შენ ტოვებ ენას საზღვარზე და ხიდზე გადიხარ, ხელში პასპორტით, რომელიც სხვა ენაზე ადასტურებს შენს ვინაობას, უღიმი მესაზღვრეს, სუნთქავ ზღვას და გიხარია შინ დაბრუნება, იხსენებ ლექსებს და სიმღერებს და სული გიმძიმდება, საუბრობ ჩუმად შენს ენაზე და თვალებს აცეცებ, და ყველა ამ შიშით, და ყველა ამ ემოციით, ადასტურებ რომ რასაც ეხები შენი არ არის. შენი არ არის სადაც დადიხარ, შენი არ არის რასაც სუნთქავ, შენი არ არის და ჯობია შეეშვა ზღვის სუნს, ნურც ემოციას ამღვრევინებ ცხენის შელოცვას, ნურც სხვას ატყუებ რომ სამოთხე დატოვე სადღაც, თორემ ერთხელაც გკითხავს სხვა_ თუ სად მოდიოდი?! როცა გართმევდნენ იმას, რასაც დღევანდელისგან განსხვავებით ოდესღაც ერქვა შენი. რადგან თუ გჭამდნენ შეეჭამეთ, და თუ გკლავდნენ მოეკალით, და თუ გაყურებინებდნენ როგორ ხდიდნენ შენს შვილებს ნამუსს გეყურებინა, გეგროვებინა ყველა ბოღმა და გებრძოლა სიკვდილამდე ან გადარჩენამდე, მაგრამ უყურე ამ ყველაფერს და წამოხვედი, მხრებით ათრიე ყველა მკვდარი, მთა- მთა ათრიე, დღეს კი ენას საზღვართან ტოვებ, ხოდზე გადადიხარ ხელში სხვა პასპორტით, რომელიც ადასტურებს სხვა ენაზე შენს ვინაობას, უღიმი მესაზღვეს, რომელიც გჭამდა, რომელიც გკლავდა, და ნამუსს ხდიდა შენს შვილებს შენივე თვალწინ, და თავს ატყუებ რომ რაზეც დადიხარ და რასაც სუნთქავ, და რასაც ეხები და რაც აღარასდროს იქნება შენი, თითქოს შენია, ისევ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. მთავარი ნათქვამია. ნეტა რამდენს ესმის სიღრმისეულად ეს საკვანძო ამბავი... განსაკუთრებით, მას, ვინც ფიქრობს და იფიქრებს: რასაც ახლა სუნთქავს და ეხება, ისევ მისია. სინდისის ნატამალიც არ უნდა გქონდეს, იმ მესაზღვრეს გაუღიმო, როდესაც ტოვებ იმას, რაც ნამდვილად აღარ არის შენი. სხვაგვარად ვერ შეძლებ... მომეწონა. მთავარი ნათქვამია. ნეტა რამდენს ესმის სიღრმისეულად ეს საკვანძო ამბავი... განსაკუთრებით, მას, ვინც ფიქრობს და იფიქრებს: რასაც ახლა სუნთქავს და ეხება, ისევ მისია. სინდისის ნატამალიც არ უნდა გქონდეს, იმ მესაზღვრეს გაუღიმო, როდესაც ტოვებ იმას, რაც ნამდვილად აღარ არის შენი. სხვაგვარად ვერ შეძლებ... მომეწონა.
9. მაგარია!
რატომ გვეზარება? იმიტომ რომ აჩქარებულ სამყაროში ვცხოვრობთ, იმიტომ რომ ვრცელი ტექსტების ონლაინ კითხვა თვალებს ღლის და მხედველობას აზიანებს, იმიტომ რომ დრო ფულია! იმიტომ რომ ცხოვრება გაძვირდა და თავის გადარჩენისთვის გვიწევს იმაზე მეტი შრომა,ვიდრე ეს 10 წლის წინ გვიწევდა,ან 20-ის... დიდი ტექსტების კითხვა კი ფუფუნება გახდა ძმაო ჩემო! ????
მაგარია!
რატომ გვეზარება? იმიტომ რომ აჩქარებულ სამყაროში ვცხოვრობთ, იმიტომ რომ ვრცელი ტექსტების ონლაინ კითხვა თვალებს ღლის და მხედველობას აზიანებს, იმიტომ რომ დრო ფულია! იმიტომ რომ ცხოვრება გაძვირდა და თავის გადარჩენისთვის გვიწევს იმაზე მეტი შრომა,ვიდრე ეს 10 წლის წინ გვიწევდა,ან 20-ის... დიდი ტექსტების კითხვა კი ფუფუნება გახდა ძმაო ჩემო! ????
7. რა კარგად თქვი,პაპუნა. ტკივილმა დამიარა სულში. რა კარგად თქვი,პაპუნა. ტკივილმა დამიარა სულში.
6. გმადლობთ... მაგრამ თან გული მწყდება იმაზე, რომ ჩემი ექსპერიმენტით პასუხი მივიღე. აქედან გამომდინარე კითხვა წევრებს: რატომ გეზარებათ მოზრდილი ტექსტების კითხვა? ეს ხომ ლიტ-საიტია და არა სოციალური ქსელი? გმადლობთ... მაგრამ თან გული მწყდება იმაზე, რომ ჩემი ექსპერიმენტით პასუხი მივიღე. აქედან გამომდინარე კითხვა წევრებს: რატომ გეზარებათ მოზრდილი ტექსტების კითხვა? ეს ხომ ლიტ-საიტია და არა სოციალური ქსელი?
5. რა ძალიან მტკივნეული სიმართლეა... 5. რა ძალიან მტკივნეული სიმართლეა... 5.
4. კი, გეთანხმები. კი, გეთანხმები.
3. :D არა და აქაც ბომბა ვარ :D არა და აქაც ბომბა ვარ
2. რა ვიცი, შენი პროზა უკეთ მეკითხებოდა მგონი
მოგიკითხე პაპუნა რა ვიცი, შენი პროზა უკეთ მეკითხებოდა მგონი
მოგიკითხე პაპუნა
1. კარგია, რადგან სრული სიმართლეა. კარგია, რადგან სრული სიმართლეა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|