარად არა, შეურაცხყოფას აყენებთ წევრებს. ცუდია რომ ავტორმა აქამდე ვერ ისწავლეთ რა როგორ უნდა წეროთ. კეთილმოსურნე კომენტარების ფონზე, კიდევ უფრო ცუდად გამოიყურება ნაწერიც და თქვენც. ურაკპარაკს სხვაფრივ რა უშავს, არის სხვა ლიტსაიტებივით. მიდის მწვანე კუსავით და კუსავით არ იცის, საით... აქაურობას ყოველთვის აკლდა გულწრფელი სამართლიანობა, დღეს მით უფრო. აფუჭებს და ხრწნის კლანურობა, ეს თვალში საცემია ძველი დროიდან. თემა კარგია, მაგრამ ეს პუბლიცისტიკა არა. არ მომწონს ონანიზმი არც პოეზიაში, არც პროზაში, არც პუბლიცისტიკაში. მეცნიერები როგორც აფასებენ კი იცით. არა და მაგით იწყება და მაგითი მთავრდება ეს ნაწერი. ეტყობა დამწერი თვლის რომ სწორედ აქ მიაღწია აპოეგას. არადა აპოფიგეაა. არა ქალბატონო მარი, შეიძლება თქვენ მასეც ხართ, მაგრამ სხვები აშკარად არა, შეურაცხყოფას აყენებთ წევრებს. ცუდია რომ ავტორმა აქამდე ვერ ისწავლეთ რა როგორ უნდა წეროთ. კეთილმოსურნე კომენტარების ფონზე, კიდევ უფრო ცუდად გამოიყურება ნაწერიც და თქვენც. ურაკპარაკს სხვაფრივ რა უშავს, არის სხვა ლიტსაიტებივით. მიდის მწვანე კუსავით და კუსავით არ იცის, საით...
19. პირიქით მადლობა, რომ წაიკითხე და აზრი გამოთქვი მადლობა კობა_ბ პირიქით მადლობა, რომ წაიკითხე და აზრი გამოთქვი მადლობა კობა_ბ
18. მადლობა მარი, რომ საკუთარი დამოკიდებულებით ჩემსავე მიმართებებზე დამაფიქრე და ფაქტია, არა მხოლოდ მე. თქვენი ნააზრევის შეფასებისას დავეთანხმები ნინა გორდაძეს, რომ უმთავრესად მთავარი რაკურსია და კრავაი ზვერელს, რომ ურაკპარაკმა შეიფარა ბევრი ავტორი. ვიფიქრე, ეს უნდა მეთქვა თუ არა და მაინც, უფრო არაკორექტული ვიქნები ანა ჯავახიშვილზე და მედეა მოლოდინს ვეტყვი - რამ გაგაბოროტათ ასე, გეთაყვა. მე ვკითხულობ და მომწონს მედეას ნაწარმოებები და ვინმემ რომ უთხრას, აღარ წეროს, გული დამწყდებოდა. მადლობა მარი, კიდევ ერთხელ. მადლობა მარი, რომ საკუთარი დამოკიდებულებით ჩემსავე მიმართებებზე დამაფიქრე და ფაქტია, არა მხოლოდ მე. თქვენი ნააზრევის შეფასებისას დავეთანხმები ნინა გორდაძეს, რომ უმთავრესად მთავარი რაკურსია და კრავაი ზვერელს, რომ ურაკპარაკმა შეიფარა ბევრი ავტორი. ვიფიქრე, ეს უნდა მეთქვა თუ არა და მაინც, უფრო არაკორექტული ვიქნები ანა ჯავახიშვილზე და მედეა მოლოდინს ვეტყვი - რამ გაგაბოროტათ ასე, გეთაყვა. მე ვკითხულობ და მომწონს მედეას ნაწარმოებები და ვინმემ რომ უთხრას, აღარ წეროს, გული დამწყდებოდა. მადლობა მარი, კიდევ ერთხელ.
