არავინ დაგაჯეროს, რომ სუსტი კოცონი ხარ, სისუსტე არაა ოცნების ალბატროსის ფრთების ქვეშ ცხოვრება ...მიხვდები , ალბათ დროზე, საერთოდ არ არის სისუსტე ოცნება ! გჯეროდეს, ყოველდღე მზე რომ იკოცნება , შენს შუბლზე -ცეცხლს გაგიჩენს და სულში მაცილებს გადაწვავს , გადაშლის ყველა მოგონებას, როდესაც ,უბრალოდ, ბავშვივით დაგცინეს . შეეშვი !.. სუყველამ კისერი მოიტეხა. შორიდან გიყურებენ ,შორიდან გისმენენ . ხომ არ დაგავიწყდა, მეორე პოეტი ხარ, ჯანღიან ,ნაცრისფერ ქალაქში -ისევე! ო,როგორ გიხდებათ ნიღაბი ანგელოზთა, მხოლოდ მე დავდივარ ეშმაკის ეშვებით. და ყოველ მთის ძირში, თუ ტრიალ მდელოსთან - რატომღაც , ხან -ნერვი ,ხან ფეხი მეშლება . არავინ დაგაჯეროს, რომ ბრმაა სიყვარული, უსიყვარულობას არა აქვს თვალები ! არსად გაქრებიან დღეები -მიქარულნი- ყოველთვის წაგიჭერენ ყელზე და... გავნებენ ! არავინ დაგაჯეროს,რომ არ ხარ ბერხენი ,- სხვებს გავხარ, სხვებივით ბერდები , გერხევა . ეძებე ყოველთვის რაღაცა სადაო, სანამ შეურჩევ ცხოვრებას სათაურს . არავინ დაგაჯეროს, რომ სუსტი კოცონი ხარ, სისუსტე არაა ოცნების ალბატროსის ფრთების ქვეშ ცხოვრება ...მიხვდები , ალბათ დროზე, საერთოდ არ არის სისუსტე ოცნება !
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. პოლიტიკისკენ წამიღო უნებურად და ორჯერ გადავიკითხე = )) პოლიტიკისკენ წამიღო უნებურად და ორჯერ გადავიკითხე = ))
4. უი დამავიწყდა რომ სმაილებს არ აღიქვამს აქ .. :) ბრავო ბრავოო უი დამავიწყდა რომ სმაილებს არ აღიქვამს აქ .. :) ბრავო ბრავოო
3. უი დამავიწყდა რომ სმაილებს არ აღიქვამს აქ .. :) ბრავო ბრავოო უი დამავიწყდა რომ სმაილებს არ აღიქვამს აქ .. :) ბრავო ბრავოო
2. არავინ დაგაჯეროს, რომ ბრმაა სიყვარული, უსიყვარულობას არა აქვს თვალები ! ???????????????????????????? არავინ დაგაჯეროს, რომ ბრმაა სიყვარული, უსიყვარულობას არა აქვს თვალები ! ????????????????????????????
1. როგორც ყოველთვის ფორმაში <3 როგორც ყოველთვის ფორმაში <3
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|