მინდა მახსოვდეს, რომ ხანდახან ლექსებსაც ვწერდი, შემდეგ ჰაერში გაიფანტა ყველა სტრიქონი, აღარასოდეს ავცილდები მიწას ღრუბლებში, ლექსის გარეშე დავსრულდები, ლექსის გარეშე.
მინდა მახსოვდეს, მიწიერი გოგო მიყვარდა, მან კი გათელა ზეციური ეპითეტები, მისამართებზე არ მხვდებიან ძველი სახლები, შემომეფანტა, მეგობრებიც შემომეფანტა.
მინდა მახსოვდეს, რომ ოდესღაც ბავშვი ვიყავი, გულუბრყვილობამ უამრავჯერ ფეხი დამიდო, თუ ნამსხვრევები ჩემი თავის ვერ მოვაგროვე, უნდა გამიგო, შენი ბრალი სულაც არ იყო.
მინდა გახსოვდე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ისეთი სიმშვიდე და სიყვარული მოაქვს...პოეზიაა ისეთი სიმშვიდე და სიყვარული მოაქვს...პოეზიაა
4. გულითადი მოკითხვა, მისის სმიტ! <3
სიმშვიდე ბოლო წლებში ჩემთვის დიდი ფუფუნება გახდა. ჰოდა, ვცდილობ მოვიპოვო და შევინარჩუნო.
მადლობა, ვისაც ურაკპარაკი მხრებით გიკავიათ და არ ტოვებთ აქაურობას.
განსაკუთრებული მადლობა, ნიკი, ასეთი ოქროს ხანა რომ გამოგვატარე, როცა აქაურობა ყვაოდა და აქაურობის თანამონაწილე ვიყავი. ძალიან მენატრება ის დრო, როცა ხალხს ლიტერატურული დისკუსიები ერჩივნა ფეისბუქის სქროლვას. გულითადი მოკითხვა, მისის სმიტ! <3
სიმშვიდე ბოლო წლებში ჩემთვის დიდი ფუფუნება გახდა. ჰოდა, ვცდილობ მოვიპოვო და შევინარჩუნო.
მადლობა, ვისაც ურაკპარაკი მხრებით გიკავიათ და არ ტოვებთ აქაურობას.
განსაკუთრებული მადლობა, ნიკი, ასეთი ოქროს ხანა რომ გამოგვატარე, როცა აქაურობა ყვაოდა და აქაურობის თანამონაწილე ვიყავი. ძალიან მენატრება ის დრო, როცა ხალხს ლიტერატურული დისკუსიები ერჩივნა ფეისბუქის სქროლვას.
3. რა სიმშვიდეა = ) რა სიმშვიდეა = )
2. დიდი მადლობა, მუხა, ამ საიტის ასე ერთგულებისა და ავტორების გამხნევებისთვის! მადლობა, რომ ხართ! <3 დიდი მადლობა, მუხა, ამ საიტის ასე ერთგულებისა და ავტორების გამხნევებისთვის! მადლობა, რომ ხართ! <3
1. ძალიან მომეწონა ლექსი და ძალიან გამიხარდა ავტორის გამოჩენა, შესანიშნავი ადამიანი, ნიჭიერი, საინტერესო ავტორი, ნუ მოგვაკლებ თქვენს ლამაზ ნაწარმოებებს. ძალიან მომეწონა ლექსი და ძალიან გამიხარდა ავტორის გამოჩენა, შესანიშნავი ადამიანი, ნიჭიერი, საინტერესო ავტორი, ნუ მოგვაკლებ თქვენს ლამაზ ნაწარმოებებს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|