17. ვეთანხმები მე-11 კომენტარს. ჩემთვის ურაკპარაკი რაცაა და რაც იყო,ამას აუცილებლად დავწერ,ჯერ ადრეა ოღონდ :) ვეთანხმები მე-11 კომენტარს. ჩემთვის ურაკპარაკი რაცაა და რაც იყო,ამას აუცილებლად დავწერ,ჯერ ადრეა ოღონდ :)
16. ინტიმმა ასე რატო გააღიზიანა ხალხი ვერ მივხვდი , რამე ცუდს ნიშნავს ? )) ინტიმმა ასე რატო გააღიზიანა ხალხი ვერ მივხვდი , რამე ცუდს ნიშნავს ? ))
15. ურაკპარაკი კარგი საიტია იმიტომ რომ კარგი მასპინძელები ჰყავს. უფრთხილდებიან თვითეული წევრს, არავის არ აძლევენ უფლებას რომელიმემ კომენტარების საშუალებით ვინმე დაამციროს, უსარგებლო კომენტარს წაშლიან რაც მისასალმებელია. აქ შეგიძლია დაწერო ლიტარატურაზე, ან ისაუბრო შენს პირად პრობლემებზე , მზად არიან გვერდში დაგიდგნენ და სულიერად გაგამხნეონ, ყველა შეკითხვაზე მზად არიან პაუხი გაგცენ, გასწავლონ გაგიმარტონ, აქ თასვ მარტოდ ვერ იგრძნობ, იწერება მშვენიერი ლექსები, პროზა და "სხვა"-ში რაც გინდა იმას დაწერ. ზოგი განაწყენდება, გავა, მაგრამ გული მაინც აქ რჩება და უკან ბრუმდება ასეც უნდა იყოს, ეს ერთი სახლია, ერთი დიდი ოჯახია და აქ ყველაფრის პატიება შეიძლება.მე პირადად არასოდეს დამიტოვებია, ვერც დავტოვებ, მიყვარს აქ შემოსვლა, პირადად არავის ვიცნობ, მაგრამ ვირტუალური ნაცნობობა დიდი სიხარული და დიდი სიკეთეა, მარტოობას ვერ იგრძნობ, კომენტარებით იკონტაკტებ, წაიკითხავ კარგ ლექს, კარგ პროზას , გაიგებ რამდენი და როგორი ნიჭიერი ურაკელები გვყავს ამას რა სჯობია. გაუმარჯოს ურაკპარაკს თავის ადმინისტრაციით ძველი და ახალი წევრებით, წინსვლა და სიხარულები ყველას, ვსვამ თქვენს სადღეგრშელოს. შენდობა და ხსენება იმათი ვინც ჩვენი ურაკპარაკის წევრები იყვნენ და დღეს ცოცხლები არ არიან. ურაკპარაკი კარგი საიტია იმიტომ რომ კარგი მასპინძელები ჰყავს. უფრთხილდებიან თვითეული წევრს, არავის არ აძლევენ უფლებას რომელიმემ კომენტარების საშუალებით ვინმე დაამციროს, უსარგებლო კომენტარს წაშლიან რაც მისასალმებელია. აქ შეგიძლია დაწერო ლიტარატურაზე, ან ისაუბრო შენს პირად პრობლემებზე , მზად არიან გვერდში დაგიდგნენ და სულიერად გაგამხნეონ, ყველა შეკითხვაზე მზად არიან პაუხი გაგცენ, გასწავლონ გაგიმარტონ, აქ თასვ მარტოდ ვერ იგრძნობ, იწერება მშვენიერი ლექსები, პროზა და "სხვა"-ში რაც გინდა იმას დაწერ. ზოგი განაწყენდება, გავა, მაგრამ გული მაინც აქ რჩება და უკან ბრუმდება ასეც უნდა იყოს, ეს ერთი სახლია, ერთი დიდი ოჯახია და აქ ყველაფრის პატიება შეიძლება.მე პირადად არასოდეს დამიტოვებია, ვერც დავტოვებ, მიყვარს აქ შემოსვლა, პირადად არავის ვიცნობ, მაგრამ ვირტუალური ნაცნობობა დიდი სიხარული და დიდი სიკეთეა, მარტოობას ვერ იგრძნობ, კომენტარებით იკონტაკტებ, წაიკითხავ კარგ ლექს, კარგ პროზას , გაიგებ რამდენი და როგორი ნიჭიერი ურაკელები გვყავს ამას რა სჯობია. გაუმარჯოს ურაკპარაკს თავის ადმინისტრაციით ძველი და ახალი წევრებით, წინსვლა და სიხარულები ყველას, ვსვამ თქვენს სადღეგრშელოს. შენდობა და ხსენება იმათი ვინც ჩვენი ურაკპარაკის წევრები იყვნენ და დღეს ცოცხლები არ არიან.
14. ურაკპარაკმა დიდი მისია აიღო ლიტერატურაში. მან შეიფარა ბევრი ავტორი,
მან შეაკავშირა და დაახლოვა ნიჭიერი ადამიანები ყველა თაობიდან.
გააკეთა იმაზე მეტი,ვიდრე,რომელიმე შემოქმედებითმა კავშირმა,ან-გაერთიანებამ.
კარგია, რომ წერილის ავტორმა აქ,ეს გვათქმევინა. ურაკპარაკმა დიდი მისია აიღო ლიტერატურაში. მან შეიფარა ბევრი ავტორი,
მან შეაკავშირა და დაახლოვა ნიჭიერი ადამიანები ყველა თაობიდან.
გააკეთა იმაზე მეტი,ვიდრე,რომელიმე შემოქმედებითმა კავშირმა,ან-გაერთიანებამ.
კარგია, რომ წერილის ავტორმა აქ,ეს გვათქმევინა.
13. მე მიყვარს ურაკპარაკი... მე მიყვარს ურაკპარაკი...
12. მადლობა მეგობრებო, ვინც აზრი გამოთქვა, დაეთანხმა ან არ დაეთანხმა. ყველას აზრი მისაღებია, ისევე როგორც ჩემი პუბლიცისტიკა უნდა იყოს თქვენთვის მისაღები, სხვაგვარად, ადამიანის აზროვნების თავისუფლება და ინდივიდუალიზმი საიდან გამოჩნდება :)
მადლობა მეგობრებო, ვინც აზრი გამოთქვა, დაეთანხმა ან არ დაეთანხმა. ყველას აზრი მისაღებია, ისევე როგორც ჩემი პუბლიცისტიკა უნდა იყოს თქვენთვის მისაღები, სხვაგვარად, ადამიანის აზროვნების თავისუფლება და ინდივიდუალიზმი საიდან გამოჩნდება :)
11. ვინ როგორი თვალით შეხედავს, მთავარი ყოფილა რაკურსი. :)
ჩემთვის ურაკი მწვანე ფანჯარაა, საიდანაც ჰაერი შემომდის, მიყვარს უზომოდ თავის წამსვლელ-მომსვლელებიანად. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ურაკის მიღმა არსებობა-განვითარების საშუალებებისთვის ვერ მიმიგნია, ეს ჩემი სახლი, უჯრა და პლანეტაა, ჰოდა აღარც ვეძებ სხვას, ვიღაცისთვის ის საფეხური იყო, ვიღაცისთვის ტრანპლინი, ბევრისთვის სცენაა, ზოგისთვის პარტერი. ზოგმა ბუდე აქ ააგო, ზოგს დიდი მოლოდინი ჰქონდა და ფიასკო განიცადა, მოკლედ აქ ვინცაა იმას კიდევ აძლევს რაღაც თავისას, ზოგჯერ ხელშესახებსაც. ვიღაც პირჯვარს იწერს სანამ შემოვა, ვიღაც ჰალსტუხს იკეთებს, ვიღაც ბუქნებს აკეთებს. აქ შეგხვდებათ ნიღაბიც, მასხარაც და მისანიც. გარდა იმისა, რომ აქ და რაც მთავარია რომ აქ შესანიშნავი პოეზია, თარგმანი და პროზა შეგხვდებათ. ოღონდ ეგზეკუცია არ გვინდა რა! „არ წერო“ არა რა! ვინ როგორი თვალით შეხედავს, მთავარი ყოფილა რაკურსი. :)
ჩემთვის ურაკი მწვანე ფანჯარაა, საიდანაც ჰაერი შემომდის, მიყვარს უზომოდ თავის წამსვლელ-მომსვლელებიანად. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ურაკის მიღმა არსებობა-განვითარების საშუალებებისთვის ვერ მიმიგნია, ეს ჩემი სახლი, უჯრა და პლანეტაა, ჰოდა აღარც ვეძებ სხვას, ვიღაცისთვის ის საფეხური იყო, ვიღაცისთვის ტრანპლინი, ბევრისთვის სცენაა, ზოგისთვის პარტერი. ზოგმა ბუდე აქ ააგო, ზოგს დიდი მოლოდინი ჰქონდა და ფიასკო განიცადა, მოკლედ აქ ვინცაა იმას კიდევ აძლევს რაღაც თავისას, ზოგჯერ ხელშესახებსაც. ვიღაც პირჯვარს იწერს სანამ შემოვა, ვიღაც ჰალსტუხს იკეთებს, ვიღაც ბუქნებს აკეთებს. აქ შეგხვდებათ ნიღაბიც, მასხარაც და მისანიც. გარდა იმისა, რომ აქ და რაც მთავარია რომ აქ შესანიშნავი პოეზია, თარგმანი და პროზა შეგხვდებათ. ოღონდ ეგზეკუცია არ გვინდა რა! „არ წერო“ არა რა!
10. ლიტერატურულ საიტზე წევრი წევრს "აღარ წეროთო" რომ ეტყვის, ძალიან მსუბუქად რომ ვთქვათ, არაა მართებული:)) ლიტერატურულ საიტზე წევრი წევრს "აღარ წეროთო" რომ ეტყვის, ძალიან მსუბუქად რომ ვთქვათ, არაა მართებული:))
9. საიტი იმიტომ არ კარგავს პოპულარობას რომ აქ მხოლოდ ლიტერატურაა და ხალხი საკითხავად შემოდის. ფბ-ს და ინსტაგრამს რაც შეეხება, გასართობად იყენებს უმეტესობა. საიტი იმიტომ არ კარგავს პოპულარობას რომ აქ მხოლოდ ლიტერატურაა და ხალხი საკითხავად შემოდის. ფბ-ს და ინსტაგრამს რაც შეეხება, გასართობად იყენებს უმეტესობა.
8. საკუთარ ლექსებთან განმარტოება_ ეს იგივეა, ინტიმი გქონდეს შენსავე სხეულთან"
აღარ წეროთ რა.. ეს რა მარაზმი თქვით! ღმერთმა გიშველოთ!!! საკუთარ ლექსებთან განმარტოება_ ეს იგივეა, ინტიმი გქონდეს შენსავე სხეულთან"
აღარ წეროთ რა.. ეს რა მარაზმი თქვით! ღმერთმა გიშველოთ!!!
7. ადამიანებს კი არასდროს ესმით, რატომაა სიყვარული უპირობო.
აი, ამას რომ გაიგებენ,იქ კვდება სიყვარული,ვინცხავ!
ადამიანებს კი არასდროს ესმით, რატომაა სიყვარული უპირობო.
აი, ამას რომ გაიგებენ,იქ კვდება სიყვარული,ვინცხავ!
6. ადამიანები ხშირად უბრუნდებიან ნაცნობ სკამს, სადაც ადრე ბედნიერების წყურვილს იკლავდნენ, სადაც წყურვილთან ერთად ცხოვრობდა განცდა სულიერი შიმშილისა და დანაყრებისა,
მომიტევეთ,მაგრამ აქ სკამი არ არის, ფეხზე მოგიწევთ დგომა! თან დისტანციით!! რა სკამი,რა კრესლო. ყველაფერი უნდა გადაიკითხო რომ კომენტარი გააკეთო.
დაჯექი-ორიანი!!! ადამიანები ხშირად უბრუნდებიან ნაცნობ სკამს, სადაც ადრე ბედნიერების წყურვილს იკლავდნენ, სადაც წყურვილთან ერთად ცხოვრობდა განცდა სულიერი შიმშილისა და დანაყრებისა,
მომიტევეთ,მაგრამ აქ სკამი არ არის, ფეხზე მოგიწევთ დგომა! თან დისტანციით!! რა სკამი,რა კრესლო. ყველაფერი უნდა გადაიკითხო რომ კომენტარი გააკეთო.
დაჯექი-ორიანი!!!
5. უნდა დავწწერო ერთი ასეთი პუბლიციტიკა.... უნდა დავწწერო ერთი ასეთი პუბლიციტიკა....
4. არა მგონია რომ ფეისბუქის და ინტაგრამის ეპოქა იყოს,,რა მეშცველება მაშსინ მე? არა მგონია რომ ფეისბუქის და ინტაგრამის ეპოქა იყოს,,რა მეშცველება მაშსინ მე?
3. საინტერესოა შეიძლება რაღაცეებში ვერ დავეთანხმო
მაგრამ კითხვა მაქვს ვინც არ წერს და მხოლოდ კითხულობს? საინტერესოა შეიძლება რაღაცეებში ვერ დავეთანხმო
მაგრამ კითხვა მაქვს ვინც არ წერს და მხოლოდ კითხულობს?
2. მარი, ეს კარგი და მშვენიერი, მაგრამ მეორე ნაწილი გაქვს დასაწერი - "ახლებისთვის" :) <3 მარი, ეს კარგი და მშვენიერი, მაგრამ მეორე ნაწილი გაქვს დასაწერი - "ახლებისთვის" :) <3
1. საკუთარ ლექსებთან ინტიმისა რა მოგახსენოთ და საკმაოდ სწორად და კარგადაა ჩამოყალიბებული რატომ ცოცხლობს ისევ ურაკპარაკი.
საკუთარ ლექსებთან ინტიმისა რა მოგახსენოთ და საკმაოდ სწორად და კარგადაა ჩამოყალიბებული რატომ ცოცხლობს ისევ ურაკპარაკი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|