 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 28 მარტი, 2024 |
#ლექსები
ნინო დარბაისელი
Femme Fatale
რაღაც, სხვა იყო მასში, ქვეყნად არავის ჰგავდა, იმისი ნამყო - არვინ უწყოდა, თავის გარდა, ჰყვებოდნენ ათას ზღაპარს, ათას დრამასაც დგამდა, უახლოესი იყო პირთა თვალშეუდგამთა.
არაფრისაგან შესძლო აგება ყველაფრისა. რა ჯადო ჰქონდა მართლა, რა მითის, რა ზღაპრისა! ახდენდა სასწაულებს შეხებით ერთი ფრთისა. ვერაგიც ბევრი ნახა და ბევრიც იკაპრიზა.
და დაუბერა ქარმა, გამოდგა რამ გრიგალი! თავს დაატეხა უცებ რა შიში, რა კანკალი და აიტაცა ზემოთ, ცის გაარღვია რკალი, ის - ბედისწერის წერა - საბედისწერო ქალი!
ვის სურდა ხილვა მისი ყველა კუნჭულის, კიდის? სიბერის ასცდა წლები - საცოდაობის დიდის. იქნებ სჯობია, როცა ლამაზი - ადრე მიდის, გადამვლელია ადრე ციური ბეწვის ხიდის?
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მაგარი ლექსია
მაგარი ლექსია
2. ზოგადი მოდელია ფატალური ქალისა. მე მატა ჰარიზე ვფიქრობდი, ე. დუნკანიც ჯდება, ბრიკიც, შორენა ბეგაშვილიც ქართველებიდან და რა ვიცი, უამრავ ზოგადი მოდელია ფატალური ქალისა. მე მატა ჰარიზე ვფიქრობდი, ე. დუნკანიც ჯდება, ბრიკიც, შორენა ბეგაშვილიც ქართველებიდან და რა ვიცი, უამრავ
1. ლექსი მომეწონა , ცნობილია ასეთი ქალები, თუმცა ვინ არის ეს საბედისწერო ქალი, ამ ლექსის ადრესატი? ეგება გაგვიმხილო,
ლექსი მომეწონა , ცნობილია ასეთი ქალები, თუმცა ვინ არის ეს საბედისწერო ქალი, ამ ლექსის ადრესატი? ეგება გაგვიმხილო,
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|