რა ადვილია გმირობა ომში რა ადვილია სიკვდილი, როცა შენ გვერდით ჩვილი ბავშვების დაგლეჯილი სისხლძარღვებით აბამენ საზღვარს. რა ადვილია გაწვე მიწაზე, როცა შენკენ ხახადაფჩენილი ტანკები მოიწევენ, დაწვე და უთხრა, თქვენი დედაც..., მოდით და მესროლეთ, მოდით და დამაცალეთ მჭიდები მკერდზე, მოდით და ცეცხლით დამიშანთეთ თვალები, მოდით, სვავებო, და ამომკორტნეთ მკერდი, გულამდე მაინც ვერ ჩააღწევთ! მოდით, ძაღლებო, და იწკავწკავეთ ჩემს გამოღადრულ ყელთან, მოდით, ჭია-ღუებო და დაესიეთ ჩემს ხორცს და დახარით ძვლები... მაინც ვერაფერს დამაკლებთ! რადგან ჩემი დაგლეჯილი ხორცი იქცევა მიწად, სამშობლოს მიწად, რომელსაც ჩემივე სისხლი გაანოყივრებს, რათა ზედ ამოვიდეს მაჯისიმსხო ვაზი, იმ დალოცვილი მტევნებიდან დაწურული ღვინით ჩემი შვილები იტყვიან ამ მიწის სადიდებელს - ჩემს სადიდებელს.
ღმერთო, რა ადვილია სანგარში დაბადება, როცა ცეცხლი გაწვიმს, როცა შენს პირველ სმენას ზარბაზნების გრუხუნი სწვდება. ღმერთო, რა ადვილია სიკვდილი ომში. ...და რა რთულია სიცოცხლე სიმშვიდეში, როცა მშვიდობა არაა. რა რთული იცოცხლო, მუდმივად გაფაციცებული სმენით, სხვის ნაბიჯებს აყურადებდე, სხვის სუნთქვას უწყობდე შენს გულისცემას, სხვის მუსიკას აყოლებდე სხეულს... რა რთულია სიცოცხლე, როცა არც გიტირია, რადგან დაბადებისთანავე აგაფარეს პირზე ხელი და დაგადუმეს. და ახლა ყველა სიტყვა, რომელიც უნდა გეთქვა, ყელში ხმელი პურივით გაგჩხირვია და შენ იხრჩობი, უკანასკნელი ხრიალიც კი ვერ დასცდება ყელს, ისე უჩუმრად გათავდები, რადგან შენ თვალის გახელისას ცეცხლის წვიმა არ გინახავს, შენ გადამწვარ ქალაქში ცოცხლად დარჩენილები დაინახე, მათ არ ერგოთ ბედი ომში სიკვდილის, ისინი გადარჩნენ, მაგრამ ცეცხლში ფრთები დაეწვათ. უფრთო არწივების მოდგმა ხარ, ნისკარტდამტვრეული და კლანჭებდაძრობილი არწივების მართვე. შენ მიწაზე ბობღავ და ოცნებობ მწვერვალებზე.... მაგრამ ამაოდ.
ღმერთო, რა ძნელია სიმშვიდე, როცა მშვიდობას ღრმა ძილით სძინავს, რა ძნელია არწივის მართვე იყო: უფრთო, უკლანჭებო, უნისკარტო არწივის მართვე, მაგრამ მკერდში გრძნობდე არწივის გულისცემას.... ღმერთო, იცი კი, ზოგჯერ რა მარტივია მიწისთვის სიკვდილი და რა რთული ცხოვრება მიწაზე?!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. დიდი მადლობა ყველას, ვინც კითხულობთ <3 დიდი მადლობა ყველას, ვინც კითხულობთ <3
8. ღმერთო, იცი კი, ზოგჯერ რა მარტივია მიწისთვის სიკვდილი და რა რთული ცხოვრება მიწაზე?!
5 ღმერთო, იცი კი, ზოგჯერ რა მარტივია მიწისთვის სიკვდილი და რა რთული ცხოვრება მიწაზე?!
5
6. Დათო ქარჩავა
Მიხარია, რომ წაიკითხე, კიდევ უფრო მიხარია თუ მოგეწონა. :)
Რატომ არ უნდა გეთქვა? Ისოც უნდა თქვა, რაც მოგეწონა, ისიც რაც არ მოგეწონება. Დათო ქარჩავა
Მიხარია, რომ წაიკითხე, კიდევ უფრო მიხარია თუ მოგეწონა. :)
Რატომ არ უნდა გეთქვა? Ისოც უნდა თქვა, რაც მოგეწონა, ისიც რაც არ მოგეწონება.
5. შენი სხვა რამ წავიკითხე რამდენიმე წუთის,მომეწონა. აქ უცებ შენ შემხვდი. ახლა კი ვთქვი,იქნებ არც მეთქვა.
შენი სხვა რამ წავიკითხე რამდენიმე წუთის,მომეწონა. აქ უცებ შენ შემხვდი. ახლა კი ვთქვი,იქნებ არც მეთქვა.
4. შენი სხვა რამ წავიკითხე რამდენიმე წუთის,მომეწონა. აქ უცებ შენ შემხვდი. ახლა კი ვთქვი,იქნებ არც მეთქვა.
შენი სხვა რამ წავიკითხე რამდენიმე წუთის,მომეწონა. აქ უცებ შენ შემხვდი. ახლა კი ვთქვი,იქნებ არც მეთქვა.
3. მადლობა რომ არსებობ, ასეთი, და არსებობის საშუალებას გვაძლევ მადლობა რომ არსებობ, ასეთი, და არსებობის საშუალებას გვაძლევ
2. კობა_ბ.
ჩვენი ფილტვები ამ სითხით სუნთქავს .... :)
მადლობა, რომ კითხულობ. კობა_ბ.
ჩვენი ფილტვები ამ სითხით სუნთქავს .... :)
მადლობა, რომ კითხულობ.
1. "რა ადვილია სიკვდილი ომში..."
"რა ძნელია სიმშვიდე..."
ვულკანებს ვერ ხედავენ მანამ... მაგრამ ვულკანები სულ არიან მიწის გულში. მზის შადრევნებია ფერფლის, მტვერის და წარღვნამდელი გრუხუნის შემდეგ ამოხეთქილი თხევადი მიწა; შენ იცი, შენი ფილტვები ამ სითხით სუნთქავს... "რა ადვილია სიკვდილი ომში..."
"რა ძნელია სიმშვიდე..."
ვულკანებს ვერ ხედავენ მანამ... მაგრამ ვულკანები სულ არიან მიწის გულში. მზის შადრევნებია ფერფლის, მტვერის და წარღვნამდელი გრუხუნის შემდეგ ამოხეთქილი თხევადი მიწა; შენ იცი, შენი ფილტვები ამ სითხით სუნთქავს...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|