ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბ.ლოხიშვილი
ჟანრი: პროზა
27 ოქტომბერი, 2024


ალვის ხესავით ლამაზი გოგო

  დგას სამყაროს შექმნამდე, ალვის ხესავით ლამაზი გოგონა, მაგრამ ჯერ ალვის ხეები არარსებობენ; არარსებობენ მისი უცხოპლანეტური, გრძელი ხელები; უცხო პლანეტებიც არარსებობენ.
    მხოლოდ არის ალვის ხესავით ლამაზი გოგონა და მათემატიკა. მათემატიკა, რომელიც ცრუობს. ამბობს, რომ 14 მილიარდ 500 მილიონი წლის შემდეგ, შეიქმნება ლამაზ თვალება ქიმიური სიზმარი, მაგრამ მარტო ეს თვალები რა არის, - სუფთა მათემატიკური ანომალია.
რომ მეყურებინა შენთვის და დამენახე, ამისთვის სამყარო გადატრიალდა, უამრავ ქიმიურ პროცესში აღმოვცენდით - მათემატიკური ანომალია.
ლოგიკაზე დამყარებული ფიზიკური სამყარო ამბობს, რომ არ უნდა იყო, მაგრამ ხარ, ალვის ხესავით ლამაზი გოგო, პატარა სიზმარი, რომელმაც უნდა დამწვას?!
  ნაწილაკი ვარ და შენ მისი შესაფერისი ანტინაწილაკის ელექტრომაგნიტური გამოსხივება?! რომ მომსპო. თუ რა?! ამიტომ ხარ კარგი, რომ ხარ დასასრული?!
და ამის მერე, თუ სიზმარი ხარ და გამეღვიძა, რა გავაკეთო?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები