ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზაზა22
ჟანრი: პოეზია
14 სექტემბერი, 2024


*****

*********

ვცადე წარსულისთვის კარი ჩამერაზა.
ველზე მენავარდა, გზები მომეძია...
სულს რომ დაკლაკნილი  ობობები დასდევს,
შენგან გაჩენილი, ნერვთა კორძებია.

ზამთრის სიცივე და სუხი მოგვეძალა.
ახლა რა იქნება, შემოდგომის ბოლოს?!..
ვეღარ გადავიტან, ვეღარ დავნებდები,
ჩემი გულ-ჩვილობის სევდამ დამიმონოს.

ისევე სიცოცხლე და ისევ გათენება...
მოვა განთიადი, როგორც დანარჩენი.
მე კი ვეღარ შევძლებ , ისევ ვიოცნებო
და ბედს გამოვტაცო  მწარე განაჩენი.

ახლა უკვე დროა , შენ რომ გადაწყვიტო.
ახლა უნდა ვენდოთ,  სულთა აღმაფრენას.
ვეღარ დავიჯერებ, უკვე სამწუხაროდ!
კვლავაც აღდგომას და კვლვაც გადარჩენას.

ციცქნა გულთა ძგერას ვეღარ შევეშველე,
მაინც გაგიმეტეთ დარდთან საზიაროდ.
რაც მე ცხოვრებაში ბედმა მიღალატა
უფალს ვევედრები თქვენ, რომ გაიხაროთ.

უნდა მაპატიოთ , როცა გაიზრდებით
როცა თქვენი ბედიც სხვასთან შეერთდება
ღმერთმა აგარიდოთ ყველა განსაცდელი
ჩემი ბედისწერის გზაზე შეფეთება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები