 | ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 13 მაისი, 2024 |
ახლა ისე ვწერ, სუნთქვასავით აჩქარებულად, არც კი მანაღვლებს დალაგდება თუ არ სტრიქონი... შინაგანი ხმა განზე გადგა, არც ჩარეულა, დაიწყო დარდმა საკუთარი ქორონიკონი... ახლა ისე ვწერ, თავს და ბოლოს რომ ვერ გაუგებ, უთავბოლოა ეს ყოფაც და ბრძოლაც ყოფნისთვის... და ერთ სტრიქონშიც არ ვახსენებ ჩემს ბედს აუგად, როგორც დიაგნოზს არ ამხელენ ავადმყოფისთვის... მოთერაპიო ეფექტი აქვს თურმე წერასაც, თუმც, იმ სიღრმეა ახლა ჩემი დარდის ლაგუნა... ყოველი ლექსი იმ ტკივილის გამოფენას ჰგავს, გაულანძღავმა ბედმა სწორედ მე რომ მარგუნა... ახლა ისე ვწერ, სუნთქვასავით აჩქარებულად, ისიც არ ვიცი, კივილია ეს თუ სიტყვები... ეს სტრიქონებიც თარაზულად, ანდა შვეულად, მიკვირს კივილის ვიბრაციას როგორ იტევენ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. თანანა, საოცრად ლამაზადაა გადმოცემული... თანანა, საოცრად ლამაზადაა გადმოცემული...
2. დამბურძგლა <3 დამბურძგლა <3
1. "დარდის ლაგუნა..."- მხოლოდ ეს ორი სიტყვაც კი ამბობს აქ ყველაფერს...
მიყვარხართ, ასე - შორიდან და ჩემთვის.
"დარდის ლაგუნა..."- მხოლოდ ეს ორი სიტყვაც კი ამბობს აქ ყველაფერს...
მიყვარხართ, ასე - შორიდან და ჩემთვის.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|