#ლექსები
ნინო დარბაისელი
ანგელოზური პროსტიტუცია
1. ვეღარ გაუძლებ ზოგჯერ ყოფას, იტყვი - მეყოფა, რას ვემსგავსები, თავი აღარ გამომეყოფა, მიმდევარი ვარ ფეხის ხმათა, სტილის და მოდის… იტყვი რამეს და რომც არ გინდოდეს, ლექსად გამოდის!
რისი ბრალია, რომ ჩვენში ყველა, თითოეული, ვინც ლექსს არა და, თუნდაც სადმე ერთ ტაეპს შექმნის, უხსოვარი დროიდან - დღემდე, უცებ რწმუნდება, რომ სუყველაზე უკეთესია, გამორჩეული და ისიც სჯერა, მასზე კარგი მცოდნე არ არის და პოეზია - მას რომ ესმის, ისე - არავის? (მეც იმათსავით ქადილში ვხმები, მეც იმათ ხმებში ვიგულისხმები).
2.
ლინგვისტი ალბათ გიპასუხებთ, რომ მოხდა ასე, რაკი მწერლობა, ლიტერატურა საუკუნეთა მანძილზე ჩვენში ის დარგი იყო ხელოვნებისა, ენას დღემდე რომ პოეზიის საგანძურში გვინახავდა ძნელბედობისას (ანუ მუდმივად), ლიტერატურის, პოეზიის და ხალხის ენა უშუაღობო მეზობლებივით ერთმანეთში სულ გადადი-გადმოდიოდნენ.
ლიტმცოდნეები - ალუზიებს მიაწვებიან, რაღაც, რემინისცენციააო, ტექსტი - კონტექსტი, კონოტაცია; წინწასული ხომ - პოსტმოდერნსაც მოიხსენიებს. თავზე დაგვაყრის ტერმინთა ცვენას - ჩიტების ენას.
შენ რომ გგონია, რაიმე ლექსი პოეზიის რამ ნარგავია, ლიტერატურის და ხელოვნების არმცოდნენი - ერთი მისხლითაც არ შეცდებიან, თუ აღნიშნავენ, თანამედროვე პოეზია - სულ ნაგავია, ეს რა ლექსია! ლექსი ის იყო, ადრე რომ წერდნენ. როგორ იცოდნენ სულის რგებაო, რა აზრიანი დარიგებაო, ეს ვერ გავიგე, თორემ კლასიკა - შესანიშნავად გამეგებაო. (ვაი, შენ, ჩემო განწირულო სიტყვისგებაო!)
მიდი, უხსენი, რომ რამე ძველი და ძველისძველი, უკვე ადგილმიჩენილი ჩვენს ცხოვრებაში, რა სფეროც არის, ყველგან, ყოველთვის ყველაფერი უკეთესია და ამ სიტყვებით იმას იმკის, რაც არასდროს დაუთესია, მიდი, უხსენი, რომ მოწეულზე ვინც სხვების ყანას უდარაჯდება, ის ვერასოდეს ვერ გაიგებს, შრომა რა ჯდება; რომ დრო გავა და არეული ქვიშა დაჯდება, წყალი დაწდება და გამოჩნდება, ეს უნდოობა რის გამო ჩნდება; ჩვენზეც იტყვიან, დაიცაო მან დანა ნებით, თავს ჩაქინდრავენ თან დანანებით, თუ ერი დარჩა, აღმოაჩენენ, დღეს რა კარგები ვყოფილვართ თურმე, რომ ტრასას სჯობნის ძველი საურმე.
3.
პოეტი - იტყვის ძლეული მეხით და გულგატეხით, რომ ანგელოზის მომლოდინეთ გამოგვადგა მუზა - მეძავი, რაც შეუძლია, ახალგაზრდად რომ უჭირავს თავი, არ ეჩვენება სხვას მოურთავი, საქმეს მოილევს ოსტატურად, კვნესა-კვნესით და ცრუ ორგაზმებით - - თანაყოფის მოსაკაზმებით, დასვენებასაც აღარ დაგაცლის, წამოფრინდება და უკანასკნელ ლუკმას გაგაცლის, ერთს, საბოლოოდ ჩაგეხუტება და სხვა, ახალი კლიენტისკენ გაშურებული, თან მოგაძახებს: - ვნებით მხურვალო ვეფხვო მძვინვარო, შენ, შეუვალო, სისხლის მწყურვალო, ჯერ შენისთანა არ შემხვედრია ერთადერთი ხარ, დედამიწაზე ღმერთის ნაცვალო, შენ გენაცვალო! დამიკავშირდი, კიდევ მოვალო!
მიდი, ელოდე!
