 | ავტორი: წერტილი. ჟანრი: პოეზია 16 ოქტომბერი, 2024 |
ჩემი თვალებიდან კვლავ იასამ(ნი)სფერი წვიმა წამოვიდა. სიმარტოვედ ამოვისუნთქე და სამყაროს არსმა გულში ჩაიკრა ჩემი მელანქოლია.
ჩვენ მხოლოდ ის სიტყვები გვესმის, რასაც საკუთარ თავში ვპოულობთ პირველად.
მახინჯი დეკორაციები უხეშად ეხებიან ჩემი სულის სინატიფეს. შენ რამაც გაგაცინა, ჩემში მიძინებული ჭრილობები გააღვიძა.
ჩემი ნამარხულები ეგო შეკრთა, როცა იხილა თუ როგორი მაძღარია შენი დაკარგული პიროვნულობა.
საკუთარი თავისგან ვინც გარბის, სხვასა და სხვებში იკარგება.
მე კი კვლავ, ვუბრუნებ საკუთარ თავს, ჩემს არსში შემოჭრილ ადამიანებს.
აქ არაფერია სათქვენო, აქ არაფერია ისეთი, რისი გაგებაც, რისი ტარებაც შენ შეგიძლია.
გამთენიისას კვლავ ვილოცებთ იმავე სიტყვებით: დამიბრუნე სხვებში გაფანტული ჩემი არსი, დამიბრუნე ის, რაც ჩემგან წაიღეს, და განმათავისუფლე ყველაფერი იმისგან, რაც არაა ჩემი.
სიზმრისეულ ჩვენებებში მიხილე, არ შეგაშინა ჩემმა უსასრულობამ, რადგან შენ თვითონაც უკიდეგანო სამყაროს ატარებდი შენს თავში.
მძიმეა? მკითხე. - არც ისე. მივეჩვიე.
შენ გაგეღიმა და ჩემი ტვირთის ნაწილი ზურგზე შემოიდე და მითხარი:
ცოტახანი დაისვენე იასამ(ნი)სფერო სხივო, ცოტახანი იქნებ გამოიძინო.
და მე ჩვილივით დამეძინა და დამავიწყდა, რამდენჯერ ცადეს ჩემი გაძარცვა ძილისას.
დამავიწყდა, რადგან ვიცოდი, შენ არ მოუშვებდი ჩემთან ქურდებს.
ნეტავ რომელ სიზმარში გადავიკვეთებით?! ....
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ამ ლექსში იგრძნობა მწერლის თავისუფალი სტილი, არ ცდილობს ჩარჩოს მოეჭიდოს. ამ ლექსში იგრძნობა მწერლის თავისუფალი სტილი, არ ცდილობს ჩარჩოს მოეჭიდოს.
2. საინტერესოა საინტერესოა
1. მომეწონა, მაგრამ დამაფიქრა. მომეწონა, მაგრამ დამაფიქრა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|