 | ავტორი: სოფო88 ჟანრი: პოეზია 5 ოქტომბერი, 2024 |
გზად რომ გადამეყაროს?.. გზად რომ ვნახო შემთხვევით?.. როგორ გადავიტანო? როგორ შევძლო?.. ვერ ვხვდები. გამარჯობა რომ მითხრას? მოკითხვაც რომ შემბედოს? როგორ შევხვდე მის კითხვას როგორ, როგორ შევხედო? ჩამოჯდომა რომ მთხოვოს? საუბრის გაგრძელება? გულმა კვლავ რომ დამტოვოს მასთან, რა მეშველება?.. როგორ უნდა მოვიქცე? როგორ დავთმო წყურვილი? ვნება სულზე მომისწრებს, აცეტდება სურვილი, მზერა ცეცხლს გააჩაღებს, ბაგეს ნამი გადაჰკრავს, კისრის ძარღვი არტახებს გადაიხსნის, გაფანტავს, სისხლი ჯებირს გაარღვევს, მკერდს ნიაღვრად დაუვლის, პულსი ცემას დაარღვევს მაინც ვერვინ დაუთვლის, აერევათ თითებსაც მისამართი, ბილიკი, ღაწვებს ყვითელ მითებად დაეტყობათ ქილიკი, წლები ნაქილიკარი ფეხს ფეხში მოედება, როგორიც იქ ვიყავი აღარ განმეორდება. სულს ცვრად დაედინება ვერშემდგარი წარსულიც, მერმის დაეპირება აწმყოც ზღვარგადასული, და თავს ისევ გაყიდის ასე ჩემი ოცნება, ისევე შეიშლება ფიქრი ჩემი, შიშველი, ნატკივარი ის წლები უსათუოდ მორჩება... ნათქვამია რაც გავნებს, მერე კვლავაც გიშველის. ჰოდა, გადამეყარე გზაზე, აღარ მადარდებს, ჰოდა, შემხვდი შემთხვევით, ან თუნდაც გამიზნულად, სულ ერთი ხელის მოსმით გიწილადებ ამ დარდებს, სიხარულსაც გაგიყოფ ჩვენებურად, ქართულად...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. რაც გავნებს, არ გშველის. არ დაიჯეროთ))
ლექსი კია წყალივით. რაც გამოსასწორებელია, ასე ვთქვათ. რაც გავნებს, არ გშველის. არ დაიჯეროთ))
ლექსი კია წყალივით. რაც გამოსასწორებელია, ასე ვთქვათ.
1. უამრავი კითხვის ნიშანი, შინაგანი განწყობილების ექსპრესიულობა, სიმსუბუქე, ძალიან შთამბეჭდავია! უამრავი კითხვის ნიშანი, შინაგანი განწყობილების ექსპრესიულობა, სიმსუბუქე, ძალიან შთამბეჭდავია!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|