4. ეს - კაცებისა! ქალისა რა ვთქვათ?! არც არაფერი! ეს მარტოობა - შესაზარია, გულის კედლები დაუბზარია, აღარ ჩამოჰკრავს ჩვენთვის ზარია? ბებერი ბოზი - ნაბოზარია, მუზა - ნაანგელოზარია, უსქესო, მრავალსქესიანი, რაღაც, უწესო წესიანი, ქალ კლიენტებთან - კაცად მიდის და სულ პირველი სიყვარულის მიიღებს იერს, ნატრულს და ხმიერს. (დანარჩენი - როგორც ტექსტშია).
იტყვიან, ნინოს რა აზრებმა შემოუტია, ასე უმწეოდ რა აკნავლებს, თითქოს კნუტია? რა ფრივოლური სიბეცეა, სიციბრუტეა! ანგელოზია - მუზა ჩვენი, განა კუტია! არა, უბრალოდ, სევდას ებრძვის. რა ცუღლუტია! როგორც ძველ სლენგზე, ითარგმნება, ,,ბალამუტია”:
-ჰო, მეძავია ჩვენი მუზა, პროსტიტუტია, მაგრამ უმისოდ პოეტის ყოფა - ნაცარტუტია!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. მადლობა, ირაკლი. ჩემთვის, როგორც ავტორისათვის, ნამდვილად მაღალი შეფასებაა. მადლობა, ირაკლი. ჩემთვის, როგორც ავტორისათვის, ნამდვილად მაღალი შეფასებაა.
5. თქვენთან სულ კონტრასტებია: რეპ-იც არის და ო-პერ-აც :) მოწყენით ნაღდად არ მოიწყენს, აქ, კაცი და თავის საკბილოსაც ყოველთვის იპოვის ნებისმიერი, თუ კარგად მოძებნის თქვენთან სულ კონტრასტებია: რეპ-იც არის და ო-პერ-აც :) მოწყენით ნაღდად არ მოიწყენს, აქ, კაცი და თავის საკბილოსაც ყოველთვის იპოვის ნებისმიერი, თუ კარგად მოძებნის
4. - "პოეტური ეგზიბიციონიზმი" - რა კარგად თქვი ნინო! :))))) - "პოეტური ეგზიბიციონიზმი" - რა კარგად თქვი ნინო! :)))))
3. რაკი ერთმა მკითხა, ალბათ სხვებსაც დააინტერესებს, მე რას ვფიქრობ საკუთარ თავზე. მე ვარ ერთგული გამონათქვამისა, ,, ყველა ჟანრი კარგია, გარდა მოსაწყენისა”.ოღონდ ლექსზე გადმომაქვს. მე, როგორც ავტორი, ვიღაცას მოვეწონები, ვიღაცას - არა, ზოგი რამ უკეთ გამომივა, ზოგი ექსპერიმენტი არ გამიმართლებს, ავდგები და სხვა რამეს ვცდი. ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ თუ ვინმე იტყვის, დარბაისელის კითხვისას მოვიწყინეო, მის გულწრფელობაში ძალიან შემეპარება ეჭვი. კიდევ ერთხელ, უცხოს, მკითხველის თვალით წაიკითხეთ და დაუკვირდით თქვენს ნაწერს, რაიმე ახალსა და არატრივიალურს სთავაზობთ მკითხველს? - კერძოდ, რას? იქნებ განაგრძობთ თუნდაც სხვისი შემოტანილი თემის მოტივის თქვენებურად, ახლებურად დამუშავებას? ინდივიდუალურ კვალს ამჩნევთ მას? ჩემი ფიქრით, არ არის სწორი კითხვა,, რატომ ვწერ?”. ეწერება ადამიანს და წერს, ვისი რა საქმეა! …მაგრამ სავსებით მართებულად მიმაჩნია კითხვა ,,რატომ გამაქვს მკითხველთა სამსჯავროზე”?… მით უმეტეს, თუ სხვისი აზრი არ მაინტერესებს. ეს - რა, პოეტური ეკზიბიციონიზმის სახეობაა? რაკი ერთმა მკითხა, ალბათ სხვებსაც დააინტერესებს, მე რას ვფიქრობ საკუთარ თავზე. მე ვარ ერთგული გამონათქვამისა, ,, ყველა ჟანრი კარგია, გარდა მოსაწყენისა”.ოღონდ ლექსზე გადმომაქვს. მე, როგორც ავტორი, ვიღაცას მოვეწონები, ვიღაცას - არა, ზოგი რამ უკეთ გამომივა, ზოგი ექსპერიმენტი არ გამიმართლებს, ავდგები და სხვა რამეს ვცდი. ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ თუ ვინმე იტყვის, დარბაისელის კითხვისას მოვიწყინეო, მის გულწრფელობაში ძალიან შემეპარება ეჭვი. კიდევ ერთხელ, უცხოს, მკითხველის თვალით წაიკითხეთ და დაუკვირდით თქვენს ნაწერს, რაიმე ახალსა და არატრივიალურს სთავაზობთ მკითხველს? - კერძოდ, რას? იქნებ განაგრძობთ თუნდაც სხვისი შემოტანილი თემის მოტივის თქვენებურად, ახლებურად დამუშავებას? ინდივიდუალურ კვალს ამჩნევთ მას? ჩემი ფიქრით, არ არის სწორი კითხვა,, რატომ ვწერ?”. ეწერება ადამიანს და წერს, ვისი რა საქმეა! …მაგრამ სავსებით მართებულად მიმაჩნია კითხვა ,,რატომ გამაქვს მკითხველთა სამსჯავროზე”?… მით უმეტეს, თუ სხვისი აზრი არ მაინტერესებს. ეს - რა, პოეტური ეკზიბიციონიზმის სახეობაა?
2. ახლა სათითაოდ დატოვებული არამადლიერი კომენტარების პასუხებზე ვერ გავირჯები, სამწუხაროდ, დრო და საშუალება არა მაქვს. აქ ვწერ და ვისაც დააინტერესებს, იპოვის. მე აქ ვარ საიტის დაარსების დღიდან და პროფესიონალური მეხსიერების წყალობით, ცუდად არ მახსოვს, რაც აქ დადებულა. სამაგიეროდ, ვერ ვიმახსოვრებ ნიკების უმრავლესობას და ვინმეს მიერ დაუმსახურებლად მოყენებულ შეურაცხყოფას. იციან ძველებმა ეს ამბავი. ბევრი გვიკამათია, არ მგონია, ფუჭად და დღეს თუ ოდესღაც სისხლსავსე საიტი სულს ღაფავს, მე ერთი მთავარ მიზეზთაგანი ასეთი მგონია: რაღაც დოზამდე კარგი ღვინო, გნებავთ ძმარი წყლის შერევას იტანს, მაგრამ ღვინოობა საერთოდ ქრება , როცა წყალი მეტისმეტია. მე არ ვამტყუნებ იმ კარგ ავტორებს, აქ აღარც რომ იხედებიან. სამაგიეროდ წრფელი კითხვა მაქვს იმათადმი, ვინც აქაურობა ასეთად აქცია! - იქნებ თქვენი ტექსტებია ის წყალი, რომელიც ღვინოს მოერია და ტველაფერი გააწყალწყალა? ჩათვალეთ, რომ მე ვარ ერთი უნიჭო პოეტი, კრიტიკოსი, ლექსმცოდნე, შურითა და ღვარძლით სავსე და კიდევ რაც გინდათ, უბრალოდ მკითხველად ჩამთვალეთ, თუ გინდათ , მაგადაც არ ჩამთვალოთ, უბრალოდ, კითხვას დაუფიქრდით! თაობა გაიზარდა აქ!
ახლა სათითაოდ დატოვებული არამადლიერი კომენტარების პასუხებზე ვერ გავირჯები, სამწუხაროდ, დრო და საშუალება არა მაქვს. აქ ვწერ და ვისაც დააინტერესებს, იპოვის. მე აქ ვარ საიტის დაარსების დღიდან და პროფესიონალური მეხსიერების წყალობით, ცუდად არ მახსოვს, რაც აქ დადებულა. სამაგიეროდ, ვერ ვიმახსოვრებ ნიკების უმრავლესობას და ვინმეს მიერ დაუმსახურებლად მოყენებულ შეურაცხყოფას. იციან ძველებმა ეს ამბავი. ბევრი გვიკამათია, არ მგონია, ფუჭად და დღეს თუ ოდესღაც სისხლსავსე საიტი სულს ღაფავს, მე ერთი მთავარ მიზეზთაგანი ასეთი მგონია: რაღაც დოზამდე კარგი ღვინო, გნებავთ ძმარი წყლის შერევას იტანს, მაგრამ ღვინოობა საერთოდ ქრება , როცა წყალი მეტისმეტია. მე არ ვამტყუნებ იმ კარგ ავტორებს, აქ აღარც რომ იხედებიან. სამაგიეროდ წრფელი კითხვა მაქვს იმათადმი, ვინც აქაურობა ასეთად აქცია! - იქნებ თქვენი ტექსტებია ის წყალი, რომელიც ღვინოს მოერია და ტველაფერი გააწყალწყალა? ჩათვალეთ, რომ მე ვარ ერთი უნიჭო პოეტი, კრიტიკოსი, ლექსმცოდნე, შურითა და ღვარძლით სავსე და კიდევ რაც გინდათ, უბრალოდ მკითხველად ჩამთვალეთ, თუ გინდათ , მაგადაც არ ჩამთვალოთ, უბრალოდ, კითხვას დაუფიქრდით! თაობა გაიზარდა აქ!
1. მუზის "სახე" ძალიან მომეწონა, ორიგინალურია. მუზის "სახე" ძალიან მომეწონა, ორიგინალურია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|